900-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული...
26-08-2013
900-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული...
საქართველოს მოსახლეობამ, განურჩევლად ეროვნებისა, ბოლო 21 წლის განმავლობაში თავის თავზე არაერთხელ იწვნია ომის საშინელება.

ომში ადამიანები - მებრძოლებიც და მშვიდობიანი მოსახლეობაც - სახიჩრდებიან, იღუპებიან, უგზო-უკვლოდ იკარგებიან, ლტოლვილებად იქცევიან.

გამონაკლისი არც აფხაზეთის ომი ყოფილა. 13-თვიანი და 13-დღიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგად 900-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა და ახლაც, ომის 21-ე წლისთავზე, მათი ბედი კვლავ გაურკვეველია.
ეს, ცოტა არ იყოს, გასაკვირია, რადგან ვიეტნამის 10-წლიან ომში ამერიკელებმა უგზო-უკვლოდ მხოლოდ 1700-მდე ადამიანი დაკარგეს, ავღანეთის 9-წლიანი ომის
შემდეგ კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად 300-მდე საბჭოთა სამხედრო ითვლებოდა.

მაშ, რატომ უნდა დაკარგულიყო აფხაზეთის ომის შედეგად 900-ზე მეტი ქართველი სამხედრო და მშვიდობიანი მოსახლე, მით უფრო, რომ საბრძოლო მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა?
ამის მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ აფხაზეთის ომში არ იყო დაცული სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო
პირთა უფლებები, როგორც ამას ომის საერთაშორისო კანონები მოითხოვს. ტყვეებსაც და მშვიდობიან მოსახლეობასაც მასობრივად ხვრეტდნენ, განსაკუთრებით - გაგრის დაცემის, სოხუმის დატოვებისა თუ სოფელ ახალდაბის გადაწვის დროს.

აფხაზი სეპარატისტებისა და მათი მხარდამჭერი რუსი და ჩრდილოკავკასიელი დაქირავებული მებრძოლების ჩადენილ ამ საშინელებებზე საერთაშორისო საზოგადოებას დღემდე რეაგირება არ მოუხდენია. სწორედ ეს გახდა 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში ქართველი მოსახლეობის გენოციდის მიზეზი.
აფხაზეთის ომში ტყვეები ქართული შეიარაღებული ფორმირებების მებრძოლებსაც დაუხვრეტიათ, თუმცა უფრო ნაკლები - აფხაზები მხოლოდ 139 უგზო-უკვლოდ დაკარგულს ეძებენ.

სამწუხაროა, რომ აფხაზეთის ომის დასრულებიდან ორი ათეული წლის შემდეგაც ამდენი უგზო-უკვლოდ დაკარგული გვყავს, რომელთა ახლობლები მათი ამბის გაგებას დღემდე ელიან.
დაინტერესებულ მკითხველს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" 30 აგვისტოს ნომერში შეუძლია გაეცნოს ინფორმაციას აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესისა და მასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ.
lasha
15 ოქტომბერი 2013 21:50
სისიხლიტ უნდა ზგჰონ
joni
11 სექტემბერი 2013 20:45
საკარტველოს კარგი დზლიერი და ნიჩიერი მეტაური ჩირდება დროა ალასანიას გაპრემიერებაზე ვიფიკროტ არადა სამეგრელოсაც ვკარგავტ და ვიცე პრემიერი სერგეენკო საკარტველოს პატრიოტი დანარცჰენები მარტო ფულზე ფიკრობენ ხალხი არც აინტერესებტ მაგატიდევიზია სანმ ვარტდა დროა სასჰოვარი ვიშოვოტო........ხალხს და საკარტველოს СМУТЫ MIXEDAVENO დროახ ალხნო უსჰველოტ ერს და საკარტველოს!!!!!!!!!!!!!
ჭაბუკი
27 აგვისტო 2013 08:24
ძმა მყავს აფხაზეთის ომში დაკარგული 20 წლის გამავლობაში არანაირი ინორმაცია არ მიგვიღია ვიყავი ქუთაისში წითელი ჯვრის ოფისში და აგერ უკვე რამდენი ხანია ველოდები და არანაირი პასუხი არაა ისე ჩვენ ქვეყანაში ისეთ ,,ყურადღებას ;;აქცევენ ომის მონაწილეებსა და დაღუპულებს სამშობლოს დაცვა კიარა გაყიდვა უფრო მოგინდება არცერთი მთავრობა არ უდგებოდა სიყვარულით ამ ხალხს.

რედაქტორის რჩევით