08-07-2013
ოფიციალური რომი, პარიზი, ბერლინი, ათენი და ვილნიუსიც კი ვაშინგტონს სთხოვენ განმარტებას იმის თაობაზე, რატომ უსმენდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ამ ქვეყნების მთავრობებს.ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის განხეთქილება ამერიკული სპეცსამსახურის უკვე ყოფილმა აგენტმა ედვარდ სნოუდენმა შეიტანა, როდესაც მასმედიის წარმომადგენლებს საიდუმლო დოკუმენტების შინაარსი გაუმხილა. სნოუდენის მტკიცებით, აშშ-ის სპეცსამსახურები და მათ შორის - ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო - NSA - წლების განმავლობაში უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ ევროპის პარტნიორი ქვეყნების დიპლომატებს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების