NATO სამხრეთ კავკასიაში გაზსადენს დაიცავს?!
20-01-2014
NATO სამხრეთ კავკასიაში გაზსადენს დაიცავს?!
15 იანვარს ბრიუსელში გაიმართა  NATO-ს გენერალური მდივნის - ანდერს ფოგ რასმუსენისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოფიციალური შეხვედრა, რომელზეც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ძალზე სერიოზული რამ შესთავაზა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, კერძოდ, მან განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მომავალშიც დაეხმარება ავღანეთს და მის ძალოვან სტრუქტურებს ნაწილობრივ დააფინანსებს, ამასთან, ბაქო დაეხმარება NATO-ს სატრანზიტო დერეფნის გავლით ავღანეთიდან ჯარებისა და სამხედრო ტვირთის ტრანსპორტირებაში, სამაგიეროდ კი მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, დაიცვას ის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რომლის საშუალებით აზერბაიჯანიდან ევროპას ბუნებრივი აირი
მიეწოდება.

პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, ალბათ, მხედველობაში ჰქონდა მშენებარე ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, რომლის საშუალებით კასპიის ზღვის შაჰდენიზის საბადოდან ბუნებრივი აირი ევროპას უნდა მიეწოდოს.
ამ გაზსადენის საერთო სიგრძე 692 კმ-ია, საქართველოს მონაკვეთის კი - 249 კმ. ამასთან, გაზსადენი საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად იმ დერეფანს მიჰყვება, რომელშიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი გადის.
რა გამოდის? თუკი NATO დათანხმდება აზერბაიჯანის ლიდერის ამ თხოვნა-რჩევას (არადა სწორედ ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენით ევროპისთვის მიწოდებული აზერბაიჯანული აირი საშუალებას მისცემს NATO-ს წევრ ქვეყნებს, აღარ იყვნენ დამოკიდებული რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდებაზე), ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მიზეზი ექნება, აზერბაიჯანსა და საქართველოში თავისი სამხედრო-პოლიტიკური პოზიციები გააძლიეროს, ბაქოსა და თბილისს კი NATO-ს სახით უსაფრთხოების გარანტი ეყოლებათ.

ჩვენთვის ეს ფაქტი კიდევ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ აზერბაიჯანიდან მომავალი ნავთობ და გაზსადენები ოკუპირებული ახალგორის რაიონში საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს გადის და ამ საერთაშორისო ენერგოგამტარი ინფრასტრუქტურის დასაცავად NATO-ს ჩართვა საქართველოს უსაფრთხოებას განამტკიცებს.
თუმცა ოცნება კარგია, მაგრამ სამწუხაროდ, სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზის გამო ნაკლებმოსალოდნელია, NATO დათანხმდეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის თხოვნას, დასავლეთის გაუბედაობის ძირითადი მიზეზი კი ძველია - რუსეთის ფაქტორი, რომელიც დღესაც ასე აშინებს ბებერ ევროპას...

vai jurnalisto
25 იანვარი 2014 09:30
ავტორს მინდა ვკითხო ასეთი სისულელების წერასჰი იღებ ხელფასს ის მაინც გაარკვიე რომელი სადენი სად გადის
Baku-Jeihan
24 იანვარი 2014 15:34
რატომ წერთ სისულელეებს?? რა უნდა ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენს, ან ბაქო-ერზერუმის გაზსადენს ახალგორთან??? ასე "ჰაერზე" როგორ უნდა დაწეროთ სტატია??? ახალგორის რაიონის საზღვართან გადის ბაქო-სუფსის ნავთობსადენი, რომელიც არავის არაფერში არ ადარდებს, და ევროპისთვის კი არა საქართველოსთვისაც კი არ არის სტრატეგიული.
გიგა
22 იანვარი 2014 00:01
არ დაიცავს ნატო გაზსადენს და იქნება რუსეთის მონა და სათამაშო!

რედაქტორის რჩევით