საახალწლო "საჩუქრად" დატოვებული ნაღმები
16-12-2013
აზერბაიჯანელ სამხედროებს საახალწლოდ საშიში "საჩუქრების" შეგროვება და განადგურება მოუწევთ. მათ გაბალის რადიოლოკაციური სადგურის ტერიტორიაზე 13 ნაღმი აღმოაჩინეს. აზერბაიჯანელ მენაღმეებს დანაღმული ველებით ვერავინ გააკვირვებს, რადგან აზერბაიჯანის ტერიტორიების განაღმვის ეროვნული სააგენტო საბრძოლო მოქმედებების ადგილებიდან ყოველწლიურად ათასობით ნაღმს იღებს. გასაკვირი ის არის, რომ გაბალის რადიოლოკაციური სადგურის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები არასოდეს წარმოებდა, მაგრამ ის მაინც დანაღმული აღმოჩნდა.  ბალისტიკური რაკეტების სტარტის ადრეული აღმოჩენის გაბალის რადიოლოკაციურ სადგურზე რუსი სამხედროები მუშაობდნენ, თუმცა მოსკოვმა აღარ გააგრძელა 7 მლნდოლარიანი
ყოველწლიური არენდა, რადგან ბაქომ არენდის ფასი წელიწადში 300 მლნ დოლარამდე გაზარდა.

როგორც ჩანს, რუსმა სამხედროებმა აზერბაიჯანელებს ტყუილად არ დაუტოვეს "საჩუქრად" დანაღმული გაბალის რადიოლოკაციური სადგური, რომლის ტერიტორიის (220 ჰექტარი) ნაღმებისგან გასაწმენდად აზერბაიჯანელ მენაღმეებს ნახევარ წელზე მეტი დასჭირდებათ.

ნაღმების "საჩუქრად" დატოვება, ეტყობა, რუსული ტრადიციაა - მცხეთაში, ჯვრის
მონასტრის ქვემოთ, ასევე კახეთში, საგარეჯოსთან, ყოფილი სამხედრო ნაწილების ტერიტორიაზე დატოვებულ ნაღმებზე საქართველოს არაერთი მოქალაქე აფეთქდა.

გიგა
17 დეკემბერი 2013 11:57
რუსებისგან კარგს არაფერს უნდა ელოდო!

რედაქტორის რჩევით