კადიროვის ჩეჩნები უკრაინას შეესივნენ...
კადიროვის ჩეჩნები უკრაინას შეესივნენ...
მაისის ბოლოს უკრაინიდან ჩეჩნეთში 40-მდე ჩეჩენის გვამი ჩაასვენეს, რომლებიც დონეცკის აეროპორტთან ბრძოლებში უკრაინელმა სამხედროებმა დახოცეს.

ეს ყველაზე ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, არა მარტო ადგილობრივი პრორუსი სეპარატისტები, არამედ რუსეთიდან შეგზავნილი შეიარაღებული რაზმებიც იბრძვიან.

ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ირწმუნება, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძვის მხოლოდ 14 ჩეჩენი, რომლებიც ადრე არიან წასული რესპუბლიკიდან, თუმცა, დონეცკის ქუჩებში გადაღებულ ფოტო და ვიდეოკადრებში კარგად ჩანს ათეულობით ჩეჩენი მებრძოლი, რომლებიც ინტერვიუებსაც
კი იძლევიან და არც მალავენ, რომ კადიროვის მხარდამჭერნი არიან. დაჭრილ და დახოცილ ჩეჩნებს აღმოუჩინეს დოკუმენტები, ასევე მობილურებზე გადაღებული ფოტოები, რომლებიც ადასტურებს, რომ ისინი კადიროვის შეიარაღებული რაზმების წევრები არიან.
ისინი ათიოდე დღის წინ რუსეთის ტერიტორიიდან "კამაზებით" შეიჭრნენ უკრაინაში. მართალია, უკრაინელმა მესაზღვრეებმა მოახერხეს რამდენიმე მანქანის შეჩერება, მაგრამ
ჩეჩნების დიდმა ნაწილმა მაინც შეაღწია დონეცკში.
რუსეთ-უკრაინის საზღვრის საიმედოდ ჩაკეტვა და გაკონტროლება უკრაინის ახალი პრეზიდენტის - პეტრე პოროშენკოს უმთავრეს ამოცანად უნდა იქცეს, რადგან ანტიტერორისტულ ოპერაციას შედეგი არ მოჰყვება, თუკი პრორუსი სეპარატისტ-დივერსანტები რუსეთიდან მომავალშიც სისტემატურად მიიღებენ დამხმარე ძალასა და შეიარაღებას.
მოსკოვმა უკრაინის საზღვართან თავმოყრილი რუსული საბრძოლო დანაყოფების დიდი ნაწილი უკან გაიყვანა, რამაც თითქოს შეამცირა პირდაპირი რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხე, თუმცა, პრეზიდენტ პუტინის სხვა მეთოდი - უკრაინას ჩეჩენი, ოსი და აფხაზი შეიარაღებული მებრძოლები შეუსიოს - კვლავ მოქმედებს.

მკითხველის კომენტარი (42)
მინდია
17 ივნისი 2014 18:17
p.s.-ს

"რაც შეეხება მაიდნის აქტივისტებს იქ მხოლოდ 10 000 ადამიანი იდგა, რაც სასაცილოა, როცა მარტო კიევს ყავს 1 მილიონი მოსახლეობა, ტან ამ 10 000-დან ძალიან ბევრი გარშემო ქვეყნებიდან ჩაყვანილი ხალხი იყო, მათ შორის საქართვეოდანაც გაშვებული ნაციონალები, რამდენიმე მოკლეს კიდეც, ის ხალხე ამდენი ხანი მაიდანზე რომ იდგა, სამსახურებში ვინ მუშაობდა??მარტო შეიარაღება ქონდათ მგონი თვითონ უკრაინის პოლიციაზე უკეთესი.ამისთანა რევოლუციის მოწყობა ძვირია ცემო მინდია და გოგოშკა დედაშენს დაუძახე სახლში ამისთანა უზრდელი რომ გაგაჩინა! "
---------------------------------------

აი კიდევ ერთიც გამოჩნდა შეთქმულებათა თეორიებით გატაცებული.

