დნესტრისპირეთიდან ოდესას დაარტყამენ?
28-04-2014
დნესტრისპირეთიდან ოდესას დაარტყამენ?
უკრაინის ხელისუფლება მარტო იმას არ უნდა უფრთხოდეს, რომ რუსეთის საჯარისო დანაყოფები მის აღმოსავლეთ ნაწილს უშუალოდ რუსეთის საზღვრიდან და ოკუპირებული ყირიმიდან შეუტევენ.
შესაძლოა, მოსკოვმა უკრაინის დასავლეთ საზღვართანაც დაძაბოს სიტუაცია და იქ არსებული "თეთრი ლაქიდან" - თვითაღიარებული დნესტრისპირეთის რესპუბლიკიდან შეტევა დაიწყოს ოდესის მიმართულებით, სადაც ისევე, როგორც დონეცკში, პრორუსულად განწყობილი მოსახლეობა აქტიურობს.

თვითაღიარებული დნესტრისპირეთის რესპუბლიკა მოლდავეთის ნაწილია, თუმცა იმის გამო, რომ საბჭოთა პერიოდიდან იქ დისლოცირებული იყო დიდი სამხედრო გარნიზონი, რუსეთმა თავისი ძალმომრეობის ბერკეტად
აქცია, ისევე, როგორც ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი.

დღეს სეპარატისტულ დნესტრისპირეთში განთავსებულია რუსეთის ჯარების ოპერატიული ჯგუფი 1500 კაცის შემადგენლობით და 400 რუსი ცისფერჩაფხუტიანი. 12 მარტს დნესტრისპირეთში რუსეთიდან საჰაერო ტრანსპორტით, სავარაუდოდ, 700-მდე რუსი სპეცრაზმელიც გადაისროლეს.

დნესტრისპირელ სეპარატისტებს საკუთარი არმიაც ჰყავთ, რომელიც 7 ათ
ასამდე კაცს ითვლის, შეიარაღებაში აქვთ ასამდე ჯავშანტრანსპორტიორი და ამდენივე საარტილერიო დანადგარი, მათ შორის - "გრადებიც".
უდავოა, რომ თუკი კრემლი გადაწყვეტს, უკრაინას დასავლეთიდან, დნესტრისპირეთიდან შეუტიოს, რუსეთის ჯარების ოპერატიულ ჯგუფს მხარში დაუდგებიან ადგილობრივი სეპარატისტები, რომლებიც ოცნებობენ, გახდნენ რუსეთის ფედერაციის ანკლავი, კალინინგრადის ოლქის მსგავსად.

სეპარატისტული დნესტრისპირეთიდან ოდესამდე პირდაპირი ხაზით 60კმ-იც კი არ არის და თუკი რუსეთს მართლაც ჩაფიქრებული აქვს ასეთი გეგმა, უკრაინელებს ძალიან გაუჭირდებათ აგრესორების სწრაფი შეტევის შეჩერება, მით უმეტეს, რომ ოკუპირებული სევასტოპოლიდან გამოსული რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო ხომალდები ზღვიდან ჩაკეტავენ ამ უკრაინულ საპორტო ქალაქს, ხოლო დიდი სადესანტო ხომალდებიდან ოდესის სანაპიროზე რუსეთი საზღვაო ქვეითებს გადასხამს...
archil
04 მაისი 2014 21:11
ამერიკა აღშფოთდება და რომ შეშფოთდება მერე ნახოს რუსეთმა ევროპა, როგორ გაისუსება.
moluska
29 აპრილი 2014 17:22
რა "მაგარი" სტრატეგია ეს კახა ალადაშვილი. სად იყავი ბიჭო 2008 წლის ომის დროს. რატომ არ გამოგიყენა მიშამ. აფსუს...
vep1963
29 აპრილი 2014 15:34
ალადაშვილო უკრაინული არმია რომ რუსებს მარტო რომ ვერ გაუმკლავდება ეგ ყველამ იცის.მაგრამ შენ როგორც სამხედრო ექსპერტმა იმაზე დაწერო უმჯობესია თუ რა უშლის რუსებს ხელს ყველაფერი ამის გაკეთებაში და თუ რუსები ამაზე მაინც წავლენ მაშინ რა ელის მათ აი ეს არის საინტერესო.

რედაქტორის რჩევით