კადიროვის ჩეჩნები უკრაინას შეესივნენ...
კადიროვის ჩეჩნები უკრაინას შეესივნენ...
მაისის ბოლოს უკრაინიდან ჩეჩნეთში 40-მდე ჩეჩენის გვამი ჩაასვენეს, რომლებიც დონეცკის აეროპორტთან ბრძოლებში უკრაინელმა სამხედროებმა დახოცეს.

ეს ყველაზე ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, არა მარტო ადგილობრივი პრორუსი სეპარატისტები, არამედ რუსეთიდან შეგზავნილი შეიარაღებული რაზმებიც იბრძვიან.

ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ირწმუნება, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძვის მხოლოდ 14 ჩეჩენი, რომლებიც ადრე არიან წასული რესპუბლიკიდან, თუმცა, დონეცკის ქუჩებში გადაღებულ ფოტო და ვიდეოკადრებში კარგად ჩანს ათეულობით ჩეჩენი მებრძოლი, რომლებიც ინტერვიუებსაც
კი იძლევიან და არც მალავენ, რომ კადიროვის მხარდამჭერნი არიან. დაჭრილ და დახოცილ ჩეჩნებს აღმოუჩინეს დოკუმენტები, ასევე მობილურებზე გადაღებული ფოტოები, რომლებიც ადასტურებს, რომ ისინი კადიროვის შეიარაღებული რაზმების წევრები არიან.
ისინი ათიოდე დღის წინ რუსეთის ტერიტორიიდან "კამაზებით" შეიჭრნენ უკრაინაში. მართალია, უკრაინელმა მესაზღვრეებმა მოახერხეს რამდენიმე მანქანის შეჩერება, მაგრამ
ჩეჩნების დიდმა ნაწილმა მაინც შეაღწია დონეცკში.
რუსეთ-უკრაინის საზღვრის საიმედოდ ჩაკეტვა და გაკონტროლება უკრაინის ახალი პრეზიდენტის - პეტრე პოროშენკოს უმთავრეს ამოცანად უნდა იქცეს, რადგან ანტიტერორისტულ ოპერაციას შედეგი არ მოჰყვება, თუკი პრორუსი სეპარატისტ-დივერსანტები რუსეთიდან მომავალშიც სისტემატურად მიიღებენ დამხმარე ძალასა და შეიარაღებას.
მოსკოვმა უკრაინის საზღვართან თავმოყრილი რუსული საბრძოლო დანაყოფების დიდი ნაწილი უკან გაიყვანა, რამაც თითქოს შეამცირა პირდაპირი რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხე, თუმცა, პრეზიდენტ პუტინის სხვა მეთოდი - უკრაინას ჩეჩენი, ოსი და აფხაზი შეიარაღებული მებრძოლები შეუსიოს - კვლავ მოქმედებს.

მკითხველის კომენტარი (42)
საქართველოსთვის!!!
02 ივნისი 2014 14:35
ხოდა დედა უტირიეს უკრაინელება! ფოტოები მაინც ნახეთ რა უქნეს მაგ ჩეჩნებს!
შოდა
02 ივნისი 2014 14:33
ეს კაცი ძალიან საეჭვო ვინმეა. ასეთებს ეროვნული თვითშეგნება და ხედვა არ გააჩნიათ! რას გიხდიან ნეტა ასეთს იქნებ ჩვენც გვითრა!
-იქნებ კიდევ ერთი რამე გვითხრა: ფოტოებიდან როგორ ცნობთ ჩეჩნებს? ამერიკელებმა და სოროსმა გასწავლა ხომ?

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?