ვის დაემუქრებიან "კროკოდილები" ერევნიდან?
21-04-2014
ვის დაემუქრებიან "კროკოდილები" ერევნიდან?
ერებუნის აეროდრომზე რუსეთიდან 18 შვეულმფრენს გადაისვრიან...

აღარავისთვის არის საიდუმლო, რომ ბოლო დროს მოსკოვმა სომხეთში გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზის გამალებული გადაიარაღება დაიწყო.

თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის ტერიტორიაზე მხოლოდ სახმელეთო საბრძოლო ტექნიკის განახლებაზე როდი ზრუნავს. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების - "სმერჩების" თუ საზენიტო-სარაკეტო "ბუკების" გარდა სომხეთში რუსეთიდან მალე ჩაიტანენ 18 ერთეულ შვეულმფრენს, რომლებიც გიუმრის ნაცვლად ერევანთან, ერებუნის სამხედრო აეროდრომზე განთავსდება.

ერებუნის სამხედრო აეროდრომზე - "ერევან-იუჟნიზე", რომელიც საერთაშორისო აეროპორტ "ზვარტნოცის" სამხრეთ-აღმოსავლეთით
ოთხიოდე კმ-ის მოშორებით მდებარეობს, დღეს განთავსებულია სომხეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სულ მცირე 15 ერთეული სამხედრო-სატრანსპორტო Ми-8 და საბრძოლო Ми-24 ტიპის შვეულმფრენი, ასევე რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების 426-ე საავიაციო ჯგუფის 18 ცალი МиГ-29 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი.

რუსული გამანადგურებლების ძირითადი საბრძოლო ამოცანაა საჰაერო უპირატესობის მოპოვება და მეწამორის ატომური ელექტროსადგურის
ჰაერიდან დაცვა, თუმცა ბოლო დროს რუსმა პილოტებმა სომხეთის მთაგორიან რელიეფზე დაბალ სიმაღლეზე ფრენა და სახმელეთო სამიზნეებზე იერიშის მიტანაში ვარჯიშიც დაიწყეს.
სომხეთში რუსული შვეულმფრენების გადასროლის წინ ერებუნის აეროდრომზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები რუსული ცალკეული საშვეულმფრენო ესკადრილიის ბაზირებისთვის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად.
წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ის 18 შვეულმფრენი, რომლებსაც რუსეთი სომხეთში გადაისვრის, იქნება Ми-24П, Ми-8МТ და Ми-8СВМ ტიპის საფრენი აპარატები.

Ми-24П საბრძოლო შვეულმფრენია და სახმელეთო სამიზნეების დასაზიანებლად არის განკუთვნილი, Ми-8МТ, ძირითადად, საჰაერო დესანტის გადასასხმელად გამოიყენება, თუმცა მასაც შეუძლია საჰაერო იერიშის განხორციელება, ხოლო Ми-8СВМ სპეციალური რადიოელექტრონული აპარატურით არის აღჭურვილი, რომელიც მოწინააღმდეგის რადიოკავშირის სისტემის გამართულ მუშაობას აფერხებს.

სხვადასხვა დანიშნულების შვეულმფრენებით დაკომპლექტებული საშვეულმფრენო ესკადრილიის სომხეთში განთავსება რუსეთს საშუალებას მისცემს, აზერბაიჯანის ან საქართველოს წინააღმდეგ ეფექტურად განახორციელოს სახმელეთო-საჰაერო ოპერაციები.

თუკი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები განახლდა, რუსულ Ми-24-ებს - "კროკოდილებს" - უცილობლად გამოიყენებენ სომხეთის არმიის დასახმარებლად და აზერბაიჯანული ჯავშანტექნიკის დასაზიანებლად.
რაც შეეხება საქართველოს - სომხეთიდან აფრენილი შვეულმფრენები ჰაერიდან დაიცავს იმ რუსულ ჯავშანკოლონებს, რომლებმაც შეიძლება ოკუპირებული ცხინვალიდან სომხეთის საზღვრისკენ გაჭრა სცადონ...
გიორგი
04 მაისი 2014 02:00
რას ბოდიალობ ბიძია შენ?! თლა გარეკა ამ ხალხმა !
ერეკლე
28 აპრილი 2014 19:55
ჩვენი მეფეები ყოველთვის იმონებდნენ; დიდ სახელმწიფოებს.
ერეკლე
28 აპრილი 2014 19:51
დამიჯერეთ ქართველებო! მოვა ქართველი კაცი, რომელიც რუსებს დაიმონებს და სომხებს გადააშენებს. წარსულის ცოდვებზე პასუხ გაუცემელი არავინ ყოფილა! არც სომეხი, არც რუსი არავინ. თითოეული ქართველის ცრემლისათვის ერთი რუსი შეიწირება მსხვერპლად.

რედაქტორის რჩევით