ქართულ არმიას გენერალ-მაიორი უმეთაურებს
25-11-2013
ქართულ არმიას გენერალ-მაიორი უმეთაურებს
ერთი წლის დაგვიანებით ვახტანგ კაპანაძე მაინც დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული
ძალების პირველ სამხედროდ

ე.წ. კოაბიტაციის ერთწლიანი პერიოდი თავის თავზე ყველაზე მეტად ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ გამოსცადა, რადგან შარშან საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული "ქართული ოცნების" ლიდერებს ჯერ კიდევ მაშინ სურდათ მისი დანიშვნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის  უფროსად, მაგრამ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამის წინააღმდეგი იყო და ვახტანგ კაპანაძეც გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილის პოსტს დასჯერდა.

ამ ერთი წლის განმავლობაში გაერთიანებულ შტაბში, ისევე, როგორც მთლიანად
შეიარაღებულ ძალებში, ვრცელდებოდა ხმა, რომ გენშტაბის აღდგენისთანავე გაერთიანებული შტაბის უფროსის, პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძის ადგილს ან ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე დაიკავებდა, ან პოლკოვნიკი ლადო ჩაჩიბაია - მაშინ ორივე ძნელაძის მოადგილე გახლდათ.

როგორც ჩანს, ყველა სამხედრო თავის სასურველ კანდიდატურას უჭერდა მხარს. დიდი საიდუმლო არ არის, რომ გენერალურ
შტაბში ერთგვარი გუნდებია შექმნილი, სამწუხაროდ, ისიც ცნობილია, რომ ესა თუ ის გუნდი ჭორებისა და კომპრომატების გავრცელებასაც არ ერიდება, რაც ვნებს საერთო საქმეს - ქართული არმიის გაძლიერებას.

