ბაქოს ერევანსა და თბილისზე 9-ჯერ მეტი სამხედრო ბიუჯეტი ექნება
18-11-2013
ბაქოს ერევანსა და თბილისზე 9-ჯერ მეტი სამხედრო ბიუჯეტი ექნება
2014 წელს აზერბაიჯანი სამხედრო საჭიროებისათვის ასტრონომიულ თანხას - 3,7 მლრდ დოლარს დახარჯავს, სომხეთი - 472 მლნ-მდე, საქართველო კი...

სამხრეთ კავკასიის რეგიონი დენთით სავსე კასრს ემსგავსება, რომლის აფეთქებისთვის პატარა ნაპერწკალიც კმარა.
მომავალ, 2014 წელს, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი და სომხეთი კვლავ ზრდიან სამხედრო ბიუჯეტს. თუკი აზერბაიჯანმა სამხედრო მიზნებისათვის ბოლო წელს 3,2 მლრდ დოლარამდე დახარჯა, ერთ წელში ეს მაჩვენებელი ნახევარი მილიარდით მოიმატებს და 3,7 მლრდ დოლარი გახდება.

თავდაცვით ხარჯებს 10 მლრდ დრამით გაზრდის
ერევანიც და 2014 წელს სომხეთის სამხედრო ბიუჯეტი 192 მლრდ დრამს გაუტოლდება, რაც დაახლოებით 472 მლნ დოლარია.

რაც შეეხება საქართველოს ხარჯებს თავდაცვის სფეროში, მისი დინამიკა წლების მიხედვით ასეთი იყო: 2010 წელს პარლამენტმა დაამტკიცა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი - 728 მლნ ლარი, 2011 წელს - 711 მლნ ლარი,
ხოლო 2012 წელს - 730 მლნ ლარი, თუმცა წლის ბოლოს ეს ციფრები იცვლებოდა და სამხედრო ბიუჯეტი რამდენიმე ათეული მლნ ლარით იზრდებოდა.

2013 წელს სამხედრო ბიუჯეტი 660 მლნ ლარამდე შემცირდა, თუმცა წლის განმავლობაში თავდაცვის სფეროში კონკრეტული მიმართულებების დასაფინანსებლად დამატებით თანხები გამოიყო.
ამ დღეებში საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა, რომელშიც მომავალ წელს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ისევ 660 მლნ ლარით არის განსაზღვრული.
660 მლნ ლარი დაახლოებით 395 მლნ დოლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2014 წელს საქართველოს რეგიონში ისევ ყველაზე მცირე სამხედრო ბიუჯეტი ექნება და იგი სომხეთისაზე - 1,2-ჯერ, ხოლო აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტზე 9,4-ჯერ ნაკლები იქნება.

P. S. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოსკოვის პოლიტიკური ზეწოლის შედეგად ისრაელის მთავრობამ უარი თქვა აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვაზე. ისრაელში აცხადებენ, რომ ისინი შეასრულებენ ბაქოსთან დადებულ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით აზერბაიჯანს 1,5 მლრდ დოლარის ღირებულების იარაღი უნდა მიჰყიდონ.
vaso
09 დეკემბერი 2013 12:15
ლიბიას კადაფის ჩამოგდებამდე რამდენიმე თვით ადრე ნატოს წევრმა ქვეყნებმა 4 მილიარდი ევროს შეიარაღება მიჰყიდეს (კერძოდ საფრანგეთმა)... მერე კი ზუსტად სარკოზიმ დააბომბინე ტრიპოლი და კადაფიც დაამხო... დიდი ფულის ხარჯვა დიდ უპირატესობას არ ნიშნავს.... მთავარია სამხედრო სისტემის სწორად გამართვა, დისციპლინა და განათლება
dato
30 ნოემბერი 2013 08:48
ერაყს ან ლიბანს ნაკლები იარაღი ჰქონდათ გონიათ?

ვერც აზერები და ვერც სხვა ჩვენისთანა პატარა ქვეყნები, ისეთ ქვეყნებს როგორიც ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთია ვერ მოუგებენ ომს. აზერებმა ომი რომ დაიწყონ 1 კვირაში წააგებენ სასტიკად და სხვა მიწებსაც დაკარგავენ.

ეს კარგად იციან მათ და ჩვენი მიხოსნაირ შეცდომას არ დაუშვებენ.
zura
30 ნოემბერი 2013 08:43
რაც არ უნდა ზარდოს აზერებმა სამხედრო ბიუჯეტი და რაც არ უნდა ბევრი იარაღი იყიდონ, ეს ყველაფერი წყალში ფულის გადაყრაა. ის სომხეთთან ომით სომხეთს კი არა რუსეთს დაუპირისპირდება, რაც უპირობოთ წაგებას ნიშნავს მოკლე დროში. აზერბაიჯანშიც და ჩვენთანაც ჩინოვნიკები ამ ფულს ათეთრებენ და მეტი არაფერი.

ჩვენი 660 მილიონი ლარიც წყალში ფულის ყრაა და მეტი არაფერი. ჯერ უნდა შექმნა ეკონომიკა რომელიც ფულს მოიტანს და მერე ამ ფულით აფინანსო ჯარი.


რედაქტორის რჩევით