სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს - კვირის პალიტრა

სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს

გაეროს ქიმიური იარაღის ექსპერტები ცდილობენ, გაარკვიონ, რომელმა დაპირისპირებულმა მხარემ გამოიყენა მომწამვლელი აირები დედაქალაქ დამასკოს გარეუბანში, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა, სავარაუდოდ, საბრძოლო ნერვულ-პარალიტიკურმა აირმა, "ზარინმა" გამოიწვია, რომელიც ნამდვილად არის სირიის არმიის შეიარაღებაში, თუმცა დაბეჯითებით იმის მტკიცება, რომ ბავშვები და ქალები სწორედ პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლებამ მოწამლა, არ შეიძლება. 21 აგვისტოს, გამთენიისას, დამასკოს შემოგარენში მძინარე მოსახლეობას სულის ხუთვა დაეწყო.

პანიკაში მყოფი ხალხი თავის გადასარჩენად სარდაფებში ჩავიდა, როგორც ამას დაბომბვების დროს აკეთებდა, თუმცა ეს ბევრისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, რადგან სარდაფებში მხუთავი აირი სწრაფად დაგროვდა. გადარჩნენ ისინი, ვინც ინსტინქტურად შენობის სახურავზე ავიდნენ და შედარებით სუფთა ჰაერი ჩაისუნთქეს. ამ დროს დამასკოში უკვე იმყოფებოდა გაეროს ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც უნდა დაედგინა, აქამდე გამოიყენეს თუ არა სირიაში ქიმიური იარაღი, ამიტომ საეჭვოა, პრეზიდენტ ასადის ხელისუფლებას მათ თვალწინ ასეთი სისასტიკე ჩაედინა. უფრო სავარაუდოა, რომ ეს საშინელი პროვოკაცია იმ ძალამ მოაწყო, რომელსაც სურს, აიძულოს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა, აასრულოს თავისი მუქარა, რომ თუკი ბაშარ ასადის რეჟიმი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, აშშ მის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერევა...