აღმოსავლეთ უკრაინაში ტყვიის გასროლას რუსეთის არმიის შეჭრა მოჰყვება...
14-04-2014
აღმოსავლეთ უკრაინაში ტყვიის გასროლას რუსეთის არმიის შეჭრა მოჰყვება...
NATO-მ გააკეთა ის, რაც 2008 წელს აგვისტოს ომის წინ ასე სჭირდებოდა საქართველოს - ოფიციალურად გამოაქვეყნა კოსმოსური დაზვერვისას გადაღებული ფოტოსურათები, სადაც კარგად ჩანს საზღვართან თავმოყრილი რუსეთის შეიარაღებული ძალების სახმელეთო და საჰაერო დაჯგუფებები. ამ ფოტოსურათებზე უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან იერიშისთვის გამზადებული რუსული საბრძოლო დანაყოფებიც მოგხვდებათ თვალში. ასეთივე სადაზვერვო ფოტომასალა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ან სულაც აშშ-ს 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში რომ გამოექვეყნებინა, მთელი მსოფლიო დაინახავდა, როგორ ემზადებოდა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დასაწყებად.

ამჯერად ჩრდილოატლანტიკურმა
ალიანსმა გაბედა და გაავრცელა ორ ათეულამდე კოსმოსური სადაზვერვო ფოტოსურათი, რომლებზეც ასახულია რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კერძოდ ბელგოროდში, ბუტურლინოვკაში, კუზმინკაში, ნოვოჩერკასკში, ეისკში, პრიმორსკო-ახტარსკში მინდვრებში სოკოებივით აღმოცენებული რუსული საბრძოლო დანაყოფების საველე ბანაკები, რომლებიც 2013 წლის სადაზვერვო ფოტოსურათებზე არ ჩანან.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი რუსული დასახლებული პუნქტები უშუალოდ ესაზღვრება
უკრაინის ხარკოვის, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებს, ანუ იმ რეგიონებს, სადაც დღეს პრორუსი სეპარატისტები ერთმანეთის მიყოლებით იკავებენ ადმინისტრაციული და მილიციის შენობებს.
უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ ამ სეპარატისტებს 48-საათიანი ვადა მისცა შენობების გასათავისუფლებლად, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო.

კიევს სრული უფლება აქვს, ადმინისტრაციული შენობების გასათავისუფლებლად ანტიტერორისტული ოპერაციები ჩაატაროს, მით უმეტეს, რომ ამ შენობებში მყოფი სეპარატისტები შეიარაღებული არიან და არც მალავენ "კალაშნიკოვის" ავტომატებს.

თუმცა, ალბათ, კრემლიც სწორედ ამას ელოდება, რადგან ასეთი ანტიტერორისტული ოპერაცია მსხვერპლის გარეშე ვერ ჩაივლის, რის შემდეგ მოსკოვი რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის საბაბით საზღვართან თავმოყრილ 40-ათასიან დაჯგუფებას უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონის დასაპყრობად დაძრავს.
მეორე მხრივ, თუკი უკრაინის ხელისუფლება არ აღადგენს საკონსტიტუციო წყობას დონეცკში, ლუგანსკსა და ხარკოვში, რუსი სეპარატისტები იქაც ჩაატარებენ უკანონო რეფერენდუმს, ამ რეგიონების დამოუკიდებლობას გამოაცხადებენ და ბოლოს და ბოლოს, რუსეთი ყირიმივით მიიერთებს აღმოსავლეთ უკრაინას.
ana
24 აპრილი 2014 02:19
ყველამ კარგად იცის და იცოდა ყველაფერი.. 2008 წლისაც და მანამდელიც.. არავინ არ გახდა ჩვენი ქომაგი. დრესაც ისევ უნიატი და არაფრის მაქნისი მტავრობის წყალობიტ უკან-უკან მივდივარტ.. არაფერი იქნება გასაკვირი რომ ერტ დღეს რუსეტმა მარშიტ რუსტაველზე გაიარონ და ისე მოიქცნენ როგორც სოხუმში და სამაჩაბლოში.,უკრაინაშიც.რა ამერიკა ან პენტაგონი გაუწევს წინააღმდეგობას.??არავინაც არ დაგვეხმარება. სამაგიეროდ უნიატმა მტავრობამ საჭიროა ქარტული ჯარის ნაწილები გამოიყვანოს სადაც ყავს გაგზავნილი და ჩააყენონ საზღვრებტან..იქნებ ..იქნებ...
imerbesi
17 აპრილი 2014 01:35
მიშას არ ქონდა წვდომა 2008 წელს ასეთ სადაზვერვო მასალაზე და ამერიკა მის პაიკს თვალდახუჭული ანდობდა ამ რუსულ დათვს? ყველამ ყველაფერი იცოდა და რუსეთი რასაც მოიმოქმედებდა ესეც იცოდნენ.მიშამაც წინასწარვე გაგვწირა ამერიკამაც.
Neka
16 აპრილი 2014 20:09

Rusuli Imperiis dasasrulis suni mzems .

რედაქტორის რჩევით