"დიდგორი" ახალ პროფესიას იძენს
27-01-2014
"დიდგორი" ახალ პროფესიას იძენს
ქართული "დიდგორების" რიგს ახალი დანიშნულების ჯავშანმანქანებიც შეემატა, რომელთა ოფიციალური პრეზენტაცია ამ კვირაში გაიმართება თბილისის საავიაციო ქარხნის აეროდრომის ანგარში.
"კვირის პალიტრას" მიეცა ექსკლუზიური საშუალება, ერთ-ერთი პირველი გასცნობოდა "დიდგორის" ახალ მოდიფიკაციას, რომელიც წინამორბედი "დიდგორებისგან" განსხვავებით, არ არის შეიარაღებული ტყვიამფრქვევებით, თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულება შეუძლია.
ამაზე მეტყველებს ახალი დანიშნულების "დიდგორის" სახურავზე სხვადასხვა ტიპის რადიოანტენების დამონტაჟება და ჯავშანმანქანის უკანა ნაწილი, რომელშიც თანამედროვე რადიოელექტრონული აპარატურაა დამონტაჟებული.

ქართული სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის "დელტასა" და ამერიკული კომპანია
HARRIS-ის ერთობლივი მუშაობის შედეგად ჯავშანმანქანა "დიდგორს" კორპუსის ნაწილი შეეცვალა - მასში დამონტაჟდა დახურული რადიოკავშირის აპარატურა, რომლის გამოყენებითაც შეიძლება საბრძოლო დანაყოფების მართვა ისე, რომ მოწინააღმდეგემ ვერ შეძლოს გა
დაცემული ინფორმაციის გაშიფვრა, ასევე - რადიოელექტრონული ჩახშობის სისტემის გამოყენება.

2008 წლის აგვისტოს ომმა მწარედ დაგვამახსოვრა, თუ რას ნიშნავს უწყვეტი და თანაც - დახურული რადიოკავშირი საბრძოლო მოქმედების დროს.

"დიდგორის" ჯავშანს შეუძლია ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისა და ჭურვის ნამსხვრევებისაგან საიმედოდ დაიცვას "ჰარისის"  ძვირად ღირებული რადიოელექტრონული აპარატურა.

alfa
14 თებერვალი 2014 12:41
უცებ არ მოიხმაროთ ეგ დახურული კავშირი, წერაკითხვა რომ არ იცის 90%მა
abuka
10 თებერვალი 2014 14:22
saqo შენ საერთოდ რა გინდა? უეჭველად სომეხა ხარ! მოღალატე სომეხა! რათ უნდა გაგიხარდეს ჩვენი წარმატება? შენნაირებისთვის ქართველის წარმატება,ყოველთვის თქვენ წარუმატებობლად მიგაჩნიათ!
vendeta
05 თებერვალი 2014 22:58
აე კიდე ზოგი ვაი ქართველი რა ნიშნის მოგებით საუბრობთ თქვენს ქვეყანაზე თქვენი არ არის ეს მიწა? თუ მარტო ჩემი და ჩემისთანების საომარ დასაცავია? ყველას ყველაფერი უნდა და მთავრობებს მნიშვნელობა არაქვს სამშობლო ერთია და პოლიტიკოსებო მიდიან და მოდიან ზოგიერთს ერთი წვეთი სისიხლი არ გაქვთ ქართული და ერთი ნერვი არ გიტოკავთ თქვენს ქვეყანაზე ოღონდ კუჭები დაიძღოთ.

რედაქტორის რჩევით