ფრანგები მოსკოვს "მისტრალს" ჯერჯერობით არ გადასცემენ - კვირის პალიტრა

ფრანგები მოსკოვს "მისტრალს" ჯერჯერობით არ გადასცემენ

დღეისათვის რუსეთთან ერთ-ერთი ძვირად ღირებული ხელშეკრულება დასავლეთის ქვეყნებიდან საფრანგეთს აქვს გაფორმებული - რუსეთმა 1,2 მლრდ ევროდ ორი ფრანგული სადესანტო შვეულმზიდი-დოკი "მისტრალი" შეუკვეთა პარიზს, რომელთაგან პირველი, "ვლადივოსტოკი" უკვე საზღვაო გამოცდას გადის და ოფიციალურ მოსკოვს, წესით, ოქტომბერში უნდა გადასცენ.

საფრანგეთის ხელისუფლებამ ვერ გაბედა "მისტრალების" ხელშეკრულების მთლიანად ანულირება, რადგან ეს დიდ ჯარიმასთან იქნება დაკავშირებული.

ოფიციალურმა პარიზმა შუალედური გადაწყვეტილება მიიღო - დაიცადოს ოქტომბრამდე და მერე გადაწყვიტოს, გადასცეს პირველი "მისტრალი" თუ არა რუსეთს, რომელსაც ხელშეკრულების თანხის ნახევარზე მეტი გადახდილი აქვს.