სომხეთი "მილანებით" შეიარაღდა
15-07-2013
სომხეთი "მილანებით" შეიარაღდა
აზერბაიჯანის რუსულ T-90C  ტანკებს სომხები ფრანგულ-გერმანული MILAN-ებით ააფეთქებენ?!

სამხრეთ კავკასიაში შეიარაღების იმპორტთან დაკავშირებული მორიგი საერთაშორისო სკანდალი იწყება, რომელშიც შეიძლება NATO-ს წევრი ქვეყნებიც არიან ჩარეული.

საქმე ის არის, რომ 1-ელ ივლისს სომხურმა სამხედრო ინტერნეტსაიტმა ღაზმ.ინფო-მ გაავრცელა ფოტოსურათი, რომელზეც გამოსახული არიან სომხეთის არმიის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის ფრანგულ-გერმანული წარმოების ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი  MILAN-იც. ოფიციალურმა ბაქომ არ დაახანა და საფრანგეთისა და გერმანიის საელჩოებს აზერბაიჯანში მოსთხოვა, პასუხი გაეცათ თუ როგორ აღმოჩნდა ამ ქვეყნების
ერთობლივად წარმოებული საბრძოლო საშუალებები სომხეთის არმიის შეიარაღებაში.

ბაქოს პროტესტი საფუძვლიანია, რადგან საფრანგეთისა და გერმანიის ხელისუფალთ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაცხადებული აქვთ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო შეიარაღებასა და საბრძოლო ტექნიკას არავითარ შემთხვევაში არ მიჰყიდიან დაპირისპირებულ მხარეებს - სომხეთსა და აზერბაიჯანს.

MILAN-ი (მსუბუქი ქვეითთა ტანკსაწინააღმდეგო
რაკეტა) გერმანიისა და საფრანგეთის არმიებმა შეიარაღებაში ჯერ კიდევ 1972 წელს მიიღეს. 1993 წლიდან აწარმოებენ მის გაუმჯობესებულ ვარიანტ MILAN2თ-ს, რომელიც 37კგ-ს იწონის (თავად რაკეტის მასა 6,6კგ-ია), და 25-დან 2000-მდე დისტანციაზე 880მმ სისქის მონოლითური ფოლადის ჯავშნის გარღვევა შეუძლია.

თუკი სომხეთმა მართლაც იყიდა "მილანის" ეს მოდიფიკაციები, გასაგები ხდება სომეხი გენერლების სურვილი, აზერბაიჯანის მიერ ამას წინათ შეძენილი თანამედროვე რუსული თ-90-ის ტიპის ტანკებს ბევრად მძლავრი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები დაუპირისპირონ.

აქამდე "მილანების" ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსები ოფიციალურად შემდეგი ქვეყნების არმიების შეიარაღებაში ირიცხებოდა: საფრანგეთი (1440 ერთეული "მილანის" დანადგარი), გერმანია (1648), ესპანეთი (442), იტალია (1000), ბელგია და დიდი ბრიტანეთი.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყანა NATO-ს წევრია და თუკი რომელიმე მათგანმა მართლაც მიჰყიდა "მილანები" სომხეთს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დიდ სკანდალში გაეხვევა.

თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 1985 წლიდან "მილანებს" ლიცენზიით ინდოეთიც აწარმოებს და სულაც არ არის გამორიცხული, სომხეთში გამოჩენილი ეს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები სულაც ინდური იყოს.
giorgi
19 ივლისი 2013 00:26
სრულიად ვეთანხმები დავითს, სომხები ჩვენზე ბევრად წარმატებულები არიან პოლიტიკაშიც და სამხედრო სფეროშიც, მიუხედავად იმისა რომ ჩვენზე გაცილებიც ცუდი პირობები აქვთ ამისთვის, სომხეთს უნდა მივბაძოთ და მაგალითი უნდა გადავიღოთ მათგან, ისტორიული ფაქტი ის არის რომ საქართველოში ნამდვილი პოლიტიკოსების ნაკლებობაა, ყარაბახის გამო მარტო თურქეთთან, აზერბაიჯანთან და პაკისტანთან აქვთ ცუდი ურთიერთობა, ირანიც კარგ მეზობლობას უწევს და თავიანთი ჭკვიანური პოლიტიკით ჩვენც, იდეალური ურთიერთობები აქვთ ნატოსთანაც და რუსეთთანაც, მაინცდამაინც არ მიყვარს სომხეთი მარა ვაფასებ იმის გამო რომ გაწონასწორებული და ჭკვიანური პოლიტიკა აქვთ.
daviti
18 ივლისი 2013 05:00
აი ზუსტად მაგიტომაც შეძლენ სომხებმა ის, რომ მეზობელი ქვეყნის ტერიტორია სამხედრო ძალის გამოყენებით დაიპყრეს და პოლიტიკურადაც გაამაგრეს კიდეც, რადგან აზერბაიჯანის და თურქეთის გარდა არცერთი ქვეყანა პროტესტს არ უცხადებს ამის გამო....თურმე პოლიტიკურად უვიცები არიან სომხები..სასაცილოა "მეგზურის" დასკვნები. სომხების შედეგებია სახეზე. სამწუხაროდ ქართველებისაც :((( ვკარგავთ და ვკარგავთ ტერიტორიებს...სამაგიეროდ "პოლიტიკურად ბრძენები" ვართ...აი შენმა მზემ რა...სომხები რომ "ნაგლი ნაროდია" და სხვისი თუ რამე ცუდად დევს მაგის "დათრევას" რომ ეცდებიან ეგ ხო გასაგებია, მაგრამ ჩვენზე ნიჭიერებია და ჩვენზე ბევრად უფრო ცუდი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური წინაპირობების მიუხედავად ჩვენ გვაჯობეს! ასე რომ ჩვენ ჩვენი საქმეები მოვაგვაროთ და სომხებს ნუ ვეპოტინებით, თორემ ჩვენზე ძლიერი ჯარიც ყავთ და ჩვენზე მაგრებიც არიან და ვაღიაროთ და ჭკუიტ ვიყოთ, სანამ სამხრეთ საქართველოც არ გადავაბარეთ სასომხეთს!
megzuri
16 ივლისი 2013 02:40
ისტორიული ფაქტია... სომხებში არ არსებობდნენ მაღალი
რანგის პოლიტიკოსები. აქედან გამომდინარე არ გიკვირდეთ ის
შეცდომები რაც მოუვიდათ.
სომხებს მიაჩნიათ რომ, სადაც დასახლდებიან იქ სომხეთია.
ასე მოხდა კარაბახის საკითხშიც. ეხლა იმდენად აქვთ შეტოპილი რომ, მათ რუსებიც კი ვერ უშველიან, რადგან ვერც ერთ მეზობელთან ვერ პოულობენ საერთო ენას და პოლიტიკური
უცოდინრობის გამო კიდევ დიდი ხანი ვერ დაიძვრებიან წინ.
ერთად ერთი სწორი გამოსავალი მათი კარაბახიდან გასვლაა,
თანაც დიდი ბოდიშების მოხდით, სხვა გვარად დამარცხება
გარდაუვალია.

რედაქტორის რჩევით