მოსკოვი ბაქოს ომის დაწყებისკენ უბიძგებს?
24-06-2013
მოსკოვი ბაქოს ომის დაწყებისკენ უბიძგებს?
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბულობა არ იკლებს, ამიტომ თითოეული მხარე გაფაციცებით აკვირდება მეორის გაძლიერებას.

ოფიციალური ერევნისათვის, რომელიც სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მთავარი დასაყრდენია, მთლად სასიამოვნო არ უნდა იყოს იმის გაგება, რომ რუსეთმა აზერბაიჯანისთვის თითქმის ერთი მლრდ დოლარის ღირებულების საბრძოლო ტექნიკის მიწოდება დაიწყო.
ამასთან, თუკი თვალს გადავავლებთ მისაწოდებელი რუსული ტექნიკის სახეობებს - ტანკები, "სმერჩები" თუ მოდერნიზებული "ბურატინოები" - ნათელი ხდება, რომ ეს არის შეტევითი ოპერაციების საწარმოებლად  აუცილებელი საშუალებები.

რა გამოდის? რუსეთი, რომელიც
ერთი მხრივ, სომხეთს ძმობას ეფიცება, მის ზურგს უკან თანამედროვე შემტევი შეიარაღებით ამარაგებს მის მთავარ მოწინააღმდეგეს - აზერბაიჯანს!
როდესაც აზერბაიჯანის არმია კიდევ უფრო გაძლიერდება საზღვარგარეთ და უმთავრესად რუსეთში ნაყიდი ტანკებითა თუ არტილერიით, ოფიციალურმა ბაქომ შეიძლება ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საბრძოლო მოქმედებებიც კი დაიწყოს.
თუმცა ყველაფერი არც ასე
მარტივია, რადგან მოსკოვი თითქმის იმავე შეიარაღებას, რასაც ბაქოს მსოფლიო ფასით აწვდის, ერევანს მიზერულ ფასად სთავაზობს ან სულაც - ჩუქნის.

ამით კრემლი იცავს სამხედრო ბალანსს დაპირისპირებულ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რათა საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში არც ერთ მათგანს არ მიეცეს დიდი უპირატესობა. ბრძოლები დროში გაიწელება, რის შემდეგაც "მშვიდობისმყოფელად" ისევ რუსეთი მოევლინება.
არსებობს არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, რომ აზერბაიჯანისთვის შეიარაღების დიდი პარტიების მიყიდვით მოსკოვს სურს, ბაქოს ომის დაწყებისკენ უბიძგოს, რის შემდეგაც ერევანს სრულ პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერას გამოუცხადებს, აზერბაიჯანი კი შეიძლება საქართველოს მსგავს მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს.
bnb
28 ივნისი 2013 06:28
მართალია მარკი: უგზოუკვლო ექსპერტებიო. მოსაბეზრებელია ქართველი ექსპერტების ანდ თუნდაც ჟურნალისთების მიმოხილვა (თანაც ეს ნებისმიერ თემას ეხება თითქმის).

დზალიან პრიმიტიული წარმოდგენაა აქვთ თანამედროვე მსოფლიოზე, "დიდ" სახელმწიფოებზე, და ა.შ. ვერ გაუგიათ რომ მოვლენები 2განზომილებიანის გარდა "ვერტიკაური განზომილებაც აქვთ, და თანაც ბრუნავს ამ 3D სივრცეში".

demna
27 ივნისი 2013 21:29
არ უნდა წამოეგო პროვოკაციას ბაბუუ..
nika
27 ივნისი 2013 12:51
თუ ყარაბაღში ომი დაიწყო რუსეთი მართლაც გამოუცხადებს მხარდაჭერას სომხეთს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აზერები უპირატესობას მოიპოვებენ რაც რეალურია აზერბაიჯანი დღეს დღეისობით ყველაზე ძლიერი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, ყველა ასპექტში. თუ რუსეთი სამხედრო ძალით დაეხმარა, უეჭველად ჩვენს ტერიტორიაზე გაატარებენ ჯარს, ჯერ ერთი მანძილი მოკლეა და მეორეც აზერბაიჯანს ინგუშეთიდან არ შეუტევს ეგ უკვე ღია ომის გამოცხადება იქნება, და უაზრობაა. ჩვენს ტერიტორიაზე თუ გაივლიან კი საჭირო იქნება ცხინვალში მყოფი სამხედრო შემადგენლობის გამოყენება, და საერთო ჯამში ეგეთი ფაქტი თუ მოხდა ჩვენც ომში უნდა ჩავებათ. ჩვენ თუ ჩავებით ეგ იქნება მთელი კავკასიისთვის, ამბოხებულების ჩეჩნების, ინგუშების და ა.შ მოტივი რომ გააქტიურდნენ და ბოლოში მიიღება ერთი დიდი ბარდაგი, სადაც ან რუსეთი უტირებს დედას კავკასიას, ან კიდე რუსეთს ეტირება დედა, ეს უფრო რეალისტურია რადგან ამხელა მასშტაბის საომარი რესურსი შეიძლება აქვს მაგრამ ვერ გაძლებს დიდი ხანი. ამ მარტივ მსჯელობას რუსებიც ახერხებენ ალბათ, ამიტომ ნაღდად არ აწყობთ ომის დაწყება ყარაბაღში. მაშინ გიუმრის ბაზა სამხედრო მეგაპოლისად უნდა აქციონ, იარაღით უნდა გაძეძგონ რომ იქიდან მოახდინონ შესაძლო ომის დაბალანსება, ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა, ამიტომ უაზრობაა დღეს ან ხვალ თქვა რომ აზერები ყარაბაღისთვის ომს დაიწყებენ და არც ღირს მაგაზე დიდი აჟიოტაჟის ატეხა.

რედაქტორის რჩევით