გენშტაბის უფროსის პოსტზე მეორედ დანიშვნის შემდეგ ვახტანგ კაპანაძეს გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა და ის დღეს ყველაზე მაღალჩინიანი მოქმედი სამხედროა.
პირველად გენშტაბის უფროსის პოსტზე ყოფნისას (2004-2005 წლებში) მისი და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის ურთიერთობა არ აეწყო, რაც კაპანაძის ბრალი ნამდვილად არ იყო - თავდაცვის მინისტრი ოქრუაშვილი მას არ ხვდებოდა და საქმეებს მის მოადგილესთან აგვარებდა.
ირაკლი ოქრუაშვილისაგან განსხვავებით, ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ნაკლებად ერევა სამხედროების საქმეში და იმედია, ალასანია-კაპანაძის ურთიერთობაც მეტ სიკეთეს მოუტანს ქართულ არმიას.
erekie
30 დეკემბერი 2013 16:29
მოგესალმებიტ,ვეხმაურები გოგილოს კომენტარს რომელიც სრული აპსურდია და სისულელე მეც ამჯამად 31 ბატ ვსახურობ და ავგანეტში ვარ და ეგეტი რამეები აქ არხდება ეგ არის პროვოკატორი და ინტრიგანი ვინც ეგ დაცერა,კველანაირი პირობა გვაქს რომ შევასრულოთ ჩვენზე დაკისრებული მოვალეობა.მეტაური კველანაირად გვიდგას გვერდში და კველაპერს აკეტებს იმსტვის რომ ჩვენ ვიკოტ დაცული და კველა დაუბრუნდეტ ჩვენ ოჯახებს ჯამრტელები და დაქნაკლისის გარეშე დზლიერი პიროვნებაა და ჩვენ კველა ვამაკობთ რომ ასეტი მეტაური გკავს,გოგლიკო მარტლა არაკაცია და ამ სისულელეს ავრცელებს ნუტუ არცხვენია ამ ტკუილს რომ ავრცელებს,არანაირი ტკმა არკოპილა არჩევნზე რომ ვინმესტვის მიგვეცა ხმა კველამ ჩენ მივეციტ ჩვენ სასურველ კანდიდატს ჩვენი აზრიტ და არა დადზალებიტ რაც არკოპილა.არანაირი მოსმენა და კურის მოდება როგორც გოგლიკო ბრდზანებს არხდება აქ ჩვენ კველა კმაკოპილები ვარტ ჩვენი მეტაურის,მოადგილის და კველა მარტველი რგოლის.
dato
26 დეკემბერი 2013 15:17
მოგესალმებით,gogilo შენ არაკაციხარ რომ ასეთ ტყუილს ლაპარაკობ და ბატალიონს შეურაწყოფას აყენებ არავინ დადის თავჩაგუნული ყველას მოტივაციას უმაგლებს პირიქით,არც კარავ კარავ დადის რაგაცეების გასაგონად მაგას არც იკადრებს,და არჩევნებზეც არავის უთქვია შენ ამას მიეცი ხმაო მერომელიც ჩავტვალე საჩიროდ ის შემოვხაზე არავის არაფერი უთქვია.მე თვიტონ ვარ 31 ბატალიონის ჯარისკაცი C ასეულში ვარ.და ვამაყობ კიდევაც რომ ასეთი მეთაური გვყავს.ყოველთვის მიდის ჯარისკაცებთან და თავაანთ პრობლემებზე ელაპარაკება და ყოველთვის გვერდში უდგას,ყველაფერს აკეთებს რომ ქართული ჯარი ყველასთვის საამაყო გახადოს.ეს იმ კაცის დაწერილია ვინც არაკაცულად მოიქცა და დატოვა ან გაუშვა იმის გამო რომ თავის მოვალეობას არასრულებდა თავის თავსაც გუპავდა და სხვასაც,და შურს ძიობს ამწერილით.ადამიანს რომელმაც უდისწიპლინოა და თავის მოვალეობას არ შეასრულებს და რისკის ქვეშ დააყენებს ტავის სიცოცხლეს და სხვებისას ეგეთს დეპორტიც უნდა,მეთაური მკაცრიც უნდა იყოს და მომთხოვნიც,თუ მასე არიქნება ის ბატალიონი დაგუპულია,ვამაყობ რომ ვარ 31 ბატალიონში და ჩვენ ყველა ერთი დიდი ოჯახივართ!!!!
gogilo
29 ნოემბერი 2013 09:32
მეც დიდი იმდი მქონდა ქართლი ჯარის გამჭირვალეობის გამჭირვალე გახდებაო მაგრამ ნურას უკაცრავად მთლად დახურული სივრცე გახდა ახალაიას დროინდელ ციხეს უფრო გავს ვიდრე საბრძოლო ბატალიონს ეს რაუბედურობა რახდება 31-ე ბატალიონში რომელიც სამშვიდობო მისიას ასრულებს ავხაანეთში მაგრამ რა გასაკვირვია მაგ ბატალიონის მეთაურიც და მისი მოადგილეც ახალაიას და კალანდაძის მარჯვენა ხელები იყვნენ და კიდევაც აგრძელებენ მაგათ დაწყებულ საქმეს იმის იმედიც კი ქონდათ ნაციონალები გაიმარჯვებსო მარა ნურას უკაცრავად არ ჩაუვიდათ ფეხი მთელ ბატალიონს რომ დავალეს ნაციონალებსთვის მიეცით ხმაო. ამ ბატალიონს დროზე თვარ უშველე ძან დიდი უბედურება დატრიალდება შეუცვალეთ სასწრაფოთ მართველი რგოლი.ეერთ შეკითხვას დაგისვამთ და მიპასუხეთ ბათალიონის მეთაური კარავ კარავ ჩაცუცქვას რომ დაიწყებს და ჯარის კაცებს უყურადებს რას ლაპარაკობენო ჩემზეო ამასაც ბატალიონის მეთაური ქვიაა დზან ბევრი სახლობლო მყავს იმ ბატალიონში და იმატ მოყოლილს გადმოგცემტ მეც დძან ცუდ დხეში არიან დილიდ გათენება გვეზარებათო რამე დაღვევა ან დეპორტი არ გამოგვიცხადონ დილითო. თუ დაინთერესდებით ამ წერილით და გაიგებს ბატონი მინისტრი და გენშტაბი კიდევ ბევრ ინფორმაციას მოგაწვდით და თუ საჭირო იქნება ჩემი გამოცხადება თქვენ გვერდით ვარჩემ სახელს და გვარსაც მოგწერთ. მაგ ბიჭებს ვრანელელბთან შეხვედრა ურჩევნიათ ვიდრე მაგათი მეთაურის შეხვედრა ჯარი იმალება ტურმე ბატალიონის მეთაურის და მისი მოადგილის დანახვაზე

რედაქტორის რჩევით