ჯერ ერთი, კიევში 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მეორეც, 10 000 მაიდანზე მარტო ღამეს ათევდა, აქციებზე ასეულ ათასობით ადამიანი მონაწილეობდა, ბოლოსდაბოლოს ტელევიზორისთვის მაინც გეყურებინა და შეიძლება საკუთარი თვალებისთვის მაინც დაგეჯერებინა. დემონსტრანტებს "პოლიციაზე უკეთესი" შეიარაღება სად დაუნახე (ასევე უკრაინაში მილიციააა და არა პოლიცია, როგორც შენ ეძახი)? და თუ ჰქონდათ რატომ დაეღუპათ პოლიციაზე გაცილებით მეტი - 110 ადამიანი? გარდა ამისა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება აქციის მონაწილე რამოდენიმე ათეული ადამიანი, განსაკუთრებით აქტიური აქტივისტები. საქართველოს 3 მოქალაქე დაიღუპა. მხოლოდ ერთი იყო საქართველოდან ჩასული - თბილისელი დავით ყიფიანი, დანარჩენი ორი ბოლო 15 წელი კიევის მაცხოვრებელი იყო. კიდევ ვიმეორებ - რომ თითქოსდა მაიდანზე დგომაში ხალხს ფულს უხდიდნენ სისულელეა, ეს არავის დაუდგენია, არავის უნახავს. შენ მაგალითად რამდენი ათასი დოლარის სანაცვლოდ მიუშვერდი სნაიპერის ტყვიას მკერდს? თუ უბრალოდ ტყვიის გარეშე მოკვდებოდი შიშით, სროლის ხმაზევე?

საქმე იმაშია გულნამცეცა მერკანტილური ადამიანები რომელთაც საკუთარი ლანდისაც ეშინიათ, ვერასდროს დაიჯერებენ რომ არსებობენ მათგან განსხვავებული პიროვნებები, რომლებსაც შეუძლიათ საერთო სიკეთისთვის თავის გაწირვა, უანგაროდ. რადგან ფიქრობენ რომ ყველა მათნაირია, ადგენენ ათასგავარი შეთქმულების თეორიას ან სხვის მოგონილს იჯერებენ იმ 5 მილიარდი დოლარისა არ იყოს.

