გავიმეორებთ საბედისწერო შეცდომას, თუ დავაბრუნებთ სამშობლოს დასაცავად...
14-04-2014
გავიმეორებთ საბედისწერო შეცდომას, თუ დავაბრუნებთ სამშობლოს დასაცავად...
მაშინ, როდესაც რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესიის წინ ქუდზე კაცია გამოსაყვანი, ქართული არმიის ქვეითების 10% სამშობლოდან ისევ ათასობით კმ-ის დაშორებით იმყოფება...

2008 წლის 8 აგვისტოს, საქართველოში რუსული სამხედრო შენაერთების შემოჭრისას, ქართული არმიის ორი ათასი მებრძოლი ერაყში საერთაშორისო სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობდა. მართალია, მათი უმრავლესობა ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით 11 აგვისტოს დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ მათ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა თითქმის აღარ მიუღიათ...

რამდენიმე წლის შემდეგ უკვე ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ აგვისტოს ომამდე, სიტუაციის დაძაბვის
გამო, ქართული სამხედრო კონტინგენტის საქართველოში დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა, რადგან შეიძლებოდა, დასავლელ პარტნიორებს მისი ეს ნაბიჯი არასწორად შეეფასებინათ...
იმ დღეებში სენაკიდან ცხინვალისკენ გადმოისროლეს მე-2 ქვეითი ბრიგადა, რამაც თითქმის მთლიანად გააშიშვლა დასავლეთის მიმართულება (ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადაც ცხინვალთან იდგა). ამით ისარგებლა მოწინააღმდეგემ - სენაკის სამხედრო ბაზაში
უპრობლემოდ შეიჭრა და გაძარცვა.

მას შემდეგ თითქმის ექვსი წელი გავიდა და სამწუხაროდ, კვლავ არის მოსალოდნელი, მაშინდელი სიტუაცია გამეორდეს. რუსეთის სამხედრო აგრესია შეიძლება განახლდეს, 1600 ქართველი მებრძოლი  კი ამჯერად უფრო შორს - ავღანეთის სამხრეთით, ISAF-ის მისიაში მონაწილეობს.

რატომ გაიზარდა ქართული სამხედრო კონტინგენტი 173 სამხედროდან (2009 წელი) 1561-მდე (2013 წლის დასაწყისი), ცალკე საუბრის თემაა, თუმცა იმედი გვაქვს, ის ქართველი დიპლომატები, რომლებიც ბრიუსელში,  NATO-ს შტაბბინაში, ესწრებოდნენ სხდომას, სადაც საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტნიორებს ავღანეთში ქართველი სამხედროების რაოდენობის გაზრდა შესთავაზა, ადრე თუ გვიან იტყვიან, როგორ გააოგნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობა ამ მოულოდნელმა ინიციატივამ, რადგან საქართველოს ამას არავინ სთხოვდა.

მეორე მხრივ, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას შეეძლო შეეცვალა პრეზიდენტ სააკაშვილის დაუსაბუთებელი და შეიძლება ითქვას, პირადი პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მათ რატომღაც თავი შეიკავეს.

შედეგად დღეს შეიქმნა თითქმის ექვსი წლის წინანდელის მსგავსი ვითარება - რუსეთმა შეიძლება საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები დაიწყოს, 1600-მდე ქართველი ქვეითი კი ისევ საქართველოდან შორს არის და ვერ შეძლებს სამშობლოს დაცვას. სამწუხაროდ, ავღანეთიდან ქართველ მებრძოლებს ისევე სწრაფად ვერ ჩამოიყვანენ, როგორც ეს 2008 წელს შეძლეს, რადგან ერაყიდან საქართველომდე ამერიკულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს მხოლოდ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი თურქეთის საჰაერო სივრცის გადმოჭრა დასჭირდათ, ავღანეთიდან ქართველი მებრძოლების სამშობლოში სასწრაფოდ დასაბრუნებლად კი საჭიროა თურქმენეთისა და აზერბაიჯანის საჰაერო სივრცეების გადმოლახვა და კასპიის ზღვაზე გადმოფრენა. არ არის გამორიცხული, რუსეთის პოლიტიკური ზეწოლის შედეგად თურქმენეთმა შეაფერხოს ან დროებით აკრძალოს ამერიკული თვითმფრინავების ფრენა მათ საჰაერო სივრცეში. შესაძლოა, პრობლემები შეიქმნას კასპიის ზღვაზე ფრენისასაც.

მეორე და უფრო მნიშვნელოვანი დაბრკოლება წამოიქმნება, თუკი რუსეთის საბრძოლო ავიაციამ ჩაკეტა საქართველოს საჰაერო სივრცე და დაიკეტა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ისევე, როგორც ქუთაისისა და ბათუმის (თუმცა ბათუმს ისედაც არ შეუძლია მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების მიღება) აეროპორტები. მარნეულის აეროდრომი საჰაერო თავდასხმების მთავარი სამიზნე გახდება (როგორც მოხდა 2008 წლის აგვისტოში) და ავღანეთიდან 1600-მდე ქართველი სამხედროს სამშობლოში სწრაფი დაბრუნება შეუძლებელი აღმოჩნდება.

