როგორ არიან დაცული ჩვენი სამხედროები ავღანეთში
20-05-2013
როგორ არიან დაცული ჩვენი სამხედროები ავღანეთში
13 მაისს ავღანეთში, ჰილმენდის პროვინციაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების 42-ე ბატალიონის დისლოკაციის ადგილს თალიბები განსხვავებული ტაქტიკით დაესხნენ თავს.

თუკი აქამდე, ძირითადად, ქართული სამხედრო კონტინგენტის ქვეით და საავტომობილო პატრულს ესხმოდნენ თავს, ამჯერად კომბინირებული იერიში უშუალოდ ქართველ სამხედროთა ბაზაზე მიიტანეს. ჯერ ბაზის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან რამდენიმე ასეული კგ ასაფეთქებელი ნივთიერებით  დატვირთული ავტომობილი აფეთქდა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ხუთი თალიბი სროლით შეიჭრა ბაზის ტერიტორიაზე.
თავდასხმის ეს ტაქტიკა თალიბებმა უკვე არაერთხელ გამოიყენეს. ამას ადასტურებს მათ
მიერვე ინტერნეტით გავრცელებული ვიდეომასალა, რომელზეც ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმაა გადაღებული.

როგორ არიან დაცული ჩვენი სამხედროები ავღანეთში?
თითოეული სამხედრო მოსამსახურე აღჭურვილია ჯავშანჩაფხუტით და ჯავშანჟილეტით, უკეთიათ სპეციალური დამცველი მუხლებზე და მზისგან დამცავი სათვალე, რომელიც თვალებს იცავს მექანიკური დაზიანებისგანაც.

თუმცა ყველა ეს საშუალება უძლურია, თუკი რამდენიმე ათეულ მეტრში
ნახევარი ტონა ტროტილით დატვირთული სატვირთო ავტომობილი აფეთქდება, როგორც ეს 13 მაისს მოხდა.

ის, რომ ქართველმა სამხედროებმა სროლის მიუხედავად, ბაზის შესასვლელამდე თვითმკვლელის სატვირთო ავტომობილის შეჩერება ვერ შეძლეს, გასაკვირი არ არის, რადგან მათ საშტატო შეიარაღებაში არსებული M4 ავტომატური კარაბინისა თუ "ნეგევის" ტიპის ტყვიამფრქვევის 5,56 მმ კალიბრის ტყვიებს არ გააჩნიათ ასეთი შემაჩერებელი ძალა. GRV ტიპის ტყვიამფრქვევებიდან ნასროლ ბევრად მძლავრ 7,62 მმ კალიბრიან ტყვიებს, სავარაუდოდ, შეეძლოთ თვითმკვლელის სატვირთო ავტომობილის ძრავის მწყობრიდან გამოყვანა და მანქანის შეჩერება.

ავღანეთში ISAF -ის ყველა სამხედრო ბაზა თითქმის ერთნაირი, სტანდარტული თავდაცვის ზღუდეებითაა აღჭურვილი. სხვათა შორის, 42-ე ბატალიონის მებრძოლებმა ავღანეთში წასვლამდე სპეციალური მომზადება გაიარეს რუსთავთან, ალგეთის სამხედრო პოლიგონზე, სადაც სამხედრო ბაზა თავდაცვის სწორედ ისეთი ზღუდეებითაა აღჭურვილი, როგორც ავღანეთში, ასე რომ, სამხედრო ბაზის საკონტროლო გამშვები პუნქტისა და პერიმეტრის დაცვას ქართველი სამხედროები ავღანეთში წასვლამდე ალგეთის პოლიგონსა და გერმანიაში ერთთვიან მოსამზადებელ კურსებზე სწავლობენ.

პატრულირებისას ქართველი სამხედროები, ისევე, როგორც ამერიკელები, MRAP-ის ტიპის ჯავშანმანქანებს იყენებენ. ისინი დაცვის ხარისხით ბევრად აღემატება იმ შეჯავშნულ "ჰამვებს", რომლებითაც ქართველი სამხედროები ერაყში გადაადგილდებოდნენ. MRAP-ების უკეთ ასათვისებლად ამერიკულმა მხარემ საქართველოში ორ ათეულზე მეტი ასეთი ჯავშანმანქანა ჩამოიყვანა. ჩვენი სამხედროები ავღანეთში გამგზავრებამდე სწორედ ამ მანქანებით გადიან მომზადებას.

სანამ ქართველი სამხედროები ავღანურ მიწაზე დარჩებიან, საფრთხე ყოველთვის იარსებებს, თუმცა მეტი წინდახედულება, სიფრთხილე, სიტუაციის ანალიზი და რაც მთავარია, ოპერატიული და სანდო ინფორმაციის მოპოვება მნიშვნელოვნად გაზრდის უსაფრთხოების ხარისხს.
levani
29 მაისი 2013 23:51
7,62 კალიბრის იარაგგი და ვაზნები არსებობს ავგანეტსჰი ცჰვნი ჯარების სჰეიარაგებასჰი ეს იყო უბრალოდ ჯრ დაბომბა არტილერიამ ანი 60იანები ცჰამოყარეს და შემდეგ იმ ბაზიდან ცენტრალური გზა არცისე შორს არის გადმოუხვია სატვირტომ და ინერციიტ გაექანა ბზიზსკნ დზრავა რომც გამოსულიყო მწყობრიდან დაგორებიტ მივიდოდა ბაზის კდლამდე და კიდე დაბომბვის დროს ტაურები რცჰება ადგილზე დანარცჰენი პირ სჰემადგენლობა კი ბინკერსჰი გადადის და დაბომბვის მერე პოზიციას ამაგრებს ეს იყო კარგად სჰემუსჰავებული ტაქტიკა და იქ ვინც არიან მაგ ბიცჰბზ ნუ ყბედობტ არახარტ ნამყოფი და ენა გააჩუმეთ ტქვენ რა გელაპარაკოთ დედიკოს და მამიკოს ბიცჰებო ლომბო თქვნ შემოგვლეტ ტქვნიაირი რიგიტი ვარ გაუდზლიტ ყველაფერი კარგად იქნბა ინტერნეტის სასჰუალბა არის ბიჩო ავგანეტსჰი და ს გვრდი ფაცბოოკზ ამოვარდა ხმა ცჰაიკმინდ ვიგაცა ხარ და საკუტარ საჯდომს მიხდე ტავი არ დაიგუპო
vaso
25 მაისი 2013 03:20
x:ღმერთს ვთხოვ რო შენისთანა ნაბიჭვრები ცოცხლები არ ჩამოვიდნენ ავღანეთიდან!!!
X
23 მაისი 2013 23:32
7,62 მმ უფრო მსხვილი კალიბრის შეიარაღებაც საკმარისად გვაქვს ქართულ კონტიკენტს ავღანეთში. თქვენ წერის აზრზე არა ხართ და არ იცით რა უნდა დაწეროდ და გაზეთის რედაქციას ურჩევ ასეთ დეზინფორმაციას ნუ დაბეჭდავთ თქვენს გაზეთში რადგანაც ჩვენს უკან ვინც ავღანეთში ვართ ოჯახები და ახლობლები დგას და ნუ ანერვიულებთ იმ ხალხს.

რედაქტორის რჩევით