ახალი ფორმა ძველი კამუფლირებით
22-07-2013
თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებულ ძალებში ახალი საველე ფორმის შემოღებას აპირებს. თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას თქმით, დღევანდელი ფორმა არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს და საჭიროა ახლის შეკერვა.

ცნობისთვის: ის კამუფლირებული საველე ფორმა, რომელიც დღეს ქართულ არმიას აცვია, აგვისტოს ომის შემდეგ, ახალაიას მინისტრობისას შემოიღეს და პიარიც გაუკეთეს.

2008 წლის აგვისტოს ომამდე ქართული არმია კეზერაშვილმა იმ სახის კამუფლირებულ საველე ფორმაში გამოაწყო, რომლის მსგავსიც ამერიკელ სამხედროებს ეცვათ. აგვისტოს ომის დროს გორსა და სენაკში რუს ოკუპანტებს ამ ფორმის
დიდი მარაგი ჩაუვარდა ხელთ, რაც შეიძლება ომის შემდგომ ახალ კამუფლირებულ ფორმაზე გადასვლის ერთ-ერთი მიზეზიც გამხდარიყო.

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას მიაჩნია, რომ ავღანეთში ქართულ კონტინგენტს აბსოლუტურად სხვა ფორმა უნდა ეცვას, ვიდრე საქართველოში.
ახალი ფორმა, სავარაუდოდ, იმავე კამუფლაჟს შეინარჩუნებს, თუმცა გაუმჯობესდება ქსოვილის ხარისხი.

rati
30 ივლისი 2013 23:55
როცა არ იცი რა სიტუაციაა ნუ გამოიჩენთ თავს თქვენი კომენტარებით, ნაგავია ის ფორმა რომელიც შეიარაღებულ ძალებს აცვია დღეს და ახალაიას ეს ფეხებზე ეკიდა მივესალმები ახალი მინისტრის ახალ ხედვას.კედევ ბევრი რამაა შესაცვლელი შეიარაღებულ ძალებში
s.os
23 ივლისი 2013 15:24
tu igive kamufliajs vinarchunebt ra azri aqvs im arguments rusebs ramdeni forma chauvarda xelshi agvistoshi?..da tyuli fuli yraa raa

რედაქტორის რჩევით