სომხურ ტანკებს პოლონელები გააუმჯობესებენ
13-05-2013
სომხურ ტანკებს პოლონელები გააუმჯობესებენ
აზერბაიჯანისაგან განსხვავებით, რომელთანაც სომხეთი, ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაშია, ერევანი ახალი საბრძოლო ტექნიკის შეძენას ძველის გარემონტებასა და მოდერნიზაციას ამჯობინებს.
ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ის არის, რომ ნავთობით მდიდარი აზერბაიჯანისგან განსხვავებით, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად ულტრათანამედროვე საბრძოლო ტექნიკას ყიდულობს, სომხეთს ამდენი ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნია.

სომეხი სამხედროები პოლონელი კოლეგების დახმარებით აპირებენ შეიარაღებაში არსებული უკვე მოძველებული  T-72 ტიპის ტანკები პოლონური PT-72U-ს დონემდე განაახლონ, რის შემდეგაც, ოფიციალური ერევნის მტკიცებით, მოდერნიზებული სომხური ტანკების საბრძოლო შესაძლებლობები რუსული
T-90A-ისა და უკრაინული Т-84 Оплот-ის დონეს გაუტოლდება.
БМП-1 და БМП-2 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს სომხეთის არმიას რუსი სპეციალისტები გაურემონტებენ და გაუუმჯობესებენ.

დიდი ყურადღება დაეთმო საჰაერო თავდაცვის საშუალებების მოდერნიზებას. დღეს სომხეთის შეიარაღებაშია С-300ПТ-1 და С-300ПС ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების დივიზიონები, რომლებსაც ერევანი რუსეთის დახმარებით С-300ПМ-ის დონეზე გააუმჯობ
ესებს. ეს კი ნიშნავს, რომ ამ კომპლექსის ახალი რადიოლოკატორი საჰაერო სამიზნეებს 300კმ რადიუსში აღმოაჩენს, ხოლო ახალი საზენიტო რაკეტა კი მათ 150 კმ რადიუსში ჩამოაგდებს.

lash
26 მაისი 2013 09:53
რაებს ბაზრობთ ტოო რუსეთთან კონფლიქტს დაჟე ამერიკა გაურბის არმია ყავს რუსეთს მარტო მთელი ჩვენი მოსახლეობის ტოლი
და კიდევ ტ90 აბრამსსი ტ80 ის დონის ტანკია ტ90 ჯობია კიდევაც საკმაოდ მობილურობითაც საწვავის ხარჯითაც და ბევრი კომპონენტით
კიდევ თუ გაინტერესებთ რატომ გამოვიქეცით სამხრეთ ოსეთიდან თავქუდმოგლეჯილი მიზეზი ის კი არ იყო რომ გვეშინოდა არამედ ჩვენს წინ კუანა სეპარატისტები კი არ იდგნენ არამედ უძლეველი რუსული არმია რომლის საბრძოლო და ტექნიკურ მატერიალური შესაძლებლობები მკვეთრად აღემატებოდა ჩვენსას რატომ უნდა გაეწირათ ჩვენ ბიჭებს უაზროდ თავი ისეთ ომში რომელიც დაწყებისთანავე წაგებული იყო ყველა ადამიანი ქვეყანაზე ერთხელ იბადება და ყველას ერთი სიცოცხლე აქვს ორი ან სამი კი არა ასე რომ ჩვენი ჯარკაცების გაკრიტიკებას თავი დავანებოთ თუ ვინმეს ბრალია ოსეთის წაგებული ომი ეგ მთავარსარდლობაა რომელმაც სწორად ვერ შეაფასა სიტუაცია და ომის დროსაც ვერ გაუწია ჯარს სათანადო ხელმძღვანელობა
irakli
16 მაისი 2013 20:07
გიგა,200 ტანკი რად გინდა? შენ ძმაო კურსკის რკალი გინდა გაიმეორო? ისე ერთ ამბავი გამახსენდა.აფხაზეთ-სამაჩაბლოს ომებში ტანკებზე გვეწერა 201,438,247 ან 356.ვითომ ამდენი გვყავდა.ეზარებოდათ გადაკრასკვა, თან ჩვენი სარდლობის აზრით რუსებს შეეშინდებათო.ნახმარი და გარემონტებული ტანკი,ჩემს მტერს ყავდეს.




გიგა
15 მაისი 2013 15:38
muradi ხარ თუ ვიღაც ოხერი შეგიძლია უკან გაიკეთო რუსული იარაღი

რედაქტორის რჩევით