ავღანეთშიც და მალე აფრიკაშიც...
24-02-2014
ავღანეთშიც და მალე აფრიკაშიც...
საქართველოს ხელისუფლება აფრიკაში ევროკავშირის დასახმარებლად ქართულ ასეულს მაისში გაგზავნის

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დააკმაყოფილოს ევროკავშირის თხოვნა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად მაისში ექვსი თვით ქართული ასეული გაგზავნოს.

შარშან საუბრობდნენ სამხედროთა გაგზავნაზე ასევე აფრიკაში, ოღონდ მალის რესპუბლიკაში, სადაც 2013 წლის 11 იანვარს ისლამისტებთან საბრძოლველად ფრანგი მედესანტეები გადასხეს.
ქართული სამხედრო კონტინგენტი შეიძლება მალიშიც გაიგზავნოს, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ მხოლოდ ის არის, რომ მაისში ჩვენი სამხედროები ექვსი თვით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში
გაემგზავრებიან.

ორ სხვადასხვა რეგიონში - კოსოვოსა და ერაყში - ერთდროულად ორ სამხედრო მისიას ქართველი სამხედროები უკვე ასრულებდნენ, ხოლო 2004 წელს 50 მებრძოლი რამდენიმე თვით ავღანეთშიც იმყოფებოდა, ანუ ქართული არმია ერთდროულად სამ საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობდა.
რა ხდება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში?

მარტო დიქტატორ ბოკასას სახელის ხსენებაც საკმარისია,
რომ ცხადი გახდეს, სად ვგზავნით ქართველ სამხედროებს. 1965 წელს ქვეყნის სათავეში სამხედრო გადატრიალების შედეგად მოსული პოლკოვნიკი ბოკასა მთელ მსოფლიოში იმით გახდა ცნობილი, რომ ოპოზიციის ლიდერების ხორცს ჭამდა, ხოლო ერთხელ მინისტრთა კაბინეტს თავისი მოკლული ერთ-ერთი მინისტრის ხორცითაც გაუმასპინძლდა.
1979 წელს ბოკასას რეჟიმი ფრანგმა პარაშუტისტებმა დაამხეს და პარიზმა ამ ქვეყანაზე თავისი გავლენა აღიდგინა (1903-?1960 წლებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორია საფრანგეთის კოლონია იყო).

ბოკასას ჩამოგდების შემდეგ ამ ქვეყანაში არაერთი სამხედრო გადატრიალება მოხდა. 1993 წელს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა კვლავ დამოუკიდებელ ქვეყანად იქცა. 2013 წლის გაზაფხულზე კი ძალაუფლება ხელში ჩაიგდო აჯანყებულთა ალიანსმა "სელეკამ", რომელმაც ფრანგებისადმი ლოიალურად განწყობილი მთავრობა დაამხო.
წლის ბოლოს ფრანგებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 1200 მედესანტე გადასხეს, გარდა ამისა, იქ იმყოფება აფრიკის კავშირის ქვეყნების 3 ათასამდე სამხედრო, რომელთა რიცხვის გაორმაგება უახლოეს მომავალშია დაგეგმილი, ფრანგები კი დამატებით 400 სამხედროს გაგზავნას აპირებენ.
ევროკავშირი აპირებს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში შვედეთის, პოლონეთის, ბელგიის, ფინეთის, სლოვენიის, ლიტვისა და ესტონეთის სამხედრო კონტინგენტებიც გაგზავნოს, რადგან კონფლიქტის ზონაში ძალზე დაძაბული სიტუაციაა, ყოველდღე ხდება შეიარაღებული შეტაკებები და არცთუ იშვიათია კანიბალიზმის შემთხვევებიც.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა ძალიან ღარიბი ქვეყანაა, თუმცა იქ მოიპოვება ალმასი, რაც ეტყობა, ევროპული ქვეყნების დაინტერესების მთავარი მიზეზია.
ერაყში ამერიკელების გულის მოსაგებად გავგზავნეთ ქართველი სამხედროები, ავღანეთში - NATO-ს მხარდასაჭერად, ახლა აფრიკაში ევროკავშირის თხოვნას შევასრულებთ...

P.S. აფრიკაში ქართველი სამხედროების გაგზავნა უკვე გადაწყვეტილია (თუმცა ასეულის ნაცვლად ოცეულიც საკმარისი იქნებოდა), მაგრამ იმედი გვაქვს, ავღანეთის მსგავსად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიც ქართულ ასეულს ბატალიონად არ ვაქცევთ...
gega
16 ნოემბერი 2014 17:27
მშვენიერი გადაწყვეტილებაა აბსოლიტურად მივესალმები. რატქმაუნდა უნდა გაემგზავრონ და სადაც ეტყვიან იქ წავიდნენ. ჯარის კაცო სმენააა !!!
Jondi
09 მარტი 2014 20:33
ana,

საბავშვო ბაღიდან წერ? საგრანგეთს არ უღიარებია აფაზეთის დამოუკიდებლობა, და კიდევ ერთხელ ნუ ხარ ცრუპენტელა მატყუარა...

შენ მხლოდ მიწას ხედავ როგორც დოვლათს, არ გესმის ის რომ თალიბანის მოსვლა ავღანეთში ნიშნავს ტერორისტულ სახელმწიფოს და ეხლა თუ ამას დაუშვებთ ზეგ შენც მოგადგებიან სახლში ტერორისტები და ჩვენი ბიჭები ამას ებრძვის.

რაც შეეხება აფრიკას, იქ მცირერიცხოვანმა შეიარაღებულმა ბანდება ხელში ჩაიგნედს რამოდენიმე პროვინცია და ადგილობრივებს ეთნიკუ ნიადგზე კლავენ! თუ მართლა ღმერთის გჯერა(არადა დარწმუნებული ვარ აქაც ყალბი ხარ) ეს ვინმემ უნდა შეაჩეროს, და ამ კარგ საქმეში ჩვენი ბიჭებიც უნდა ჩაერთვენ...რაც შეეხება სტუმრობას შენი მოკლე ტვინი ვერ მიხვდა იმას რომ ევროპის ოჯახზე მკონდა საუბარი და
არა აფრიაკში სტურმობაზე.

შეიგნე რომ ესე მუქთახორულად ვერ ვიარსებებთ!

Tremor
07 მარტი 2014 08:09
ANA-ს, კაი, გისმენთ. რაში ხედავთ გამოსავალს? როგორ შევიდეთ ნატოში და ევროკავშირში? გისმენთ თქვენო მაღალაღმატებულებავ.

რედაქტორის რჩევით