ამერიკული ხომალდები სოჭთან დრეიფობენ
10-02-2014
ამერიკული ხომალდები სოჭთან დრეიფობენ
ორი ამერიკული ხომალდის შავ ზღვაში შემოსვლამ მოსკოვი ძალზე გააღიზიანა...

სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყების წინ ხმელთაშუა ზღვიდან დარდანელისა და ბოსფორის სრუტეების გავლით შავ ზღვაში ორი ამერიკული ხომალდი - USS Mount Whitney და USS FFG-50 Taylor - შემოვიდა, რასაც კრემლის გაღიზიანება მოჰყვა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საჭიროებისას სოჭიდან ამერიკელი სპორტსმენებისა და ტურისტების სასწრაფო ევაკუაციისთვის იგი შავ ზღვაში ორ სამხედრო ხომალდს გამოგზავნიდა, ხოლო ოლიმპიურ თამაშებზე ტერორისტთა თავდასხმის შემთხვევაში ადლერის აეროპორტიდან ამერიკელების
სწრაფად გაყვანისთვის გერმანიაში ხუთი სამგზავრო თვითმფრინავი იქნებოდა მზად.
"მაუნტ უიტნი" ის ამერიკული სამხედრო ხომალდია, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ბათუმში ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოგვიტანა, თუმცა მაშინ პორტში ჩამოტვირთულ წყლის ბოთლებზე მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური მხარდაჭერა იმ ქვეყნისა, რომელმაც ხმელთაშუა ზღვის მე-6 ფლოტის ფლაგმანი ხომალდი საქართველოს ტერიტორიულ
წყლებში გამოგზავნა.
ამჯერად "მაუნტ უიტნისთან" ერთად შავ ზღვაში შემოსული "ტეილორი" ფრეგატის ტიპისაა და ძლიერი შეიარაღება არ აქვს, თანაც ამ ხომალდს მომავალ წელს ჩამოწერას უპირებენ.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ საშტაბო "მაუნტ უიტნისთან" ერთად შავ ზღვაში ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი DDG-61 ღამაგე შემოვიდოდა, რომელიც მრავალფუნქციური საბრძოლო საინფორმაციო მართვის სისტემით აეგის  არის აღჭურვილი და შეიარაღებულია ფრთოსანი "ტომაჰავკისა" და ანტისარაკეტო "სტანდარტის" ტიპის მართვადი რაკეტებით, მაგრამ როგორც ჩანს,  თეთრმა სახლმა გადაწყვიტა, კრემლი უფრო მეტად არ გაეღიზიანებინა და მაღალი საბრძოლო შესაძლებლობების "რემეჯი" ჩამოსაწერად გამზადებული "ტეილორით" შეცვალა.

მიუხედავად ამისა, რუსეთის ხელისუფლება წინააღმდეგია, ამერიკული სამხედრო ხომალდები რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდნენ. პენტაგონში კი აცხადებენ, რომ მათი ხომალდები შავი ზღვის პორტებს ესტუმრებიან, თუმცა არ აზუსტებენ, რომელი ქვეყნისას. რუსეთი მათ თავის ტერიტორიულ წყლებში არ უშვებს, უკრაინაში არსებული დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის გამო კი ძნელად წარმოსადგენია, ამერიკული ხომალდები სევასტოპოლისა ან ოდესის ნავსადგურებს მიადგნენ.
არ არის გამორიცხული, ამერიკელმა მეზღვაურებმა ღუზა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში - ფოთის ან ბათუმის პორტებში ჩაუშვან.

P.S. 7 თებერვალს სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის წინ აშშ-ის მე-6 ფლოტის საფლაგმანო ხომალდი Mount Whitney სოჭიდან 32 კმ-ის მოშორებით, ნეიტრალურ წყლებში დრეიფობდა.
