მცოცავი ოკუპაციის მთავარი მიზანი?!
03-06-2013
ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრების თანდათანობით "ჩამოჩოჩებით" მოსკოვი საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების, მათ შორის - თბილისი-გორის ავტომაგისტრალის გაკონტროლებას შეეცდება

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეების მიერ სოფელ დიცთან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საზღვრის 300 მ-ით გადმოწევამ საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია. ვერც საქართველოს ხელისუფლებამ და ვერც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ შესაფერისი პასუხი ვერ გასცეს რუსი მესაზღვრეებისა და ოსი სეპარატისტების მორიგ გამოწვევას.

რა თქმა უნდა, კიდევ 200-300 მეტრით ქართულ მიწაზე შემოჭრა აღმაშფოთებელია, მაგრამ უფრო მეტ აღშფოთებას ის
იწვევს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრების "ჩამოჩოჩების" პროცესი შეიძლება კვლავ გააგრძელონ, რადგან დარწმუნებული არიან, რომ ვერც ოფიციალური თბილისი და მით უმეტეს, ვერც ევროპელი დამკვირვებლები მათ  წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ.

გაცილებით საშიშია საოკუპაციო საზღვრის გადმოწევა ახალგორის რაიონში, სადაც რუსი ოკუპანტების საკონტროლო-გამშვები პუნქტები საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან
სტრატეგიულ ობიექტთან - თბილისი-გორის ავტომაგისტრალთან - ისედაც ძალიან ახლოსაა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსებს უკვე ჰქონდათ გადაკეტილი ეს ავტომაგისტრალი და კარგად გამოჩნდა, რამდენად საშიშია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ეკონომიკისათვის ძირითადი საკომუნიკაციო საშუალების (რკინიგზასთან ერთად) პარალიზება.

უეჭველია, რომ საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში მე-4 რუსული  საოკუპაციო სამხედრო ბაზის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ თბილისი-გორის ავტომაგისტრალისა და სარკინიგზო ხაზის გადაკეტვა იქნება.
თერგდალეული
15 ივნისი 2013 03:16
ვაი შე ბედკრულო საქართველო, მათხოვრად რომ იქეცი ასეთი მთავრობის ხელში!
შენი ე. წ. „საზღვარი„ შენ უნდა დაიცვა ოკუპანტისაგან პირველ რიგში და მერე სხვას, მეგობარს თუ მეზობელს უნდა მიმართო მხარში ამოსადგომად!
მაგრამ ქართული ანდაზა ხომ ამბობს „როგორიც ერი–ისეთი ბერიო!
გამოფხიზლდით ხალხო, რამ გამოგათაყვანათ, მოსთხოვეთ არჩეულ მთავრობას თავისი მოქალაქეების დაცვა!!!
აბა რისთვის ჭამს ბიუჯეტის ფულს მთავრობა? რა ევალება მას, თუ არა ქვეყნის და ხალხის დაცვა?
დააყენეთ სამხედროები ე. წ. „ადმინისტრაციულ საზღვართან„ რომ როცა მოუნდებათ და რამდენი მტრი მიწაც მოეწონებათ, ტორტის ნაჭერივით რომ არ მოაჭრან!
სხვა რა ევალება ჩვენ მთავრობას–გამაგებინეთ, თუ არა ის, რომ დაიცვას ამ სოფლის მცხოვრებთა და ქვეყნის ინტერესები და არა ის, რომ სიტყვების რახა–რუხი მოახდინონ!
სად არის „დემოკრატიის„ ბურჯი–ქვეყნის პრემიერ–მინისტრი და მისი მკაფიო და მტკიცე აზრი რუსეთის ასეთი თავხედური მოქმედებების გამო?
თუ რუსეთიდან მიღებულ დირექტივებში და მითითებებში ამის უფლება მას არ გააჩნია?
თუ ასე წაიყვანა ოცნებამ საქმე, მალე დასავლეთ საქართველოს აფხაზეთს მიუერთებენ,ხოლო აღმოსავლეთს ოსეთს და მშვიდობით საქართველოვ!!!!!
vako
05 ივნისი 2013 15:06
რასაც წერთ,ამდენს ვერ ხვდებიან ეს მაღალჩინოსნები?!თუ არ უნდათ რომ მიხვდნენ?! რუსეთი მართლა გააგრძელებს ჩამოჩოჩებას და მართლაც,რომ ვერავინ შეუშლის ხელს ამის გაკეთებაში,ანუ რა ხდება - ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა რომ ახალი მთავრობა ცდილობს ის დაგროვილი პრობლემები რამენაირად გადაჭრას, სოციალურ პრობლემებზე ვსაუბრობ,რისი დაკვეთაცაა ხალხის მხრიდან და ეს ყბადაღებული "სამართლიანობის აღდგენა",ხალხს და მთავრობას სულ გადაავიწყდა,სამაჩაბლოში არსებული სიტუაცია. ესენეც მკვეთრ განცხადებებს არ აკეთებენ,ანუ რუსებს მწვანეს უნთებენ სათარეშოდ,მოკლედ მაგარ შარში ვართ და ისე არ მოხდეს,სამართლიანობის აღდგენას გადავაყოლოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები,საავტომიბილო მაგისტრალი არის ქვეყნის არტერია ყველანაირი გაგებით, და ეს გიენა რუსეთი ცოცხლად გვჭამს ამ არტერიას რომ კბილს გაკრავს აი მაშინ ვირტყათ თავში ხელი და უიმედოდ შევეგუოთ სიკვდილს, რუსეთის ვასალობას.

რედაქტორის რჩევით