პირველი საჩვენებელი სწავლება პრემიერისთვის
06-05-2013
პირველი საჩვენებელი სწავლება პრემიერისთვის
ნამდვილად უჩვეულოდ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი ჯავშანჟილეტსა და ჯავშანჩაფხუტში (ეს მისთვისაც ახალი გახლდათ), თუმცა პრემიერს, რომელსაც სამხედრო საქმესთან მანამდე არაფერი აკავშირებდა, ამ სფეროშიც მოუწევს გათვითცნობიერება.

30 აპრილს, საქართველოს შეიარაღებული ძალების 22-ე წლისთავთან დაკავშირებით ვაზიანის პოლიგონზე "ისარი-013"-ის სახელწოდებით საჩვენებელი საველე-ტაქტიკური სწავლება ჩატარდა. სწავლებაში ძირითად როლს სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფები ასრულებდნენ, რომელთაც დახმარებას საჰაერო ბრიგადის შვეულმფრენები და პირველი საარტილერიო ბრიგადის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები უწევდნენ.

სწავლებაში პირველ პლანზე სწორედ "სპეცების" წამოწევის ინიციატორი, სავარაუდოდ,
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია უნდა ყოფილიყო, რომელსაც მანამდე არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ქართული ჯარის პრიორიტეტი სწორედ სპეციალური დანიშნულების დანაყოფების განვითარება და გაძლიერება გახდება.

საგულისხმოა, რომ ოპერაციის ადგილიდან შვეულმფრენებით სპეცდანიშნულების წევრების ევაკუაცია (ბაგირის საშუალებით), ასევე - მათი დესანტირება ეფექტურად განხორციელდა, რაც ნამდვილად დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა ახალი მთავრობის
იმ წევრებზე, ვინც აქამდე პრემიერივით შორს იყვნენ ჯარის ცხოვრებისაგან.

სწავლების ორგანიზატორებმა პატარა სამხედრო ეშმაკობაც იხმარეს სტუმრებისა და ჟურნალისტების გასაოცებლად - სამიზნედ დაყენებული ტანკისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანის კორპუსები ეფექტურად ფეთქდებოდა და იწვოდა, არადა, როგორც წესი, ტანკი-სამიზნე, რომელშიც აღარც საწვავია და აღარც საბრძოლო მასალა, ყუმბარმტყორცნის რეაქტიული ჭურვის მოხვედრის შემდეგ ასე არ ფეთქდება და მით უმეტეს - არ იწვის...

ასეა თუ ისე, მისასალმებელია, რომ არმიამ სამხედრო სწავლებები განაახლა. იმედია, უფრო ფართომასშტაბიან და რეალური საბრძოლო სიტუაციის მსგავს სწავლებებში მალე ბატალიონებიც ჩაერთვებიან. მთავარია, დაიხვეწოს ჯარის სხვადასხვა სახეობის ურთიერთშერწყმული საბრძოლო მოქმედების ტაქტიკა.

P.S. "დიდგორებთან" ერთად, სწავლებაზე პირველად გამოჩნდა სამი ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ლაზიკა", რომლებიც ავტომატური ქვემეხებიდან და ტყვიამფრქვევებიდან გახსნილი ცეცხლით მხარს უჭერდნენ სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლთა შეტევას.
Zaza
10 აპრილი 2016 14:30
Exla xom kargad xart leladzis gareshe


პატრიოტი
26 თებერვალი 2014 21:45
საერთოდ არ შეილება აქ მაგ ხალხის განხილვა ვინ როგორია და რა უკეთებია. ლელაძეს რაც შეეხება.. ძმებო ეგ თემა ვაბშე უკომენატაროდ უნდა დატოვო....
VMB
22 მაისი 2013 19:45
ვეცნობი საინტერესო საიტს და ერთ კითხვას ვუსვამ ჩემს თავს - ღირს კი არაკაცების აყოლა?! განა დაავიწყდა ვინმეს დღევანდელი მოწუწუნე, გუშინ ძალაუფლების უმაღლეს საფეხურზე მდგომი ელიტური კორუფციის მონაწილე ჩინოვნიკების და მათი ლეკვების მიერ ჩადენილი საქციელი? ვის უყეფავენ ეს ლეკვები? ალბათ თავიანთ თავს. ალბათ იმიტომ, რომ ისინი გვერდით ედგნენ თვითშეგნებისა და ეროვნულობის ნიადაგგამოცლილ ხალხს, რომელსაც ყოველთვის გულზე ეკლად ჰქონდათ ქართული სამფეროვანი თუ ხუთჯვრიანი დროშის ფრიალი. სხვა რა მიზეზით აიხსნება მათი ღვარძლი და ზიზღი? მათ ექსპერიმენტებს შეეწირა ჯარისკაცული სული, მათ ჩაკლეს ხალისი სამშობლოსთვის სამსახურისა. მათ გაუმაძღრობას შეეწირა ქართული ჯარის განვითარებისათვის ქართველი ხალხის მიერ გაწეული ხარჯები. ქვეყანაზე ხომ არაფერი იმალება. ყოვლად გახსნილია ინფორმაცია ბოლო წლებში მათთვის გადახდილი უზარმაზარი პრემიებისა და ხელფასების შესახებ. შეადარონ თავიანთი შემოსავალი, სახლები და სასახლეები იმ ხალხის საცხოვრებელს, რომელთაც ძველმოდურ საბჭოთა აზროვნებაში და კორუფციაში სდებენ ბრალს. დაავიწყდა ვინმეს 2008 წელში საბრძოლო პოზიციებზე მიტოვებული ქართველი ბიჭები? საკუთარი ხელით მიყენებული ჭრილობები? ბუჩქებს ამოფარებული ზოგიერთი მეთაური? ბუჩქებს ვინ ჩივის, ისინი დაღუპულ და ღვაწლდაუფასებელ ქართველი გმირების სახელს ამოეფარენ და შემდგომში სწორედ ამ ბიჭების განადგურება და მოშორება გადაწყვიტეს. სხვისი გმირობები მიითვისეს და ჯინჯილებით დაიმშვენეს მკერდი. ვის ებრძვიან ეს უღირსი ადამიანები დღეს? ალბათ იმ ხალხს ვინც ჯარის აღმშენებლობაში მიიღო მონაწილეობა. ვინც 2004 წელს ოთხი არასრული ბატალიონის ძალებით დაიცვეს ის მიწა და ქართული სოფლები, რომლებიც მათ თავისი უცოდინრობით მთელი შეიარაღებული ძალების თვალწინ საქართველოს უპირველეს მტერს ჩააბარეს. ერი ბრძენია, ერის სამსახურის წინა ხაზზე საქართველოს ჯარი დგას და არავის დავიწყებია სამშობლოს შეწირული ბიჭები. ვის დაავიწყდა პროფესიონალი სამხედროების სამსახურიდან დათხოვნა, ქართული სამხედრო ავიაციის დაშლა-დანაწევრება? ვის დაავიწყდა ღირსებააყრილი მებრძოლების ტანჯვა-წამების ფაქტები? უცოდინარი ოფიცრების დაწინაურება და პარპაში? არავის არაფერი არ დავიწყნია! მე ვცდილობ დავივიწყო ყოველივე ცუდი. არ ავყვე არაკაცებს, ფსევდოსამხედროებს. ვცდილობ ყველაფერი წარსულს ჩავაბარო რაც უღირსების ხელით ჩემს სამშობლოს ეტკინა. იმედით ვუყურებ მომავალს და საქართველოს შეიარაღებული ძალების მომავლის მჯერა. მჯერა მტერი ვერ დაგვამარცხებს.

რედაქტორის რჩევით