რაც შეეხება იმას ვარ თუ არა უზრდელი. არ ვარ. უბრალოდ, როდესაც ვხედავ რომ ადამიანი მიედ-მოედება იმ საკითხზე, რომელზედაც წარმოდგენა ჭორების დონეზე აქვს და თუთიყუშივით იმეორებს წინასწარგანზრახვით გავრცელებულ სიცრუეს, მჩვევია ცივი წყალი გადავასხა, გამოფხიზლების მიზნით. მაგრამ ზოგიერთებს ცივი წყალიც არ შველის. ფაქტები სახეზეა.
vep1963
17 ივნისი 2014 15:56
mariko-პატივცემულო გეშლებათ ნამდვილად ფოსფორის კი არა და ატომურ ბომბებს აყრიან მოსახლეობას უკრაინაში:)და საერთოდ თქვენნაირების მსჯელობას თუ დავუჯერებთ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში სადაც ჭეშმარიტი დემოკრატია და ჭეშმარიტი მართლმადიდებლობაა ეს პუტინის რუსეთია ხოლო მისი მეგობარი ქვეყნები სირია,ირანი,ჩრდილოეთკორეა დემოკრატიის შყქურებია და მათ როგორ შეიძლება შევადაროთ ამერიკა ევროპა სადაც ხალხი მონობაშია და დიქტატურის პირობებში უწევთ არსებობა.თქვენ როგორცა სჩანს გერმანიაში ბრძანდებით და ალბათ საქმის კურსში იქნებით რომ სწორედ რომ გაჭირვებული გერმანელი ხალხის დასახმარებლად და გასართობად გაზპრომმა ბუნდესლიგის პირველობაში მილიონები ჩადო აბა სხვანაირად როგორ შეიძლებოდა მოქცეულიყო რუს პენსიონრებს იმდენი ფული აქვთ რომ აღარ იციან სად წაიღონ.გიქებთ გამძლეობასა და გამბედაობას რადგანაც დაჩაგრულ გერმანელებს გვერდში უდგეხართ და დემოკრატიულ რუსეთში განცხრომით ცხოვრების ნაცვლად მათ ეხმარებით.აფერუმ თქვენს ქალობას.
p.s.
17 ივნისი 2014 03:30
რაც შეეხება მაიდნის აქტივისტებს იქ მხოლოდ 10 000 ადამიანი იდგა, რაც სასაცილოა, როცა მარტო კიევს ყავს 1 მილიონი მოსახლეობა, ტან ამ 10 000-დან ძალიან ბევრი გარშემო ქვეყნებიდან ჩაყვანილი ხალხი იყო, მათ შორის საქართვეოდანაც გაშვებული ნაციონალები, რამდენიმე მოკლეს კიდეც, ის ხალხე ამდენი ხანი მაიდანზე რომ იდგა, სამსახურებში ვინ მუშაობდა??მარტო შეიარაღება ქონდათ მგონი თვითონ უკრაინის პოლიციაზე უკეთესი.ამისთანა რევოლუციის მოწყობა ძვირია ცემო მინდია და გოგოშკა დედაშენს დაუძახე სახლში ამისთანა უზრდელი რომ გაგაჩინა!
mindias marikosagan
17 ივნისი 2014 03:26
მინდია შენი დასაცინი მოიკითხე შენკენ! გერმანულიც მშვენივრად ვიცი, ინგლისურიც და ფრანგულიც! პირიქითაა სხვათაშორის, გერმანული პრესა სულ პრო-უკრაინულადაა განწყობილი, უბრალოდ არსებობს გარკვეული ტემები, რომლებზეც უწევთ სიმართლის თქმა, იმიტომ რომ ხალხს აღას ჯერა ამდენი ტყუილების! ხალხმა ტავისი აზრი ევროპარლამენტის არჩევნებზეც დააფიქსირა, ასე რომ შენ არ არ უნდა იკუნტრუშო და ეცადო ცემს დამცირებას, ფაქტი მაინც ფაქტად დარცება და გირცევდი სიენენი გამორთო და ტვინი გაანძრიო! რა სირიის სამოქალაქო ომი, უკრაინელის მიერ მობილურით გადარებული კადრები მაქვს ნანახი თუ რა ხდებოდა იქ! გაჩე რაა, არაა საჭირო ამისთანა ტონი, რა იცით ხოლმე ასე აკაკანება და შეტევაზე გადმოსვლა, გეტყობა ლოგიკაზეც და აგრესიულ წერის მანერაზეც რაც ხარ! შენისტანებს გრეიფრუტის IQ-ს პატრონებს ეძახიან:D
მინდია
15 ივნისი 2014 22:37
mariko

"ამჟამად თეთრი ფოსფორის ბომბებს იყენებენ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ!"

"ყველამ კარგად იცის 5 მილიარდის შესახებ, რომელიც ოფიციალური ვერსიით გაზპრომის ვალებიდან ამოსვლის მიზნით გადაეცა სარშან უკრაინის ოპოზიციას! რაც არ იცი უნდა გაჩუმდე!"

