თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს საომარი მოქმედებების შესწავლას - კვირის პალიტრა

თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს საომარი მოქმედებების შესწავლას

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ჰპირდება ჟურნალისტებს, რომ საომარი მოქმედებების შემსწავლელი კომისია მომავალი 2014 წლის გაზაფხულზე საზოგადოებას ჩატარებული სამუშაოების შედეგებს გააცნობს. როგორც ირკვევა, ამ დროისთვის კომისიამ 700-ზე მეტი ინტერვიუ ჩაწერა და გამოჰკითხა ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომში ცხინვალსა და კოდორის ხეობაში იმყოფებოდნენ. ამჟამად კომისია ამ დოკუმენტებს ამუშავებს, თუმცა მაინც რჩება ეჭვი - თავდაცვის სამინისტრო გააცნობს კი საზოგადოებას ყველა დოკუმენტს? ამასთან, ჩვენი აზრით, სამხედრო მოსამსახურეთათვის გამოკითხვის ფურცლის გაგზავნით ინფორმაციის მოპოვებაზე ეფექტური ინტერვიუ უნდა იყოს, რადგან გამოკითხვისას უდავოდ გაჩნდება ახალი კითხვები.

ასეა თუ ისე, საომარი მოქმედებების შემსწავლელი კომისია მუშაობას აგრძელებს და კარგი იქნება, თუკი მას სამხედრო თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიც დაეხმარებიან.