სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს
26-08-2013
გაეროს ქიმიური იარაღის ექსპერტები ცდილობენ, გაარკვიონ, რომელმა დაპირისპირებულმა მხარემ გამოიყენა მომწამვლელი აირები დედაქალაქ დამასკოს გარეუბანში, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა, სავარაუდოდ, საბრძოლო ნერვულ-პარალიტიკურმა აირმა, "ზარინმა" გამოიწვია, რომელიც ნამდვილად არის სირიის არმიის შეიარაღებაში, თუმცა დაბეჯითებით იმის მტკიცება, რომ ბავშვები და ქალები სწორედ პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლებამ მოწამლა, არ შეიძლება. 21 აგვისტოს, გამთენიისას, დამასკოს შემოგარენში მძინარე მოსახლეობას სულის ხუთვა დაეწყო.

პანიკაში მყოფი ხალხი თავის გადასარჩენად სარდაფებში ჩავიდა, როგორც ამას
დაბომბვების დროს აკეთებდა, თუმცა ეს ბევრისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, რადგან სარდაფებში მხუთავი აირი სწრაფად დაგროვდა. გადარჩნენ ისინი, ვინც ინსტინქტურად შენობის სახურავზე ავიდნენ და შედარებით სუფთა ჰაერი ჩაისუნთქეს. ამ დროს დამასკოში უკვე იმყოფებოდა გაეროს ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც უნდა დაედგინა, აქამდე გამოიყენეს თუ არა სირიაში ქიმიური იარაღი, ამიტომ
საეჭვოა, პრეზიდენტ ასადის ხელისუფლებას მათ თვალწინ ასეთი სისასტიკე ჩაედინა. უფრო სავარაუდოა, რომ ეს საშინელი პროვოკაცია იმ ძალამ მოაწყო, რომელსაც სურს, აიძულოს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა, აასრულოს თავისი მუქარა, რომ თუკი ბაშარ ასადის რეჟიმი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, აშშ მის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერევა...

გიგა
28 აგვისტო 2013 23:31
მთავარია რუსეთმა დაკარგოს სირიის ნავთონ რესურსები! ე.ი. ფული

სინამდვილეში ნატოს შეჭრა სირიაში რუსეთზე დარტყმაა!

სირიის მერე ირანს, შემდეგ კი რუსეთს მოეღება ბოლო!
Jondi
28 აგვისტო 2013 00:03
soso lechxumeli და პალიტრა,

ღრმა მწუხარებით მინდა გაცნობოთ რომ ობამამ გადაწვიტა ასადის ჯარებზე საჰარე თავდასხმა. new york times ის მიხედვით რომელიც პენტანგონის ინფორმაციას ეყრდნობა, სულ ახლახანს განაცხადა რომ ჯერჯერობით შეარჩიეს 50 სამიზნე რომლებიც წარმოადგენს სამხედრო ბაზებს. მიმდინარეობს სამიზნე სიების დაზუსტება. დიდი ალბათOბით უახლოეს დღეებში თუ არა საათებში დაარტყამენ. მიზანი იმ სამხედრო ტექნიკის განადგურებაა რომლებსაც შეუძლიათ ქიმიური შეტევის ხელახლა განმეორება. დეტალებს არ აზუსტებენ მაგრამ სავარაუდოთ Tomahawk-ს ტიპის რაკეტებს დასცხებენ ხმელთაშუა ზვაში მყოფი გემებინდან ან წყალქვეშა ნავებიდან.

ის დროა სამძიმრის დეპეშას ამზადებდეთ ასადის ოჯახისთვის გასაგზავნად.

წინასწარ გისამძიმრებთ ასადის გარდაცვალებას.

პ.ს. სირცხვილია, მთელი მსოფლიო ასადის გინებაშია ქიმიური იარაღის გამოყენების გამო და პუტინი, აჰმადინეჯადი და კვირის პალიტრა ასადს იცავს...ალბათ კადაფიც იცავს საიქიდოან.
Jondi
27 აგვისტო 2013 17:50
soso lechxumeli,

მცდარია იმის თქმა რომ თითქოს ასადს იქ ალქაიდა და სხვა ტერორისტები აუჯანყდა! ზუსტად ესე იძახოდა კადაფი რომ დასავლეთის რისხვა აეცილებინა თავიდან. ეხლა სირიაში ისეთი ქაოსია რათქმაუნდა ძაღლი და კატა იქეთ მიიწეს ძალაუფლებისთვის და მითუმეტეს ალქაიდაც მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ალქაიდა ებრძვის ასადს.

ერთი ფაქტი, ბაშარ ასადი, სირიის ეხლანდელი პრეზიდენტი არის სირიის წინა პრეზიდენტის შვილი, ჰაფეზ ალ ასადი რომელიც სირიას მართავდა 1971-20000 წლამდე(30 წელი!, და იყო სხვათაშორის რუსეთში გაქვრთნილი მფრინავი, და კომუნისტების ხელისკაცი) ბასარი მაშინ სწავლობდა ლონდონში როდესაც მამამისი ინფარქტით გარდაიცვალა და მოუხმეს შვილს მამის პოსტის დასაკავებლად. ანუ მამა შვილი საერთო ჯამში ქვექანას მართავდა 44 წელი! რომელი უფრო რეალურია რომ ალქაიდა აუჯანყდა ასადს თუ ხალხი რომელსაც ყელში ამოუვიდა ასადების 44 წლიანი მეფობა! თუ უფრო დეტალები გინდა მოგიყვან ჰაფეზ ალ ასადის მიერ ჩატარებულ სადამჯელო ოპერაციებს რომლებმაც მთელი სოფლები გაჟლიტა, ეს ხალხს არ დავიწყებია და როდესაც დაიწყო არაბული აჯანყებების სერიები ამათმაც ამოიღეს ხმა. ამ ხახლს აჯანყებს არა ამერიკა და დასავლეთი არამედ უსამართლობა და სიღარიბე!

პ.ს. ცინიზმია ასადს უწოდო ტიპიური დასავლური ლიდერი, რომელი დასავლურმა ლიდერმა თავისი მშვიდობიანი მოსახლეობა ქიმიური იარაღით ერთი შემახსენე...

რედაქტორის რჩევით