პუტინი შეჩერებას არ აპირებს...
12-05-2014
პუტინი შეჩერებას არ აპირებს...
კიევის ანტიტერორისტული ოპერაცია კვლავ არაეფექტურია და პრორუსი სეპარატისტ-დივერსანტები ჯერჯერობით რუსეთის რეგულარული არმიის დახმარების გარეშეც "იპყრობენ" აღმოსავლეთ უკრაინას

9 მაისი რუსეთმა მთელი მსოფლიოს დაცინვის დღედ აქცია! დილით პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამხედრო აღლუმი ჯერ მოსკოვში, წითელ მოედანზე მიიღო, საღამოს კი ოკუპირებულ ყირიმში ჩაფრინდა და სევასტოპოლის ყურეში შავი ზღვის ფლოტის ხომალდებს შემოუარა.

პუტინი შეჩერებას არ აპირებს და როგორც ჩანს, სურს, ბოლომდე მიიყვანოს თავისი ჩანაფიქრი. საქმე შეიძლება უკრაინის სრული ანექსიით არ დამთავრდეს - გერმანიაში
ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ბულგარეთის პრეზიდენტმა ღიად, ყველას გასაგონად განაცხადა - პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების შემდეგ ჩვენი, NAთO-ს წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯერიც დადგებაო...

ჯერჯერობით ყველაფერი უკრაინაში წყდება, მათ შორის - რუსეთის უახლოესი მომავალიც. თუ პუტინი უკრაინაში თავის საწადელს მიაღწევს, ცხადია, მერე უფრო მეტს მოინდომებს, ხოლო თუკი უკრაინაში
ინსპირირებულ კრიზისზე კრემლი ფეხს წაიტეხს, პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების პირისპირ დარჩენილი რუსეთის მომავალი არც ისე სახარბიელო უნდა იყოს.

უკრაინის ხელისუფლება ყოველდღიურად ელოდება, რომ რუსეთის რეგულარული არმია აღმოსავლეთიდან შეუტევს უკრაინას, თუმცა ჯერჯერობით კრემლი იმ სეპარატისტ-დივერსანტების ხარჯზეც იოლად გადის, რომლებიც დონეცკის, ლუგანსკისა და ხარკოვის ოლქებში ტერორისტულ აქტებს ახორციელებენ და თითქმის დაუსჯელნი რჩებიან, რადგან ერთი თვის წინ კიევის წამოწყებული ანტიტერორისტული ოპერაცია კვლავ არაეფექტურია. უკრაინელმა სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერორისტების ალაგმვა ისეთ პატარა ქალაქებშიც კი, როგორიც კრამატორსკი და სლავიანსკია, ამიტომაც უფრო დიდ დასახლებულ პუნქტებში - მარიუპოლსა და მით უმეტეს დონეცკში, მათ პრორუს სეპარატისტ-დივერსანტებზე გამარჯვების შანსი თითქმის არ აქვთ.

ცხადია, უკრაინელ სამართალდამცავებს არ ჰყოფნით არც გამბედაობა, არც - ძალა. ერთ-ერთი გამოსავალი ანტიტერორისტულ ოპერაციაში უკრაინის საარმიო დანაყოფების ჩართვა იქნებოდა, რადგან ისინი გამოიყენებდნენ ტანკებს, არტილერიასა და ავიაციას.
თუმცა ეს უკვე სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყებას ნიშნავს, რაც კრემლისთვის საუკეთესო საბაბი იქნება უკრაინაში თავისი არმიის შესაყვანად, თანაც - "სამშვიდობო მისიით", რასაც აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებული "ჰუმანიტარული კატასტროფის" შეჩერების აუცილებლობით გაამართლებს.

პუტინი 8 მაისს მოსკოვში ОДКБ-ს (კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაცია) წევრი ქვეყნების - სომხეთის, ბელორუსიის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის - პრეზიდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე, სავარაუდოდ, განიხილეს საკითხი უკრაინის აღმოსავლეთით  ОДКБ-ს ორგანიზაციის ეგიდით "სამშვიდობო მისიის" დაწყების შესაძლებლობის თაობაზე.

თუ ეს მართლაც ასე მოხდა, თამამად შეგვეძლება ვთქვათ, რომ ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დღევანდელმა პრეზიდენტებმა პუტინთან ერთად განახორციელეს სუვერენული უკრაინის ოკუპაცია...

