ნაჩუქარ კომპიუტერებს ჯაშუშ "ხოჭოებს" ვინ შეუმოწმებს...
04-11-2013
ნაჩუქარ კომპიუტერებს ჯაშუშ "ხოჭოებს" ვინ შეუმოწმებს...
ვინ იცის, რამდენი ქართველი სამხედროს საოფისე კომპიუტერშია ჩამონტაჟებული ელექტრონული
"ტროას ცხენი"


მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ლიდერს დღეს აწუხებს კითხვა: მათაც უსმენდა და უთვალთვალებდა თუ არა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო?

სკანდალი ამ ყველაზე საიდუმლო სააგენტოს ანალიტიკოსის - ედვარდ სნოუდენის რუსეთში გაქცევამ გამოიწვია. იგი ახლა მოსკოვიდან ნელ-ნელა ამჟღავნებს იმ საიდუმლო ინფორმაციას, რომელიც გაქცევამდე აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ზესაიდუმლო ფაილებიდან მოიპარა.

სნოუდენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის ნამდვილი მონაპოვარია, რადგან კრემლმა
მისი დახმარებით უკვე დაუპირისპირა ერთმანეთს აშშ-ის ხელისუფლება და NATO-ს თითქმის ყველა წევრი ქვეყნის პირველი პირები.

სნოუდენის გავრცელებული საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო, სავარაუდოდ, 35 ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერს უსმენდა. მათ შორის არიან გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ევროპული სახელმწიფოების სხვა ცნობილი ლიდერები.
პარტნიორობა
პარტნიორობად, მაგრამ როგორც ჩანს, აშშ-ისთვის მთავარი მაინც ოპერატიული ინფორმაციის რადიოელექტრონული დაზვერვის საშუალებებით მოპოვება გახლდათ.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს სადაზვერვო ქსელის - "ეშელონის" ევროპაში აქტიურად მოქმედების შესახებ ადრეც იყო ცნობილი, თუმცა თავად ევროპული ქვეყნების სპეცსამსახურების ხელმძღვანელებიც ვერ წარმოიდგენდნენ, ამერიკელი სპეციალისტები მათი ლიდერების ყველა საუბარს თუ აყურადებდნენ.

ახლა კი საკუთარი პრობლემებიც ვახსენოთ. ეჭვგარეშეა, რომ საქართველოში მუშაობს არა მარტო რუსეთის დაზვერვა, არამედ მეზობელი (და არამეზობელი) ქვეყნების სპეცსამსახურებიც. ამერიკელებს ბევრ ქართველ პოლიტიკოსსა და სამხედრო მოსამსახურესთან ისეთი ახლო ურთიერთობა აქვთ და ისეთ ოპერატიულ ინფორმაციას იღებენ პირველწყაროდან, ინფორმაციის მოსაპოვებლად თანამედროვე რადიოელექტრონული დაზვერვის საშუალებების გამოყენება არც უნდა სჭირდებოდეთ, თუმცა მთლად ასე არ არის.

საქართველოში ოფიციალური სახელმწიფო უწყებები, მათ შორის - თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი, დიდი ხნის განმავლობაში გრანტებისა და საჩუქრების სახით ათეულობით კომპიუტერსა და სხვა საოფისე აპარატურას იღებდა სხვადასხვა მეგობარი ქვეყნიდან.
ძალიან საეჭვოა, ეს ნაჩუქარი კომპიუტერები მათში ჩამონტაჟებული ინფორმაციის მოხსნისა და გადაცემის სპეციალური აპარატურის აღმოსაჩენად მოწმდებოდეს.
შეიძლება ზოგიერთი უწყება ზოგჯერ ამას თავისი ძალებით ცდილობს, მაგრამ არ არსებობს ერთიანი მაკოორდინირებელი სახელმწიფო დანაყოფი, რომელიც შეამოწმებდა სახელმწიფო სტრუქტურებში გამოყენებულ ყველა კომპიუტერსა და სხვა საოფისე ელექტრონულ ტექნიკას, მათში ინფორმაციის მოხსნისა და გადაცემის აპარატურის გამოსავლენად.
patrioti
12 ნოემბერი 2013 22:45
სამწუხაროდ ამ პრობლემის გადაწყვეტა ჩვენს პირობებში შეუძლებელია, პროგრამის ალგორიტმში დევს საიდუმლო პროგრამები, რომელიც თავისუფლად შეუძლია მიიღოს იმ ორგანიზაციამ რომელსაც აინტერესებს ის ( ეს ტავსატეხი ამერიკელებსაც აქვთ რადგან ამერიკის ბაზარზე სწორედ ჩინეტიდან შემოდის ეს კოპუტერული ტექნიკა) ხო9ლო ნაცუქარში ხომ იქნება და იქნება. ასე რომ ჩვენტან ფაქტობრივად რაიმე სახის საიდუმლო ინფორმაციის შენახვა ძალინ დიდი სირთულეა
bes
05 ნოემბერი 2013 12:10
ნეტა რატომ უკვირს ვინმეს? ამერიკაც იმპერიაა... ზოგი "დემოკრატიას" იყენებს იარაღად და ზოგი "საკუთარი მოქალაქეები დაცვას"... როდის დავანებებთ ქართველობა სხვების დაკრულზე ცეკვას?!

რედაქტორის რჩევით