ოპერაცია ავღანეთში და აფეთქებული MRAP-ი
25-11-2013
ოპერაცია ავღანეთში და აფეთქებული MRAP-ი
ბათუმის ცალკეულმა მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა ჰილმენდის პროვინციაში წარმატებული საბრძოლო ოპერაცია უმსხვერპლოდ ჩაატარა

თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის მორიგი საბრძოლო ოპერაციის შესახებ. ამ უწყების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ამ ოპერაციის შესახებ ფოტოვიდეომასალაც გამოაქვეყნეს, რითაც თვალნათლივ გამოჩნდა, რას საქმიანობენ და რა საფრთხის წინაშე დგანან ქართველი სამხედროები ჰილმენდის პროვინციაში.
გასულ წლებში არათუ ფოტოვიდეომასალას, არამედ ISAF-ის ოპერაციებში ქართველების მონაწილეობის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას იმდროინდელი სამხედრო უწყების მესვეურნი გულმოდგინედ მალავდნენ.

საბრძოლო
ოპერაცია კოდური სახელწოდებით "სემკეპი" მიზნად ისახავდა არსებულ რაიონში თალიბების თავისუფალი გადაადგილების აღკვეთას, ბუფერული ზონების შექმნას, გზების დაცვის გაძლიერებასა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ავღანურ სოფელში ოპერაციას ბათუმის ცალკეული ქვეითი ბატალიონის ასეულების - "ალფას" და "ჩარლის" ჯარისკაცები ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ატარებდნენ, როდესაც თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე
ქართული პატრულის შეჯავშნული MRAP-ი აფეთქდა. საბედნიეროდ, ჯავშანმანქანის ეკიპაჟი არ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა გამნაღმველთა და სწრაფი რეაგირების ჯგუფებმა მოახერხეს აფეთქებული MRAP-ის ბაზაზე ევაკუირება.
როგორც თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, აფეთქებული ქართული ჯავშანმანქანის ევაკუაციის პროცესს ამერიკელი საზღვაო ქვეითების კორპუსის საბრძოლო შვეულმფრენები -  "სუპერკობრები" იცავდნენ, რათა თალიბები მოულოდნელად თავს არ დასხმოდნენ ქართველ სამხედროებს.
nino
18 დეკემბერი 2013 13:07
Tqven aq uazro komentarebs Rom cert da chkuaze ara xart,tqven tu ideqit 2008wels samshoblos dasacavad,darwmunebuli var an Turqetis sazgvartan an kidev Azerbajanis sazgavrtan sacobshi iyavit da saqartvelodan garbodit imis shishit Rom ert adgilas tyvia ar mogxvedrodat...morchit uazro komentarebs da yvelam ise daicavit sakutari samshoblo rogorc sachiroa da verc russeti da ver nebismieri qveyana da eri ver dagvamarcxebs,morchit ertmanetis landzgvasa da chamas.
ვალერი
17 დეკემბერი 2013 18:17
ფული აქ არაფერ შუაშია იქ სულ სხვა სიტვაციაა თუ დააკვირდებით იქ თითქმის ყველა სამხედროა ნამყოფი არამგონია ყველა ფულზე გაწუწკებულები იყვნენ. და საერთოდ ქვეყანას ასეთი სამხედროები ჭირდება და არა ისეთბი ბრძოლის ველი რომ არ უნახავთ
otari
16 დეკემბერი 2013 22:22
ძაღლი შინ არ ვარგოდა, და სანადიროდ გარბოდა.ფულზე
გაწუწკებული სამხედროები საკუთარ ქვეყანას არ დაიცავენ.
ამათი იმედი არ გქონდეთ არავის.

რედაქტორის რჩევით