სომხეთი აზერბაიჯანს აფრთხილებს...
07-10-2013
სომხეთი აზერბაიჯანს აფრთხილებს...
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ერევანი ბაქოს ქვეყნის ტერიტორიის კიდევ 25-30%-ის ჩამოჭრით დაემუქრა

"თუკი აზერბაიჯანი სამხედრო მოქმედებებს დაიწყებს, მაშინ სომხეთი თავისი შესაძლებლობების ფარგლებში დაიცავს მთიან ყარაბაღს. დარწმუნებული ვარ, ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში აზერბაიჯანი მისი ტერიტორიის 25-30%-ის ოკუპაციაზე დაიწყებს ჩივილს..." - მთელი ევროპის გასაგონად სტრასბურგში განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა.

ამით სომხეთის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ ოფიციალურად განაცხადა, რომ ამ ქვეყნის არმია მხარს დაუჭერს მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკას. სხვათა შორის, ყარაბაღის დამოუკიდებლობა დღემდე
არც სომხეთს უღიარებია, რადგან ერევანში ხვდებიან, რომ ამით ხელს შეუწყობენ ბაქოს, დაიწყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აქტიური საბრძოლო მოქმედებები.
ომი მთიან ყარაბაღში 1994 წლის მაისში შეწყდა, რის შემდეგ ოფიციალური ბაქო ვეღარ აკონტროლებს არა მარტო ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს, არამედ აზერბაიჯანის ტერიტორიის იმ ნაწილსაც, რომელიც
თვითაღიარებულ მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.

აზერბაიჯანი დღეს თავისი ტერიტორიის 20%-ზე მეტს ვერ აკონტროლებს და მეზობელი სომხეთის პრეზიდენტის დანაქადი, რომ ომის განახლების შემთხვევაში აზერბაიჯანი კიდევ დაკარგავს ტერიტორიების 25-30%-ს, ოფიციალური ბაქოსთვის ძალზე გამაღიზიანებელი უნდა გამხდარიყო.
ამჟამად აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს (70 ათასზე მეტი სამხედრო), რომელშიც მარტო 25 მოტომსროლელი ბრიგადაა (შედარებისთვის: ქართული არმიის განკარგულებაში მხოლოდ ხუთი ბრიგადაა და ისიც ქვეითი და არა - მოტომსროლელი). ასევე ყველაზე მეტი ჰყავს ტანკი (მათ შორის 100-მდე თანამედროვე რუსული T-90C), თვითმფრინავი და საბრძოლო შვეულმფრენი (სხვადასხვა მოდიფიკაციის 70-ზე მეტი Ми-24-ი).

მიუხედავად ასეთი უპირატესობისა, ომის განახლების შემთხვევაში ბაქოს მოუწევს, ანგარიში გაუწიოს იმ სამხედრო ძალას, რომელიც თვითაღიარებულ მთიან ყარაბაღშია თავმოყრილი და არ არის ზუსტად აღრიცხული არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.

მიახლოებითი მონაცემების თანახმად, თვითაღიარებულ მთიან ყარაბაღში შეიძლება იყოს 170-დან 370-მდე ტანკი, 250-დან 325-მდე ჯავშანმანქანა, 300-მდე საარტილერიო დანადგარი.
თუკი ამას დაემატება სომხეთის რესპუბლიკის ოფიციალურად გაცხადებული შეიარაღებაც: 110 ტანკი, 140 ერთეულამდე ჯავშანმანქანა, ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსები - "ელბრუსი" და "ტოჩკა", 200-ზე მეტი სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო სისტემები და 15 მოიერიშე თვითმფრინავი, მაშინ ეს სამხედრო ძალა აზერბაიჯანულ არმიაზე უფრო ძლიერიც შეიძლება აღმოჩნდეს.
ოფიციალურ ბაქოს ასევე მოუწევს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ფაქტორის გათვალისწინება - სომხეთ-რუსეთის სტრატეგიული თანამშრომლობა და მათ შორის დადებული ხელშეკრულებები ომის შემთხვევაში ურთიერთდახმარების შესახებ. სომხეთში დისლოცირებული გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობა (ხუთი ათას კაცამდე) და შეიარაღება შეიძლება ძალზე მცირერიცხოვანიც გამოჩნდეს შესაძლო მომავალ ომში, მაგრამ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერა სომხეთს აზერბაიჯანთან დაპირისპირებაში მნიშვნელოვან ფორას მისცემს.

თავის მხრივ აზერბაიჯანსაც აქვს დადებული ურთიერთდახმარების ხელშეკრულება თურქეთთან, თუმცა ძნელი სათქმელია, გაბედავს თუ არა NATO-ს წევრი ეს ქვეყანა, აშკარა სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს ბაქოს.

P.S. მთიან ყარაბაღში და შესაბამისად, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარე აუცილებლად ეცდება, მწყობრიდან გამოიყვანოს სტრატეგიული დანიშნულების ნავთობ და გაზსადენები, რომლებიც გადის როგორც აზერბაიჯანის, ისე საქართველოს ტერიტორიაზე, რაც დასავლეთის მკვეთრად უარყოფით რეაქციას გამოიწვევს. შეიძლება ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც დასავლეთში არ სურთ ყარაბაღის ომის განახლება.
kaxa
17 ოქტომბერი 2013 09:02
ჯარის სიმრავლე არ არის მთავარი,მთავარია როგორ პროფესიონალურად გყავს გაწვრთნილი და მოტივირებული...კიდე ის რომ სომხები და აზერბაიჯანელები ჩვენ ვერ გვაჯობებენ ომის შემთხვევაში რათქმაუნდა თუ იქნება ქვეყანაში ერთიანობა და ყველა პატრიოტი დადგება თავის სამშობლოს გვერდით...ისე ისტორიული ჰერეთი დასაბრუნებელი გვაქვს და აზერებს მოუწევთ ჩვენი ტერიტორიის ნებით დათმობა არადა გადავუვლით...სომხებს რაც შეეხება ეს ეროვნება მარადჟამ საქართველოს მტერი და ძირის გამომთხრელი რაც აფხაზეთის ომშიც გამოჩნდა
tamaz
09 ოქტომბერი 2013 18:31
რა ტანკი, რის ქვემეხი, რუსეთის ფაქტორია მთავარი, თორემ რუსების დახმარების გარეშე სომხები 1 კვირაც რომ ვერ გაუძლებენ აზერებს, რად უნდა ბევრი ლაპარაკი?
ilia telavi
08 ოქტომბერი 2013 21:50
eex.. vai rom gagvichirdeba!chven funqcia dakarguli,dalachrebuli,lukmapurze gakiduli da pativmokvareebad vart qceulebi..dzalian davshordit carsul gmirebs..da tanac simartlis agiarebac ar gvinda..vai chven tu ar gamovscordit...

რედაქტორის რჩევით