P.S. რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო კომისარიატები მასობრივად იძახებენ თადარიგის იმ სამხედროებს, რომლებიც ადრე ГРУ-ს (რუსეთის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო) საბრძოლო დანაყოფებში მსახურობდნენ და მათ მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას სთავაზობენ. მათ შორის არცთუ ცოტა ის ჩეჩენია, ვინც კადიროვის რეჟიმს უჭერს მხარს და თავის დროზე საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა.
glaxuna
04 ივნისი 2014 15:48

რა ჭირთ ამ ხალხს,ვერ გაიგბ ?!
სად რუსეთი და სად ბიზანტია...ბიზანტია თავისი ეპოქისათვის ასე თუ ისე პროგრესირებული სამყარო ყო და რუს-მონღოლეთი...მუდამ ჩამორჩელი,მმართლმადიდებლობას ამოფარებული ,,ბოროტების იმპერია,, ...,სტრანა რბოვ,რომელსაც ყოველგვარი თავის-უფლებისადმი შ ი შ ე ბ ი აწუხებს და ამიტომაც მუდამ მაჩანჩალაა სამყაროა (ადამიანებისათვის კეთილდღეობის,ცხოვრების დონით თუ ინტელექტუალური მდგომარეობით...) დასავლეთთან...

რუსეთი თავის თავს თვითონ დაიშლის...ეს ბუნებრივი პროცეში იქნება!!!


მათი შუა სუკუნეორივი მენტალური მდგომარეობა,თვითშეგნება და პოლტიკური სისტემა (ადამიანის,მოქალაქეების ღირსებისა და უფლებების მაქსიმალურად შეზღუდვის ხარჯზე,ტერიტორიების გაფართოებაზე ორიენტირებული ...) ზლიერ ჩამორჩება დასავლეთს ყველა მმართულებით და...ამას როცა აშკარდ დაინახვენ...

ისე თანამედროვე რუსეთი ატილას ეპოქასწააგავს,ატილას და მისი ჰუნების იმპერიას რა დაემართათ,ისტორიაში მოიძიეთ...უპერსპექტივო იქნება პუტინის ემდგომი ამ ბოროტების იმპერიის მესვეურების ძისხმევაც...

ეს ბუნებრივი პროცესი იქნება...
კაცობრიობის ისტორიაში ყველა იმპერია,გინდა ამა თუ ეპოქაში საზოგადოების პროგრესირების მატარებელი იყო ,თუ მის წინააღმდეგ მებრძოლი...ყველა დაიშალა!!!

და დაშალა ადამიანის თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს ა დ მ ი გენეტიკურმა ლტოლმა...კაცობრიობას მარადიული ყოფისათვის,არსებობისათვის ჭირდება თავისუფალი და ამ თავისუფლებიდან წამოსული პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო ბ ი ს მქონე და შემცველი სამყარო!!!
დაფუძნებული ქრიასტიანულ კულტურაზე,სამართალსა და მორალზე...თანაბარ-უფლებიანობასა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე,განსხვავებული რელიგიური მრწმსისა თუ ცხოვრების წესის მქონე,მრავალლფეროვან სამყარო !!!

დარჩა რუს-მონღოლებისა (,,ტიურმა ნაროდოვ,, თუ ,,სტრანა რაბოვ,,) და ჩინეთის (თუმცა ჩინეთმა შეიძლება უარყოს იმპერიული და აგრესიული პოლიტიკა და უმცირესი დანაკარგებით შეიძლება თანამედროვე,მუდამ პროგრესირებად (პოლიტიკურად,ეკონომიკურად,კულტურად...) ს ხ ე ლ მ წ ი ფ ო თ ჩამოყალიბდეს,რასაც ჯერ-ჯერობით ვხედავთ )) იმპერიები...

macne
17 მაისი 2014 17:52
ისიც ვერ გაუგიათ რომ რუსეთს კი არ "ვბალეშჩიკობთ" ჩვენ თავს ვუფრთხილდებით. ნაპოლეონი და ჰიტლერი მოსკოვამდე მივიდნენ და ეგონათ დავამარცხეთ რუსეთიო და კი ვნახეთ რაც მოუვიდათ! რუსეთი თუ დაეცემა, როგორც ბიზანტია( ბიზანტიაც მოსვენებას არ აძლევდა საქართველოს და მუდამ კინკლაობაში იყვნენ!) მერე ნახავთ რაც მოხდება. დასავლეთის იმედი ტყუილად ნუ გექნებათ. ამ სანქციებს მალევე მოუხსნიან რუსეთს, რადგან თვითონ უარეს კრიზისში არიან და რუსეთზე მეტად ზარალდებიან....
macne
17 მაისი 2014 17:48
ტოკო და მისთანა უვიცებო! რუსეთის დაშლა საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს. მერე ნახეთ მუსლიმების თარეში საქართველოში თუ ჩრდილოეთიდა თუ სამხრეთიდა... რას ბოდავთ ნეტავ თუ იცით. რა რეშველება ამდენ უვიცს საქართველოში...

რედაქტორის რჩევით