ფრეგატმა თაყლორ-მა 7 თებერვალს დილით 12 კმ/სთ სიჩქარით გაცურა ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროს გასწვრივ (ნაპირიდან 30კმ-ის დაშორებით) და ადლერთან Mount Whitney-ს მიუახლოვდა.
მონტრეს 1936 წლის კონვენციის თანახმად, უცხო ქვეყნების სამხედრო ხომალდებს შავ ზღვაში ცურვა მხოლოდ 21 დღე-ღამის განმავლობაში შეუძლიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ თებერვლის ბოლოს ორივე ამერიკულ ხომალდს ბოსფორის სრუტიდან გასვლა მოუწევს, თუმცა ცხადია, სხვა ამერიკული ხომალდებით მათი ჩანაცვლება დაუბრკოლებლად შეიძლება.
vep1963
18 თებერვალი 2014 14:19
სწორედ ეხლა წყდება ყველაფერი და ის რაც ყველაფერი ამის შემდეგ ქართველებს დაგვემართოს ამაში ყველაფერზე ჩვენ თვითონვე ვიქნებით დამნაშავე ეს ასე იყო ადრეც და ასეა ეხლაც,და ამიტომ დამნაშავეებს სხვებში-რუსეთი,ამერიკა,ევროპა -ნუ ვეძებთ.მათ ყველას თავიანთი ინტერესები აქვთ.გვინდა რუსეთი ?კი ბატონო მაგრამ აქვე უნდა გვახსოვდეს რომ ისევ რუსეთთან მიჩოჩვით ცხოვრება მოგვიწევს ისევ რუსეთის რძენაწოვი ვაიქართველების მმართველობის ქვეშ სწორედ იმ ქართველებისა ,რომლებსაც ხელები მოყვასის სისხლით აქვთ გასვრილი და სწორედ რომ მათი გველობების გამოა სწორედ საქართველომ რომ ამდენი უბედურება გამოიარა და ფეხზე რომ ვერ დგება და ვერც დადგება მათ ხელში ვინაიდან მათი მენტალიტეტი არის გრუზინცული-მასვი ,მაჭამე,მალხინე-მაგრამ რის ხარჯზე,აი ეს კი საკითხავია.ამიტომაც ვიქნებით ისევ ვითომ ქურდი ბიჭები,ვითომ ძველი ბიჭები,ვითომ კარგი ბიჭები .ეს ვითომ იმიტომ დავწერე რომ სწორედ ასეთი ხალხი იყო რომ წამლის გულისათვის საკუთარ დედას რომ ჰყიდდენ და საკუთარი ხალხი და ქვეყანა გაჰყიდეს .ჩვენ თუ ისევ ეს გვინდა არაა პრობლემა.მაგრამ ჩვენ თუ გვინდა რომ ნორმალურ ქვეყანად ჩამოვყალიბდეთ და ქართველებმა და საქართველოს ყველა მოქალაქემ პატიოსანი შრომა და გარჯა ისწავლოს ამისატვის ერთი გზაა და ეს გზა ევროპა და ამერიკაა.არ დამიწყოთ ეხლა პედერასთი და გე ევროპა ამერიკაო.თუ გინდა რომ პედერასთი და გე იყო ამაში ხელს არავინ არ შეგიშლის ხოლო ძალით კი ამას არავინ არ გაგაკეთებინებს.ასე რომ აქაც არჩევანი შენზეა ანუ ქართველზეა გინდა რომ პედერასტი და გე იყო კი ბატონო გინდა რომ შენი პატიოსანი სწავლა გარჯით ცხოვრება აიწყო,გამდიდრდე და ამით შენი ქვეყანაც გაამდიდრო გააძლიერო კი ბატონო ასე რომ ჯერი და არჩევანი ქართველებზეა და რა არჩევანსაც გავაკეთებთ ამაში მერე სხვებს ნუ დავადანაშაულებთ.