თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს საომარი მოქმედებების შესწავლას
30-12-2013
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ჰპირდება ჟურნალისტებს, რომ საომარი მოქმედებების შემსწავლელი კომისია მომავალი 2014 წლის გაზაფხულზე საზოგადოებას ჩატარებული სამუშაოების შედეგებს გააცნობს. როგორც ირკვევა, ამ დროისთვის კომისიამ 700-ზე მეტი ინტერვიუ ჩაწერა და გამოჰკითხა ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომში ცხინვალსა და კოდორის ხეობაში იმყოფებოდნენ. ამჟამად კომისია ამ დოკუმენტებს ამუშავებს, თუმცა მაინც რჩება ეჭვი - თავდაცვის სამინისტრო გააცნობს კი საზოგადოებას ყველა დოკუმენტს? ამასთან, ჩვენი აზრით, სამხედრო მოსამსახურეთათვის გამოკითხვის ფურცლის გაგზავნით ინფორმაციის
მოპოვებაზე ეფექტური ინტერვიუ უნდა იყოს, რადგან გამოკითხვისას უდავოდ გაჩნდება ახალი კითხვები.

ასეა თუ ისე, საომარი მოქმედებების შემსწავლელი კომისია მუშაობას აგრძელებს და კარგი იქნება, თუკი მას სამხედრო თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიც დაეხმარებიან.

nino
05 იანვარი 2014 23:21
ნაომრობა ყველასთვის უნდა მიეცათ ვინც წინა ხაზზე იბრძოდა ან ზურგის ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას და დეზერტირად ვინც არ განისაძღვრა. ეს ფაქტი დარწმუნებული ვარ თავდაცვის მინისტრმა ბატონმა ირაკლი ალასანიამ არ იცის.იმედია მიექცევა ამ ფაქტს ყურადღება.მადლონა წინასწარ.
nino
05 იანვარი 2014 23:13
თუ შეიძლება განიხილოს კომისიამ ესეთი საკითხი:2008 წელს სენაკის ბაზაზე იმყოფებოდა და საბრძოლო ამოცანას ასრულებდა ასეული, რომლებმაც არანაკლები ომი გადაიტანეს.მათ არ მისცეს ნაომრობა.რაც ძალიან სასირცხვილო ფაქტია
mamuka
30 დეკემბერი 2013 20:45
ბატონო ირაკლი, გთხოვთ ერთი სტატია მიუძღვნათ 2006 წლის კოდორის მოვლენებს (კვიციანთან დაკავშირებულს) და იქ ქართულ შეიარაღებული ძალების მოქმედებებს.

იქ, მაშინდელმა ერთ-ერთმა ბატალიონის მეთაურმა, მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად (მოროდიორობით) თვითნებურად მიიტაცა და სახლში წაიღო კოდორის ხეობის ერთ-ერთი სოფლის ორი ოჯახიდან (კვიციანების) საყოფაცხოვრებო ნივთები, სურსათი და მოტოციკლეტი. ეხლა ის ბატალიონის მეთაური ერთ-ერთ ქვეყანაში სამხედო წარმომადგენელია უკვე წლებია და არც არავინ თხოვს პასუხს ჩადენილ დანაშაულზე.

ვფიქრობ, ახალმა ხელმძღვანელობამ არ იცის აღნიშნული ფაქტის შესახებ.

რედაქტორის რჩევით