სოჭის ოლიმპიადა მავთულხლართებში "ჩასვეს"
13-01-2014
სოჭის ოლიმპიადა მავთულხლართებში "ჩასვეს"
7 თებერვლამდე - სოჭში, ზამთრის ოლიმპიადის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, რუსეთის ხელისუფლებამ სოჭის გარშემო რამდენიმე დამცავი ზღუდე შექმნა, რომელთა უსაფრთხოებაზე ათასობით რუსი პოლიციელი, სპეცსამსახურების თანამშრომლები, სამხედროები და კაზაკები ზრუნავენ. სოჭში განთავსებულია "ტორის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები იმ შემთხვევისთვის, თუკი კამიკაძე-ტერორისტები მოტოდელტაპლანებით, უპილოტო საფრენი აპარატებით ან მსუბუქი თვითმფრინავებით ეცდებიან ოლიმპიურ სოფელზე თავდასხმას. ზღვიდან სოჭის სანაპიროს შავი ზღვის ფლოტისა და მესაზღვრეების კატარღები იცავენ. სოჭში ასობით სამოქალაქოტანსაცმლიანი სპეცსამსახურის აგენტია გაბნეული, რომლებიც ამოწმებენ ყველაფერს, რაც
საეჭვოდ მოეჩვენებათ. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო რუსეთში 40-მდე აგენტის გაგზავნას აპირებს, რომლებიც სოჭში, ძირითადად, ამერიკელი სპორტსმენების უსაფრთხოებას დაიცავენ. საჭიროების შემთხვევაში თავისი მოქალაქეების სოჭიდან დაუყოვნებლივ ევაკუაციისთვის აშშ-ის ხელისუფლებამ წინასწარ დაიქირავა 5 სამგზავრო თვითმფრინავი. სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების სამხრეთი ზღუდე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეა და იქ დისლოცირებული რუსული საოკუპაციო
სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობაც ამ ღონისძიებებში მონაწილეობს.

aka
21 იანვარი 2014 14:12

ოკუპანტ რუსეთს დიდი გამოცდილება აქვთ სხვისი ტერიტორიების შემოღობვაში. ოკუპანტებმა იჩქარეს, რომ ეკალ–ხლართით შემოღობეს ოკუპირებული ტერიტორიები
დანარჩენი საქართველოსაგან. მათ ეს მასალა გამოადგებოდათ სოჭის ოლიმპიადისათვის. პუტინის მიერ სოჭის ოლიმპიადის ჩატარება არასაიმედოა და საეჭვოა მშვიდობიანად დასრულდეს.
საქართველომ ოფიციალურად უნდა თქვას უარი მონაწილეობაზე, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებულმა სახელმწიფომ. და მსოფლიოს დაანახოს, რომ საქართველო ამაყი და თავმოყვარე ქვეყანაა.
ana
19 იანვარი 2014 21:37

რუსებისგან რა უნდა გაგიკვირდეს კაცს.
მე ბუნების იმედი მაქვს. იმედია თავზე დაემხობათ ყველაფერი. ან საერთოდ არ მოვა თოვლი, ან ქარიშხლები კატრინა და ირენე ნელ სიოდ მოეჩვენებათ. მაგიტომაც არ მინდა ქართველების იქ წასვლა. როგორ შეუძლია ჩვენს სახელმწიფოს თავისი მოქალაქეების დაცვა , მაგი ამბავი კარგად ვიცი მე სამწუხაროდ.
R
19 იანვარი 2014 14:13
ზაფხულის კურორტზე ზამთრის ოლიმპიადა?))))

თოვლს ებრაული დანადგარები აწარმოებენო, თუ თოვლი საკმარისად არ მოვიდაო. ჯერჯერობით თბილი ზამთარია, არა? )))))

რედაქტორის რჩევით