ალიანსი სწრაფი რეაგირებისკენ გვიხმობს?!
07-10-2013
ალიანსი სწრაფი რეაგირებისკენ გვიხმობს?!
საქართველო 2015 წელს შეიძლება NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების წევრი გახდეს. ამისთვის, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით უკვე დაიწყო მზადება ქართული არმიის ერთმა ასეულმა.
რას წარმოადგენს NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები და რამდენად შეუძლია დადებითი ძვრები მოახდინოს საქართველოს რთულ დღევანდელ და ხვალინდელ ცხოვრებაში?

ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალები უფრო ზუსტად იშიფრება როგორც NATO-ს რეაგირების ძალები (NATO Response Force), იგი ალიანსის შემადგენლობაში შედარებით ახალი სტრუქტურაა, თუმცა მისი წინამორბედი - NATO-ს მობილური ძალების სარდლობა ჯერ
კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლების დამდეგს შეიქმნა.
60-იან წლებში NATO-ს ხელმძღვანელობა შიშობდა, რომ ალიანსის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე არასაკმარისი ძალა ჰყავდა საბჭოთა სატანკო არმადების შესაძლო შეტევის მოსაგერიებლად და ამიტომაც მობილური ძალების სარდლობას ოპერატიულად უნდა გადაესროლა დამატებითი საბრძოლო დანაყოფები ჩრდილოეთით - ნორვეგიაში თუ სამხრეთით - თურქეთში.

"ცივი ომის" დამთავრების შემდეგ NATO-ს მობილური ძალების სარდლობას ორჯერ მოუხდა მოქმედება - 1995 წელს ბოსნია-ჰერცეგოვინაში IFOღ-ის და 1999 წელს კოსოვოში  KFOღ-ის მისიების შექმნისას, როდესაც ალიანსის სწრაფი რეაგირების კორპუსმა პირველი ეშელონის ძალების ფუნქცია შეასრულა.
NATOს მობილური ძალების სარდლობა 2002 წელს გაუქმდა და 2003 წელს ბრიუსელში ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა თათბირზე შეიქმნა NATO-ს რეაგირების ძალები - NRF.

2004 წელს NRF-ის რიცხოვნობა 17 ათას კაცს შეადგენდა, ორი წლის შემდეგ კი 25 ათასამდე გაიზარდა. NღF შედგება სამი ორგანიზაციული ერთეულისგან: მმართველობა, დაუყოვნებელი მოქმედების ძალები 13 ათასი კაცის შემადგენლობით და რეაგირების ძალების რეზერვი, რომელმაც საჭიროების შემთხვევაში დახმარება უნდა გაუწიოს კონფლიქტის ზონაში გადასროლილ დაუყოვნებელი მოქმედების ძალებს.

NRF-ის დაკომპლექტება როტაციის პრინციპით ხდება. ალიანსის წევრი ქვეყნები ყოველ ექვს თვეში გამოყოფენ დანაყოფებს თავიანთი სახმელეთო, საჰაერო  და საზღვაო ძალებიდან NRF-ის რიგების შესავსებად. დაუყოვნებელი მოქმედების ძალებში შედის სახმელეთო კომპონენტი ერთი ბრიგადის შემადგენლობით (თავად ბრიგადა შედგება სამი ტაქტიკური ჯგუფისგან და ლოგისტიკის დანაყოფისგან); საზღვაო კომპონენტი, რომელშიც გაერთიანებულია ალიანსის სამხედრო-საზღვაო ჯგუფები ატლანტის ოკეანესა და ხმელთაშუა ზღვაში, ასევე მუდმივმოქმედი ნაღმსაწინააღმდეგო ჯგუფები, საბრძოლო ავიაციისა და მისი უზრუნველყოფის კომპონენტი; სპეციალური დანიშნულების ჯარები და მასობრივი განადგურების იარაღისგან თავდაცვის ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფი.
NRF-ის შემადგენლობაში ალიანსის წევრი ქვეყნების გარდა მონაწილეობა NATO-ს პარტნიორ ქვეყნებს შეუძლიათ. მაგალითად, NRF-ის რიგებში უკრაინა ჯერ კიდევ სამი წლის წინ მიიწვიეს, ამიტომაც განსაკუთრებული იმაში, რომ მალე ალიანსის რეაგირების ძალებში ქართველი სამხედროებიც შეიძლება ვიხილოთ, არაფერია.

NATO-ს რეაგირების ძალების ამოცანაა წევრი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ძალის დემონსტრირება, მშვიდობის უზრუნველყოფა რეგიონში, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დაცვა, სტიქიური უბედურების დროს დახმარების აღმოჩენა.

შექმნიდან დღემდე NRF-მ შემდეგი ოპერაციები ჩაატარა: 2004 წელს ათენში ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოებას იცავდა; 2004 წელს ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე სიმშვიდეს უზრუნველყოფდა; 2005 წელს აშშ-ში ქარიშხალ "კატრინას" დროს ევროპიდან დახმარება, ხოლო 2005-06 წწ-ში პაკისტანში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ 3500 ტონა საჭირო ტვირთი ოპერატიულად ჩაიტანა.

NATO-ს რეაგირების ძალებს შეიძლება თავისი მოქმედების სია ღირსეულად გაეგრძელებინათ, 2008 წლის აგვისტოში რუსული სამხედრო აგრესიის საპირისპიროდ საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ბრძანება რომ მიეღოთ, თუმცა ასე არ მოხდა...
Und
19 ოქტომბერი 2013 15:34
Bolos magrad Gadaobs :D
ედვარდი
08 ოქტომბერი 2013 06:46
მინდა ვიცოდე როგორ ჩავაბარებ აი ამ ნატოს ეგიდით შექმნილ ჯარში.

რედაქტორის რჩევით