ამ მოსაზრებას ოპონენტებმა შეიძლება დაუპირისპირონ არგუმენტი, თითქოს ახლა, როდესაც ახლოვდება NATO-ს სექტემბრის სამიტი უელსში, სადაც საქართველოს შეიძლება ასე ნანატრი MAP-ი (ალიანსში გაწევრების სამოქმედო გეგმა) მისცენ, დიდი შეცდომა იქნება ავღანეთის მისიიდან ქართველი სამხედრო კონტინგენტის გამოყვანა.
ამ ადამიანებს ვუპასუხებთ: არ არის საჭირო, მთელი კონტინგენტი გამოვიყვანოთ, დავტოვოთ ISAF-ში სიმბოლური წარმომადგენლობა, შტაბის ოფიცრები, ან მაქსიმუმ - ოცეული, რათა დავრჩეთ NATO-ს ამ ოპერაციის მონაწილეებად ISAF-ის მისიის დასრულებამდე.

ძალზე საეჭვოა, NATO-ს ხელმძღვანელობას ან დასავლეთის რომელიმე ლიდერს ენა მოუბრუნდეს ჩვენზე რაიმე ცუდის სათქმელად, რადგან ნაწილობრივ ოკუპირებულმა საქართველომ 2009 წლის შემოდგომიდან დღემდე ავღანეთში, ISAF-ის მისიაში, როტაციის პრინციპით 10 ათასზე მეტი სამხედრო გაგზავნა, რომელთაგან, სამწუხაროდ, 29 დაიღუპა, 250 კი დაიჭრა!

არ გვინდა, ამ ხელისუფლებამაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საბედისწერო შეცდომა გაიმეოროს, რადგან დღეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად თითოეული მებრძოლი მნიშვნელოვანია.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შტატით 37 ათასი მებრძოლია, მაგრამ რამდენია სინამდვილეში, ეს სახელმწიფო საიდუმლოებაა, თუმცა სპეციალისტებმა დიდი ხანია იციან, რომ დაკომპლექტება არასრულია.
რეალურად ქართულმა არმიამ ბრძოლაში შეიძლება 17-18 ათასი ავტომატიანი ქვეითი გამოიყვანოს (ამ რაოდენობაში არ შედიან არტილერისტები, ტანკისტები, მენაღმეები, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სპეციალისტები, ლოგისტიკის თანამშრომლები).

ავღანეთში გაგზავნილ 1600-მდე სამხედროს თუ დავამატებთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მაისში გასაგზავნ 150 კაცს, გამოდის, რომ ქვეყნის გარეთ ბრძოლისუნარიანი ქვეითი დანაყოფების 10% გვეყოლება გაგზავნილი, რასაც არც ერთი იმ ქვეყნის ხელისუფლება არ გააკეთებს, რომელსაც ყოველ წუთს ელის აგრესიული, ძლიერი მეზობლის სამხედრო შემოტევა...

P.S. გასულ კვირას  ISAF-ის მისიაში ქართული არმიის სამთო-სადაზვერვო ბატალიონი გაიგზავნა, რომელიც ავღანეთში, ყანდაარის პროვინციაში 6 თვე დარჩება. არადა, სამთო მზვერავები უნდა ყოფილიყვნენ ის ეფექტური ძალა, რომელსაც 2008 წლის 8 აგვისტოს როკის გვირაბიდან ჯავამდე ხევში გამავალი ვიწრო გზის რამდენიმე ადგილას ბლოკირება შეეძლო და ახლაც ბევრის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ისინი სამშობლოდან ორი ათასი კმ-ის დაშორებით სხვა ქვეყნის სიმშვიდეს იცავენ...

