უკრაინულ ოპოზიციას ყირიმელი სნაიპერები ბრიტანული შაშხანებიდან ესროდნენ
24-02-2014
უკრაინულ ოპოზიციას ყირიმელი სნაიპერები ბრიტანული შაშხანებიდან ესროდნენ
უკრაინის უმაღლესი რადას დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელიც კიევის ცენტრში სამართალდამცავების უკანონო ქმედებებს იძიებს, დაადგინა, რომ დაღუპულ ოპოზიციონერთა უმეტეს ნაწილს ჭრილობები სნაიპერთა ტყვიით აქვს მიყენებული.

ჟურნალისტებისა და ჩვეულებრივი მოქალაქეების გადაღებული ფოტო და ვიდეოკადრების საფუძველზე კომისიამ დაასკვნა, რომ 20 თებერვალს მომიტინგეებს დამიზნებით ესროდნენ უკრაინის შსს-ს შინაგანი ჯარების ყირიმის ტერიტორიული სამმართველოს სნაიპერები. ამ ტრაგიკულ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე უკრაინის შინაგანი ჯარების სარდლობამ შეიძინა 80 ერთეული ბრიტანული წარმოების სნაიპერული შაშხანა, რომელთა ნაწილი მაიდანზე ოპოზიციის
წინააღმდეგ გამოიყენეს.
კომისია მოითხოვს სპეცრაზმელების 20 თებერვლის ღამის რადიოსაუბრების ჩანაწერების ამოღებას, რომელთა დახმარებით გაიშიფრება, რომელი სნაიპერი სად იმყოფებოდა და რა მიმართულებით ისროდა. კომისიის წევრები ყველა ამ სნაიპერული შაშხანის ბალისტიკურ შემოწმებასაც აპირებენ, რათა დაადგინონ, რომელი მათგანის ტყვიით მოკვდა და დაიჭრა ესა თუ ის დემონსტრანტი.

კიევის ცენტრში
სნაიპერული შაშხანებით ოპოზიციონერთა დახოცვა მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაული არ არის - ამ ფაქტს შეიძლება პოლიტიკური შეფასებაც მიეცეს. ცნობილია, რომ მოსკოვი დიდი ხანია, ფარულად ცდილობს, რუსეთის შემადგენლობაში დააბრუნოს ყირიმის ნახევარკუნძული, რომელიც 1954 წელს საბჭოთა კავშირის მაშინდელმა ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას გადასცა.

ყირიმში ძლიერი რუსული ლობი არსებობს და ღმერთმა ნუ ქნას, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქროს. მოსკოვი ყირიმის დასაბრუნებლად, ალბათ, იმავე მეთოდებს გამოიყენებს, რომელთაც საქართველოში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მე-20 საუკუნის ბოლოდან იყენებდა.
უკრაინაში, კერძოდ, კიევში, სიტუაცია სწრაფად იცვლება. ახლა მთავარია, სადავეების ხელში აღება შეძლონ ოპოზიციის ლიდერებმა, რომელთაც მაიდანზე შეკრებილი რადიკალური შეიარაღებული ოპოზიციის ნაწილი არ ემორჩილება.
glaxuna
18 მარტი 2014 14:40


არ დაწყნარდება და მარტივ-მამრავლებად აქცევენ ამ მუდამ მენტალურად ავადმყოფ,ყოვლად უსამართლო,აზროვნება და გონებაშეზღუდული მოდგმის ქვეყანას!!!
თემო
25 თებერვალი 2014 22:28
რუსეთი არ დაწყნარდება მანან სანამ უკრაინის საკითხს არ გადაწყვეტს ისე როგორც მას ჭირდება...............................................

რედაქტორის რჩევით