მოატყუა თუ არა თავდაცვის მინისტრმა პრემიერ-მინისტრი?
02-12-2013
მოატყუა თუ არა თავდაცვის მინისტრმა პრემიერ-მინისტრი?
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ახლანდელ მინისტრ ირაკლი ალასანიას სამხედროებისთვის ბინების გადაცემასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოტყუებას აბრალებს...

ნოემბრის ბოლოს 877 სამხედროს ოჯახს უდიდესი სიხარული ეწვია - მათ დიდი ხნის ნანატრი ბინები მიიღეს ახალაშენებულ კორპუსებში. ოფიციალურ ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ახალმოსახლეებს ბინების გასაღებები გადასცეს, დანარჩენ უბინაო სამხედროებს კი დაჰპირდნენ, რომ დროთა განმავლობაში ხელისუფლება მათაც გადასცემს საცხოვრებელ ფართობს.
ამ ფაქტს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამოეხმაურა,
რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ბრალი დასდო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოტყუებაში და განაცხადა, რომ ეს ბინები ჯერ კიდევ მისი მინისტრობის დროს გადაეცათ სამხედროებს, თავდაცვის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ კი ამ სიიდან ამოიღო და უბინაოდ დატოვა რამდენიმე ოფიცერი, რომლებიც ახლა სწორედ
დიმიტრი შაშკინს სთხოვენ დახმარებას.

დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ აეროპორტის ტრასაზე სამხედროებისთვის 12 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიგეგმა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ერთი კორპუსი სასწრაფოდ აშენდა და ბინები ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახებს გადაეცა, ოთხი კორპუსის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობდა, შვიდ შენობას კი საფუძველი ჩაეყარა. 2012 წლის სექტემბერში ოთხი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.

მაშინ თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სამხედროთა ჯგუფს ბინები ტელეკამერების წინ გადასცა, თუმცა, იქ არავინ შესახლებულა, რადგან ეს ბინები დაუმთავრებელი იყო.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დამატებით მილიონამდე ლარის დახარჯვა გახდა საჭირო, რომ შაშკინის დროს გაპიარებული "ბინების გადაცემა" რეალობად ქცეულიყო და სამხედროთა ოჯახებს ბინებში მართლაც შესძლებოდათ შესახლება.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ არ დამალა, რომ შაშკინის დროინდელი სიებიდან მართლაც ამოიღეს რამდენიმე სამხედრო მოსამსახურის გვარი, რომლებიც უფრო გაჭირვებული სამხედროებით შეცვალეს.
ფაქტია, რომ სამხედროებისთვის ბინები მართლაც ახალმა ხელისუფლებამ დაასრულა (და იმედია, მუშაობას ამ მიმართულებით გააგრძელებს), მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ყოფილი თავდაცვის მინისტრების წვლილიც, ვის დროსაც დაიწყო და გაგრძელდა სამხედროებისთვის ბინების მშენებლობა, რადგან მინისტრები იცვლებიან, სამშობლოს ბევრ დამცველს კი თავზე ჭერი ექნება...
nino
07 იანვარი 2014 14:59
ვნახოტ რას მომცემენ ტებერვალსჰი
martali
11 დეკემბერი 2013 11:19
სულაც არ მინდა შაშკინის გამართლება, მაგრამ აბა ნახეთ რა გადასცეს სამხედროებს. პირველი ბრჭყვიალა კორპუსის გარდა არცერტში წყალი და დენი არაა მიყვანილი (არ ვამბობ ბინებში), კორპუსებში არაა მიყვანილი. ძალიანაც რომ მოინდომონ რემონტს ვერ ჩაუტარებენ უმაგისოდ და ვერც იცხოვრებენ ცხადია. იჩქარა ირაკლიმ და ამაში დაუშვა შეცდომა. ამიტომაცაა რომ ყიყინობს ახალ შაშკინი. საყიყინოც მისცეს. არაფერია შიგნით გაკეთებული ამ ერთ წელიწადში.
koraki
09 დეკემბერი 2013 12:35
როგორ უნდა მოეტყუებინა ირაკლის პრემიერი, როცა პრემიერმა ისედაც კარგად იცოდა რა ვინ რადროს აშენა. ინტრიგნობ ეხლა შენ რაღაცას შაშკინ :)

რედაქტორის რჩევით