აღლუმი ადგილზე... ყველასათვის
27-05-2013
აღლუმი ადგილზე... ყველასათვის
მას შემდეგ, რაც 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება, პირველად ზეიმის აღნიშვნის საშუალება თბილისის გარდა კიდევ 26 ქალაქის მცხოვრებლებს მიეცათ.
მათგან 12 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, თელავში, სენაკში, რუსთავში, ახალციხეში, ოზურგეთში, საჩხერეში, ამბროლაურსა და მესტიაში - ქართული არმიის შეიარაღებაში დღეს არსებულ არსენალს ახლოს, დეტალურად გაეცნენ.

წელს აღლუმის ნაცვლად ზემოთ ჩამოთვლილ ქალაქებში ქართული არმიის სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო.

აღლუმზე სამხედრო ქვედანაყოფების მწყობრით ჩავლაზე უარის თქმის მიზეზი შეიძლება
ისიც იყო, რომ ივანიშვილის მთავრობას არ სურდა, პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ბოლო აღლუმის მიღების საშუალება მიეცა.
თუმცა, მთავარი ის არის, რომ მოსახლეობამ შეძლო დაეთვალიერებინა "დიდგორი", "ლაზიკა" თუ "გრად-კრაზი", რაც გაცილებით საინტერესო გახლდათ, ვიდრე რუსთაველის გამზირზე ჩავლისას მათი შორიდან დანახვა.
სიახლე იყო ისიც, რომ თბილისის მცხოვრებლებსა და სტუმრებს
სამხედრო გამოფენის ხილვა დედაქალაქის ცენტრის - ვარდების მოედნის გარდა, გლდანსა და ვარკეთილშიც შეეძლოთ.
ყველაზე მრავალფეროვანი სამხედრო გამოფენა მაინც ვარდების მოედანზე მოეწყო, თუმცა აქაც აკლდა RM-70 ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, რომელიც ხონში დისლოცირებული მე-2 საარტილერიო ბრიგადის შეიარაღებაშია და ის ქუთაისში, ბათუმში, სენაკსა და ოზურგეთში გამოფინეს.
ქართული ავტომატის G5-ის ხილვა მხოლოდ თბილისში მოწყობილი გამოფენის სტუმრებს შეეძლოთ, რაც ამ საცდელი ავტომატების ნიმუშების სიმცირით იყო განპირობებული.

დამთვალიერებლებს შეეძლოთ, გასცნობოდნენ საქართველოში აწყობილ "დიდგორების" სამ მოდელს, "ლაზიკას", "გრად-კრაზებსა" და სხვადასხვა კალიბრის ნაღმსატყორცნებს.
სპეციალური ოპერაციების ძალებმა საქართველოს ყველა იმ ქალაქში, სადაც სამხედრო გამოფენა მოეწყო, გაგზავნა სამხედროები, რომლებსაც სრული საბრძოლო აღჭურვილობა ეცვათ და საკმაოდ ეფექტურად (სამოქალაქო პირთათვის) გამოიყურებოდნენ.

დამთვალიერებლებს თბილისსა და რუსთავში შეეძლოთ ენახათ ამერიკული მხარის მიერ მოსამზადებლად გადმოცემული ჯავშანმონსტრები - MRAP-ებიც, რომელთა ჯავშანი დღეს ჩვენს ბიჭებს ავღანეთის საშიშ გზებზე იცავს.

მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, ასეთი სამხედრო გამოფენები უფრო საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ერთი და იმავე სცენარით ჩატარებული აღლუმები.
iorkezi
03 ივნისი 2013 02:51
რეზოო ნუ ეფარები მიშკების კუდს უკან გამოდი და კაცურად თქვი მე რადიკალი ნაჩიონალი ვარ! ოო არითმეტიკა თუ იცი სჰენ დასმულ კითხვაზე შენვე გასცემ პასუხს.
giorgi
27 მაისი 2013 23:27
არცერთ ნორმალურ ევროპულ ქვეყანაშI არ ტარდება ისეთი სულელუი აღლუმები როგორიც ჩვენთან ტარდებოდა ! ყველგან გამოფენებია რაც იზიდავს ახალგაზრდობას ჯარში ხოლო მეორე ნაწილი ინტერესდება გახდეს კონსტრუქტორი.ასე ,რომ შესანიშნავი იყო რაც გაკეთდა !
rezo
27 მაისი 2013 13:53
აღლუმის არ ჩატარება იმით იყო განპირობებული რომ ძვირი ჯდებაო და 25 ქალაქში გამოფენის მოწყობა საინტერესოა რა დაჯდა.

რედაქტორის რჩევით