მაგალითად პოლონელებს მოვიყვან ის რაც მათ ევროპამ გაუკეთა პირველ მსოფლიო ომამდე -საჯიჯგნად მიუგდო გერმანელებსა და რუსებს-ამის მერე მათ ევროპისაკენ არც უნდა გაეხედათ ,ისინიც როგორც ჩვენ რუსეთის ჩექმის ქვეშ იყვნენ ,და მათაც არანაკლებ რყვნიდა რუსეთი,მაგრამ პოლონელმა ხალხმა იმდენი ქნა იშრომა იწვალა რომ როგორც კი საშუალება გამონახა ეგრევე ევროპას მიეკედლა რადგანაც მათი ერთადერთი ხსნა სწორედ ეს იყო .ასე რომ ქართველებო ჩვენი ბედი და არჩევანიც ისევ ჩვენს ხელშია.მე პირადად როგორც ერთი რიგითი ქართველი ,ჩემი ასაკიდან გამომდინარე მშვენივრად ვიცნობ როგორც რუსულ ესევე ევროპულ ცხოვრებასაც და ჩემდათავად რისი საშუალებაც მექნება ისე შევეწინააღმდეგები საქართველოს ისევ რუსულ წიაღში დაბრუნებას ,რადგანაც ეს იქნება საქართველოსა და ქართველების დეგრადირებისა და რყვნის გაგრძელება სხვა უბედურებებს რომ თავი დავანებოთ.ძნელია პატიოსანი შრომით ფულის შოვნა და ამ ფულით ჯიპებსა და სასახლეებს ერთ დღეში ვერ იყიდი ეს უნდა შევიგნოთ ქართველებმა .
14 თებერვალი 2014 10:57
უფალმა 40 წელი ატარა ებრაელები მოსეს წიმამძღოლობით უდაბნოში,სადაც მათ უამრავი განსაცდელი მოუვლინა, სანამ მონობაში ნაცხოვრები ყველა ებრაელი არ გარდაიცვალა, მცირე გამონაკლისით, მათ შორის მოსეც და მხოლოდ ამის მერე აღირსა მათ აღთქმული ქვეყანა,მთელი ამ დროის მანძილზე მისტიროდნენ ეგვიპტის მაძღარ მონობას,ამიტომ ცოტაც უნდა გავუძლოთ, გამარჯვება უკვე ახლოს არი,"თავისუფლება ლომთა ხვედრია!"
gio
12 თებერვალი 2014 22:38
პუტინის წინადადებაზე საქართველოს პრეზინდენტან შეხვედრის შესახებ ორიოდე სიტყვა რა თქმა უნდა შეხვედრა აუცილებელია მაგრამ უნდა იცოდეთ ყველამ დასავლეთზე უარის თქმა ტერიტორიების სანაცვლოდ იქნება დანაშაული ჩვენ დავკარგავთ ცივილიზებული სამყაროს ნდობას რაც მიგვიყვანს კატასტროფამდე და რუსეთის როლის გაზრდაზე მთელ კავკასიაში თანაც რუსეთი არასდროს დათმობს ტერიტორიებს ისე რომ იქ თვისი გავლენა არ შეინაჩუნის მოითხოვს თავისი კონტინგენტის დატოვებას რაღაც ფორმით რაც ჩვენთვის დამოუკიდებლობის დაკარგვის და იქ დაბრუნებული მოსახლეობის მონობის ტოლფასი იქნება თბილისში კი თავს მოგვახვევს მაფიოზურ ხელისუფლებას (ა ლია შევარდნაძე) თანაც გაითვალისწინეთ რას მოუტანს ჩვენს ეკონომიკას რუსეთთან კავშირი სჯობია დაცდა რუსეთის არსებობა ისევ დასავლეთის ხელშია რადგან დასავლეთი მთლიანად აკონტროლებს რუსეთის ეკონომიკას ქართველებმა ერთხელ მაინც გამოიჩინეთ წინდახედულობა და ნუ დაუკარგავთ ქვეყანას მომავალს.

რედაქტორის რჩევით