როდის შეგვისრულებს ობამა დანაპირებს?
23-12-2013
როდის შეგვისრულებს ობამა დანაპირებს?
"...ქართულმა და ამერიკულმა მხარეებმა ხაზი გაუსვეს პრეზიდენტ ობამას დაპირების შესაბამისად თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალ ეტაპზე მიღწეულ პროგრესს, რაც NATO-სთან ურთიერთობის გაღრმავებას და თავდაცვის მეთოდების განვითარებას ისახავს მიზნად," - ეს არის ამონარიდი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური განცხადებიდან, რომელიც ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შედეგებს ეხება.

ძალიან კარგია, რომ ამერიკულ მხარეს არ ავიწყდება 2012 წლის დასაწყისში ვაშინგტონში პრეზიდენტების
- ობამასა და სააკაშვილის - შეხვედრის შედეგი, რომელიც თავდაცვის სფეროში  საქართველოსთვის ექვსი ძირითადი მიმართულებით დახმარებას ითვალისწინებდა, თუმცა მას შემდეგ თითქმის ორი წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში ქართული არმია არც სატრანსპორტო შვეულმფრენებით გაძლიერებულა და არც ანტისატანკო საშუალებებით, რისი დიდი იმედიც გვქონდა.
შეიძლება ამის მიზეზი საქართველოში ხელისუფლების ცვლილება იყო, თუმცა
როგორც საპარლამენტო, ისე საპრეზიდენტო არჩევნები მეტ-ნაკლებად დემოკრატიულად ჩატარდა და აშშ-ის ხელისუფლებას ამ მხრივ სასაყვედურო არ უნდა ჰქონდეს.
ზოგიერთის აზრით, განვლილი ორი წელი არ არის საკმარისი, რომ ორი პრეზიდენტის სიტყვიერი შეთანხმება საქმედ ქცეულიყო.

მეორე მხრივ, ჩვენს რეგიონში ისე სწრაფად იცვლება სამხედრო-პოლიტიკური ვითარება, რომ დასავლური ბიუროკრატია ხშირად პროცესებს ფეხს ვერ უწყობს. ეს გამოჩნდა სირიისა და ირანის შემთხვევაშიც, როცა მოსკოვმა ვაშინგტონსა თუ ბრიუსელზე მეტი პოლიტიკური მოქნილობა გამოიჩინა.
მიუხედავად ყველაფრისა, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში გამართული თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა (რომლის თანათავმჯდომარეები იყვნენ  საქართველოს საგარეო და თავდაცვის მინისტრების მოადგილეები და აშშ-ის სახელმწიფო და თავდაცვის მდივნების თანაშემწეთა მოადგილეები) მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელსაც იმედია, ბოლოს და ბოლოს, ქართული არმიის ანტისარაკეტო და ანტისაჰაერო თავდაცვის პოტენციალის გაძლიერება მოჰყვება...
ნიკა
15 იანვარი 2014 11:46
ეს დრო აუცილებლად დადგება, როდესაც ექნება საქართველოს სუპერ თანამედროვე იარაღი ეს უბრალოდ დროის საკითხია თუ ამერიკა არ იზამს ამას ისრაელს ,,მოაცემინებს'' სპაიკის თანამედროვე სისტემებს, რომელიც ჯაველინზე არანაკლებია, და ყველაფერს რომ შევეშვათ მსოფლიო იცვლება მალე ამერიკა არ იქნება ერთადერთიი ქვეყანა რომელიც მსგავს იარაღს აწარმოებს და სხვა გზებიც იქნება შემოტანის, ამას გარდა ჩვენ ჯერჯერობით არავართ ისეთ მდგომარეობაში რომ ქვეყნის მილიტარიზმს რაიმე გადამწყვეტი სიტყვის მოხდენა შეეძლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით, უახლოესი 10 წელიწადი ეს პოლიტიკურადაც არ იქნება მომგებიანი ვინაიდან ,,რბილი'' პოლიტიკის წარმოება უკვე სალისუფლებო დონეზეა აყვანილი, მოგრამ მაგის დრო დადგება როცა მილიტარიზმი შეუქცევად პროცესად წავა....ჯერ ეკონომიკას მივხედოთ... ნუ გეშინიათ არაფერი მოხდება..

გიგა
24 დეკემბერი 2013 15:48
ამერიკა ერაყიდან გამოდის და იქნებ მოგვცეს რამე

რედაქტორის რჩევით