04-11-2013
ოფიციალური ანკარა უკმაყოფილოა, რადგან ბოლო დღეებში რუსეთმა ორჯერ დაზვერა თურქეთის შავი ზღვის სანაპირო. პირველად რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი თურქეთ-საქართველოს საზღვრის სარფის მონაკვეთთან 22 ოქტომბერს გამოჩნდა და თურქეთის სანაპიროს გასწვრივ, თურქეთ-ბულგარეთის საზღვრამდე, თითქმის სამი საათი მიფრინავდა.რუსულ თვითმფრინავს არ დაურღვევია თურქეთის საჰაერო სივრცე, თუმცა ოთხი თურქული F-16 ტიპის გამანადგურებელი შორიახლოს მაინც მიაცილებდა მას.
მეორედ უკვე 28 ოქტომბერს, სავარაუდოდ, იმავე რუსულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა ბულგარეთიდან საქართველოს საზღვრამდე თურქეთის შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ იფრინა.
თურქულმა