ტრაგედიები კონტინგენტის გაზრდამ გაახშირა
20-05-2013
საზოგადოების დიდ ნაწილს და პოლიტიკოსების უმრავლესობას ავღანეთში გაგზავნილი ქართველი სამხედროების პრობლემები, სამწუხაროდ, მხოლოდ მაშინ თუ ახსენდებათ, როდესაც მათ სამშობლოში ჩამოასვენებენ ხოლმე(!).
არადა, დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი რომ მოიმატებდა, ამას დიდი განსჯა-ანალიზი არ სჭირდებოდა, რადგან 174 კაციდან თითქმის ათჯერ, 1 561 კაცამდე მომატებული ქართული სამხედრო კონტინგენტი, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად გაზრდიდა ტრაგიკული შემთხვევების ალბათობას, მით უმეტეს, ჰილმენდის პროვინციაში, რომელიც ყველაზე საშიშ ადგილად ითვლება არათუ ავღანეთში, არამედ მთლიანად დედამიწაზე.
13 მაისს მომხდარმა ტრაგედიამ ცხადყო,
რომ "თალიბანის" ხელმძღვანელობისთვის ავღანეთში დისლოცირებული ქართული სამხედრო კონტინგენტი ისეთივე #1 მტრად იქცა, როგორიც ამერიკელები და ბრიტანელები არიან, რისი მიზეზიც შეიძლება ისიც იყოს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდი "მაგრად" აპიარებდა ქართული კონტინგენტის გაზრდას ავღანეთში და ISAF-ის შემადგენლობაში NAთO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის რიცხოვნობით პირველ ადგილზე გასვლას.

საინტერესოა, რომ
სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დაწყებული პროცესი, რაც ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის 1 600 კაცამდე გაზრდას ითვალისწინებდა, რეალურად ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, ახალმა მთავრობამ განახორციელა.

თუკი ივანიშვილის მთავრობა მოინდომებდა, შეეძლო ამ პროცესის შეჩერება, მაგრამ, სავარაუდოდ, საერთაშორისო რეაქციასა და პრორუსული მიმართულების აღებაზე "ნაციონალების" მორიგ ბრალდებას მოერიდა.
ამ პოლიტიკურ ინტერესთა ბრძოლის პარალელურად კი ავღანეთში ნამდვილ ბრძოლებში ქართველი ბიჭები იღუპებიან და იჭრებიან.

არავინ ამბობს, რომ პროტესტი გამოვუცხადოთ NATO-ს და ISAF-ის მისიიდან მთლიანად გამოვიყვანოთ ქართული სამხედრო კონტინგენტი. თუმცა თუ არ გვინდა, რომ ტრაგედია გახშირდეს, აუცილებლად უნდა დავიწყოთ ჩვენი კონტინგენტის რიცხოვნობის შემცირება, თუნდაც პირველ ეტაპზე ერთი ბატალიონით (მაგალითად, ხუთი თვის შემდეგ აღარ გავგზავნოთ მეორე ბატალიონი როტაციისთვის). წინააღმდეგ შემთხვევაში, 2014 წლის ბოლომდე, როდესაც ოფიციალურად უნდა დამთავრდეს  ISAF-ის მისია, ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი და ამ პერიოდში თალიბები კიდევ უფრო გააქტიურდებიან.
ზურა
29 მაისი 2013 15:12
ქართველი სამხედროები ავღანეთში იღებენ საბრძოლო გამოცდილებას რაც ძალიან დიდი ალბათობით შეიძლება გამოადგეთ საქართველოში კარგად ვიცით ვის წინააღმდეგ ბრძოლებშიც... კი, სამწუხარო ფაქტია რომ ბიჭები იღუპებიან, მაგრამ სამხედროს მაგისთვისაა რომ უნდა იომოს საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად.
alali
29 მაისი 2013 14:15
ქართული კონტინგენტი ავღანეთში არჩევნების წინ, სექტემბერში გაიზარდა. მთავარი მიზანი იყო მეტი ხმა წამოეღო ნაციონალურ მოძრაობას - 2000-ზე მეტი სამხედრო იმყოფებოდა არჩევნების დროს ავღანეთში.
lela
20 მაისი 2013 19:04
ეს მთავრობა როდის გამოიგვიძებს გმერთმა იცის,არ ეცოდება ქართველი ბიჭები..იქ ჩვენი ბიჭები იგუპებიან აქ გეების პარადი გვაქ..

რედაქტორის რჩევით