ანტისარაკეტო კი არა, საჰაერო თავდაცვის...
26-05-2014
1-ელ მაისს ვაშინგტონში, ატლანტიკური საბჭოს საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებას რუსეთის გამოხმაურება მოჰყვა.
ფორუმზე ირაკლი ალასანიამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობას ასპირანტი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად საქართველოში საჰაერო თავდაცვისა და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების განთავსება შესთავაზა. 

რაც უნდა გასაოცარი იყოს, ალასანიას ამ ინიციატივამ მთავრობის ზოგიერთი წევრის უკმაყოფილებაც გამოიწვია, თუმცა, თავდაცვის მინისტრს ახალი არაფერი უთქვამს, რადგან საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ 2012 წლის იანვარში შედგა.
როგორც მოსალოდნელი იყო,
რუსეთმა დაგვიანებით, მაგრამ მაინც გააკეთა საპასუხო განცხადება - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ლუკაშევიჩმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადების გამო, რომლის მიხედვით, სასურველია, საქართველოში ამერიკული ან NAთO-ს ანტისარაკეტო სისტემები განთავსდეს.

აი, სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული - სინამდვილეში ირაკლი ალასანიას არაფერი უთქვამს ანტისარაკეტო
სისტემების განთავსებაზე, მან ვაშინგტონის ფორუმზე მხოლოდN ნაAთO-ს მხრიდან საჰაერო თავდაცვის და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით დახმარების მიზანშეწონილობაზე ილაპარაკა.
საჰაერო თავდაცვის საშუალებებში, როგორც წესი, შვეულმფრენებისა და თვითმფრინავებისაგან თავდასაცავი საზენიტო საშუალებები და რადიოლოკატორები იგულისხმება, ხოლო ანტისარაკეტო სისტემა, ძირითადად, მოწინააღმდეგის ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად არის საჭირო.
კრემლი გაცოფებულია რადგან ორ-სამ წელში ჯერ რუმინეთში, შემდეგ კი პოლონეთში გამოჩნდება "სტანდარდის" რაკეტებით აღჭურვილი "იჯისის" მრავალფუნქციური საბრძოლო საინფორმაციო-მართვადი სისტემის სახმელეთო ვარიანტები, რომლებსაც ევროპისკენ მიმართული რუსული ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა შეეძლებათ.

მოსკოვის საპროტესტო განცხადებაში მიზანმიმართულად არ არის ნახსენები საჰაერო თავდაცვისა და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, რაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ითხოვა, რადგან ასეთი თავდაცვითი დანიშნულების შეიარაღების შესყიდვის უფლება ნებისმიერ ქვეყანას (რომელზეც საერთაშორისო სანქციები არ მოქმედებს) აქვს - მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოსაც.

სწორედ ამიტომ რუსეთის მხარემ მოიგონა ანტისარაკეტო სისტემის საქართველოში განთავსების შესაძლებლობა, რაც სიმართლე ვერ იქნება (სამწუხაროდ), რადგან აშშ არ ჩქარობს, ქართულ არმიას არათუ ანტისარაკეტო სისტემებით, არამედ შედარებით მარტივი "სტინგერებითა" თუ "ჯაველინებით" დაეხმაროს.
.......................................
01 ივნისი 2014 15:27
ჯარისკაცების დიდი ნაწილი, მთლიანად თუ არა კუჭის გამო მიდის ჯარში. ვინმეს გსმენიათ კუჭმა ომი მოიგო ან კაცურად იომაო................სადაც ფულის გამო მიდის იქ სამშობლოს სიყვარული არაა. ეს ხომ რელობაა. და როდის გაიზრდება ის თაობა რომელიც სამსობლოს სიყვარულით ჯარში წავა. ალბათ არასდროს რადგან ჩვენ შვილებს ჩვენ ერთი რამ ვასწავლეთ უფულოდ არაფერი ხარ და ფულია სამსობლოც დე ყველაფერი
ნიკა
26 მაისი 2014 11:22
რაც გვაქვს იმის გამოყენება ისწავლონ ჯერ....

რედაქტორის რჩევით