გიუმრიში რუსული სამხედრო საიდუმლოებები გამჟღავნდა
09-12-2013
გიუმრიში რუსული სამხედრო საიდუმლოებები გამჟღავნდა
სომხეთში ვიზიტისას პრეზიდენტ პუტინს ის ახალი რუსული შეიარაღებაც აჩვენეს, რომელიც საქართველოს სამხრეთიდან შეიძლება დაემუქროს

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა სომხეთში ოფიციალური ვიზიტის დროს გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზაც მოინახულა, რომელიც საქართველოს საზღვრიდან 33 კმ-ით, ხოლო თბილისიდან - 130 კმ-ით არის დაშორებული.
მანძილზე იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ გიუმრის რუსულ ბაზაზე პუტინს აჩვენეს საბრძოლო ტექნიკა, რომელიც მანამდე აქ დისლოცირებული არ იყო, რუსეთიდან სომხეთში ბოლო დროს გადაისროლეს მალულად სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით და რა თქმა უნდა, საქართველოს
საჰაერო სივრცის გავლით.
კერძოდ, ლაპარაკია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის - Смерч-ის ბატარეასა და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის Бук-М1-2-ის დივიზიონზე. სავარაუდოდ, "ბუკები" სომხეთში, გიუმრის ბაზაზე რუსმა სამხედროებმა 2012 წელს ჩაიტანეს, ხოლო "სმერჩები" რამდენიმე თვის წინ, ამა წლის ზაფხულში.

გიუმრის ბაზის საქართველოსთან სიახლოვე იმას ნიშნავს, რომ რუსული "სმერჩების" 300
მმ კალიბრიანი და 800კგ-იანი რაკეტები სომხეთ-საქართველოს საზღვრიდან თბილისამდე ადვილად მოაღწევს.

რაც შეეხება გიუმრიში ჩატანილ მოდერნიზებულ "ბუკებს", მათ 40 კმ-ის რადიუსში შეუძლიათ აღმოაჩინონ შედარებით დაბალ სიმაღლეზე მფრენი აპარატი და 15 წმ-ში მისკენ საზენიტო რაკეტა გაუშვან - ანუ საზღვართან მდგარ რუსულ "ბუკებს" შეეძლებათ დააფიქსირონ და მიზანში ამოიღონ საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი საავიაციო ბაზიდან - მარნეულის აეროდრომიდან აფრენილი ქართული Су-25-ები და L-39-ები.
სომხეთი საშუალებას აძლევს სტრატეგიულ პარტნიორს - რუსეთს, რომ მის ტერიტორიაზე თითქმის ნებისმიერი შეიარაღება განათავსოს, რაც ოფიციალური ერევანის უფლებაა (მალე ერევანში 18 რუსულ შვეულმფრენსაც ჩაიტანენ), მაგრამ საქართველოს საჰაერო სივრცით საბრძოლო ტექნიკის გადატანა, რის უფლებასაც აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოს ხელისუფლება აღარ იძლეოდა, ოფიციალურ თბილისთან უნდა იყოს შეთანხმებული.
საინტერესოა, ჩააყენა თუ არა რუსულმა მხარემ საქმის კურსში საქართველოს ახალი ხელისუფლება სომხეთში "სმერჩების" ქართული საჰაერო სივრცის გავლით გადატანის შესახებ?!
???????
26 დეკემბერი 2013 23:12
გვდზინავს ქარტველებს მონები ვიყავიტ და მონებად დავცჰებიტ,ვინც ორი კაპიკი იშOVA YVELA AQEთ ჭAMOVIDA DA GVLIOAVEN QAღთVELEBშ,თVALEBIII GAAXILEთ XELI თUAღGAVANDძღIEთ AღAFEღIჩ Aღ GVEშHVELEBA,21 MEEღთჭ შAUKUNE XALXO GAMOFXIძLDIთ,ჩHVEN KIDFE GVჟEღA OჩNEBA GADAGVAღჩHENშO,11 შAUKUNE AQ
glaxuna
17 დეკემბერი 2013 01:04


ეეეჰ,koko

...მაგის ჟირკა აქვს ამ ხელისუფლებას ?!!!
,მხოლოდ ,,ნაციონალებს,, ებრძვიან... მოსკოვიდან გულმოცემულები და მითითებებით...
ისინიც,თავგამოდებით ასრულებენ მას...აბა სხვა,რაიმეს თავი აქვთ ?!!!


,,...საინტერესოა, ჩააყენა თუ არა რუსულმა მხარემ საქმის კურსში საქართველოს ახალი ხელისუფლება სომხეთში "სმერჩების" ქართული საჰაერო სივრცის გავლით გადატანის შესახებ?!...,,

აგდებს კი ვინმე ,რაიმედ,ამ ხელისუფლებას ?!!!


შეიძლება...საქმის ყურში ჩააყენეს ,მაგრამ ასე ეტყოდენ...ჩვენ სომხებს შეიარაღება უნდა გადავცეთ და თქვენი პროტესტები არ გვინდაო!!!...

ან სომხებს რატო აძლევენ შეიარაღებას რუსები და ,ან სომხებს რაში ჭირდება ასეთი შეიარაღება ?!!!


ამის მოთხოვნა და ორივეს მიმართ,მკაცრი პროტესტის თავი აქვს ...ამ ხელისუფლებას ?!!!

არათუ,ვითარების გაანალიზება და ადეკვატური,მკაცრი ზომების მიღება...ამ მიმართულებით...უშიშროების უზრუნველყოფისათვის ?!!!


მერე იტყვიან,რატო ,,ნატო,,-ში არ გვიღებენო...

ნ დ ო ბ ა საიდან უნდა ქონდეთ მათ...საქართველოს ხელისუფლების პოზიციიდან გამომდინარე !!!


რომელიც ცდილობს,მტერს,რუსეთს დაემალოს და მასზე არაფერი თქვას ,მის აგრესიასა და უსამართლობაზე,თუნდაც საქართველოსთან მიმართებით...ყველა შესაძლო ხერხებითა და საშუალებებით!!!

მერე...თავს ასე იმართლებენ...აი ,,ნატო,, არ გვიცავსო და...
თავისუფლებისათვის ბრძოლის მოთხოვნილებაც,პიროვნულად ლ ო მ თ ა ხვედრია...
ასეთი პიროვნებები,მეზობელი სახელმწიფოების ხელისუფლებაში არ სურთ,რუსეთის იმპერიის მესვეურებს...

მხოლოდ ,პრივილეგიებზე და ფულზე დაFეთებული,მორჩილნი და ბრიყვნი...

და მერე მათ...მამაცად და გულადად წარმოსახავენ...ხალხის დეზორიენტირებისა და ზომბირებისათვის...საბოლოოდ,იმპერიის დღეგრძელობისათვის!!!

იმასაც ვიმედოვნებ,აბსოლუტურად მცდარი მოსაზრებები იყოს და...
ვალერი
16 დეკემბერი 2013 00:03
სმერჩთან საბრძოლველად ჩემი აზრით საუკეთესო იქნება ებრაული LYNX-ი თავისი ფრთოსანი რაკეტებით.

რედაქტორის რჩევით