ერეკლე
26 აპრილი 2014 10:21
არა არა, თქვენი ადგილი; ომში კი არა, მურიან ბუხრის ხვრელშია! ღრმულში.
იქ იყავით,სანამ რუსები ზედ არ დაგაკლავენ! (ოჯახის წევრებიანად)სანამ ხელს არ გაანძრევთ!
Tremor
24 აპრილი 2014 10:30
GLAXUNA -ს ამ "სტრატეგებს" მემგონი ავიწყდებათ, რომ რუსეთის გარდა სომხები და აზერები გვყავს მეზობლად, რომლებიც პირველივე შესაძლებლობისთანავე ჯავახეთის და ბორჩალოს ავტონომიების შექმნას მოითხოვენ. (რა, აქამდე არ გაუკეთებიათ თუ რა?!) ორივეს ჩვენზე რამოდენიმეჯერ დიდი ჯარი ჰყავს. ხოდა თუ ვინმეს ჰგონია, რომ მხოლოდ სამშვიდობო მისიებისათვის სამყოფი ჯარით ვინმეს სადმე გავწვდებით ახლავე ვურჩევ, რომ ფსიქიატრთან ინტენსიურ თერაპიაზე ჩაეწეროს.
ახლა რაც შეეხება ე.წ. "საჯიშე ბიჭებს", რას ეძახით საჯიშე ბიჭებს, არსებებს, რომელთაც სოროში შეძრომა ურჩევნიათ, საკუთარი დედის გინება, ლოთობა, ნარკომანობა და აშ? თუ ისეთ ვაჟკაცებს, რომლებიც ფარად გადაეფარებიან ოჯახს და ქვეყანას? რა გინდათ ვირთხებივით იარსებოთ და ჩაძაღლდეთ, თუ კაცურად გაზრდილი და თუ საჭირო იქნება ქვეყნის (ანუ ოჯახის) სიყვარულს შეწირულ ადამიანებად ჩაეწეროთ ისტორიაში? ვინმეს თავი უკვდავი ხომ არ გგონიათ? ამას ისეთი ქალები და კაცები წერენ ოჯახში, რომ არ გაზრდილან. არ იციან რა არის მამული, ენა და სარწმუნოება. საცოდავი არსებები ხართ.
ქვეყნის გაძლიერება მარტო ჯარის გაზრდითაც არ ხდება. რთული პროცესია, სისტემური და ურთიერთ-გადაჭდობილი. და ყველაფერი იმით იწყება, რომ შვილს ზრდილობა ასწავლო, საქართველოს ისტორიის საუკეთესო მაგალითებზე გაზარდო და სასირცხვილოებზე მიუთითო რომ არ გაიმეოროს, დანა-ჩანგლით ჭამა ასწავლო, ბუნების მოფრთხილება ჩაუნერგო გულსა და გონებაში, ნაგვის ძირს არ დაყრას მიაჩვიო, სამართლიანობა და გამბედაობა ჩამოუყალიბო... მაგრამ რაა მამული, წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული!
glaxuna
20 აპრილი 2014 20:40


დავით რატ არ გესმის ?!...შეეშვი მონური სულისკვეთების ცხოვრების პროპაგანდას ?!

მაგ სულისკვეთების რომ ყოფილიყო ოდიდგანვე ქართველი ერი,დღეს ქართული დაბოლოებებიც არ იარსებებდა!!!

მართლა დაბრუნდით რეალობაში!


ანუ ეცადეთ მაინც გამოხვიდეთ...ყველაზე მასონური,შოვისტურ-ფაშისტური იდეების აყროლებული, ,ყოვლად უსამართლო რუს-მონღოლთა პ რ ო პ ა გ ა ნ დ ი ს ა გ ა ნ,რუსული სამყაროდან და იაზროვნეთ ,იფიქრეთ და იმსჯელეთ როგორც თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი ადამიანი,მოქალაქე!!!

გასაგებია

Русскому народу свобода не нужна. Этот народ всю свою историю был стадом тупых, равнодушных и безгласных рабов. Время от времени этот народ использовали в качестве пушечного мяса для войн и революций, и тогда он временно превращался в стадо кровожадных, похотливых и пьяных свиней. Читайте об этом очевидцев - Ивана Тургенева, Антона Чехова, Льва Толстого, Исаака Бабеля, Ивана Бунина.
Где народ Росии, ? Да все там же, где и был всегда - вон он, хрюкает у корыта.


მაგრამ

მანდ მცხოვრებმა სხვა ეროვნების ხალხმა მაინც!

შეგახსენებ...



სადღეისოდ რუსეთი იკავებს:
1-ლ ადგილს მსოფლიოში მოსახლეობის კლებით;
1-ლ ადგილს მსოფლიოში ხანდაზმულთა შორის თვითმკვლელობების რაოდენობით;
1-ლ ადგილს მსოფლიოში ბავშვებსა და მოზარდებს შორის თვითმკვლელობების რაოდენობით;
1-ლ ადგილს მსოფლიოში განქორწინებებისა და ქორწინების გარეთ დაბადებულ ბავშვთა რაოდენობით;
1-ლ ადგილს მსოფლიოში მშობლების მიერ მიტოვებული ბავშვების რაოდენობით;
1-ლ ადგილს მსოფლიოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობით;
1-ლ ადგილს მსოფლიოში ფსიქიკურად დაავადებული პაციენტების რაოდენობით;
1-ლ ადგილს მსოფლიოში ადამიანებით ვაჭრობის მოცულობით;
1-ლ ადგილს მსოფლიოში აბორტებისა და მშობიარობისას დაღუპული ქალების რაოდენობით;

...
писал Салтыков-Щедрин "Если я усну и проснусь через сто лет и меня спросят, что сейчас происходит в России, я отвечу, — ПЬЮТ И ВОРУЮТ". Как была россия отбросами человечества так и осталась.

ღ მ ე რ თ მ ა დაიფაროს კაცობრიობა მაგ სამყაროდან!!!
და ბოლოს,ფინელების მაგალითი თუარაა საკმარისი, ისრაელის მაგალითი მაინც უნდა მივიღოთ!!!

რედაქტორის რჩევით