ხომ ვამბობდი ქათმებივით კენკავენ მეთქი,აი კიდევ ერთი მათგანიც. ამაზე იტყვიან სწორედ სულელი მტრისთვის შენაძენიაო. რუსული სპეცსამსახურები შეიძლება გძულდეს მაგრამ ერთ რამეს ვერ დაუკარგავ - დეზინფორმაციის გავრცელებასა და პროვოკაციების მოწყობაში ბადალი არ ჰყავთ, ეს ყოველთვის იყო მათი ძლიერი მხარე სსრკ-დან მოყოლებული. გოგოშკა mariko-მ თურმე გერმანული პრესიდან გაიგო (თუმცა მე პირადად ეჭვი მეპარება საერთოდ იცოდეს გერმანულის კითხვა) რომ უკრაინელებს 5 მილიარდი გადაუხადეს რევოლუციაში, არ მიკვირს, გერმანიში პრესის ბევრი პრესტიჟული გამოცემა რუსული კაპიტალის (ჩათვალეთ რუსული სპეცსამსახურების) კონტროლის ქვეშ იმყოფება, არაერთხელ გამოუქვეყნებიათ ტენდენციური ხასიათის ინფორმაცია თუნდაც საქართველოს შესახებ, უკრაინას რომ თავი დავანებოთ. ბოლოსდაბოლოს ვინ აიღო ეგ მილიარდები? სადმე ფლავივით დარიგდა? უკრაინაში ერთი კაციც ვერ იპოვეს ასეთი, მაიდნის აქტივისტები ფულის გულისთვის ნამდვილად არ უშვერდნენ ტყვიას მკერდს.

რაც შეეხება თეთრ ფოსფორს. ეს უკვე სასაცილოც აღარ არის. არ მგონია სამოქალაქოდან ბევრი ერკვედეს რას წარმოადგენს და რა ეფექტი აქვს ფოსფოროვან საბრძოლო მასალას. რუსულმა არხებმა გაავრცელეს თითქოსდა როგორ ბომბავდა უკრაინული ავიაცია თეთრი ფოსფორით დასახლებულ პუნქტს, შემდეგ გაირკვა რომ სინამდვილეში აჩვენეს სირიის სამოქლაქო ომის კადრები. ამის თაობაზე მსურველი ინტერნეტში იოლად გაიგებდა. აი ბაბა, ასე მუშაობენ ჩვენი მტრები. მართალს ამბობდა ჰებელსი რაც უფრო დიდ ტყუილს დაარეხვებ, ბრბო მით უფრო დაგიჯერებსო.

ქვეყანაა ცოდო ასეთი "მოქალაქეების" მოიმედე.

glaxuna
15 ივნისი 2014 16:38


რა გეშველებად ამ მუდამ მონური ფსიქიკის მქონე სბჭოთა ადამიანებს...მე არ ვიცი რა ხდებ მსოფლიო პოლიტიში და აზზრზე არა ვარ და შენ ხარ ?!...
1801 წელს,ან
21 წელს რა არ უნდა გაეკეთებინა იმდროინდელ ხელისუფლებას,რომ ოკუაცა და სახელმწიფოებრიობის გაუქმება არ მეხდინა მონღოლებს ?!

მართლა აზზზრზე არა ხართ რუსთუმეები,არც თანამედროვე პოლიტიკაში,არც ისტორიაში და არც რუსულ-მონღოლური იმპერიის ცხოველმყოფელობის არსში...ტოტალიტარულ-კრიმინალურ პოლიტიკურ სისტემა რითი,ანუ რითი საზრდოობს...

რუსეთი,ანუ თანამედროვე ს ა ტ ა ნ ი ს იმპერია უნდა დაშაოს,არ ცნობს და არასოდეს ცნობდა არანაირ ს ა მ ა რ თ ლ ე ბ რ ი ნორმებს...5 მილიონი არა...

ყველა ღირსეულ ერს სურს საკუთარი სახელმწიფოებრიობის,საზოგადოების ინტელექტუალური,მენტალური პროგრესი...გარდა მუდამ მ ო ნ უ რ ი სულის რუს-მოღოლებს,ანუ მუდამ მენტალრად ავადმყოფი ,,სტრანა რაბოვის,, ხალხს!!!

მათთვის დესაც მე-16 საუკუნეა!!! და დანარჩენ ყველა ღ ი რ ს ე უ ლ ერს ნამდვილად არ სურს მე-16 საუკუნეში ცხოვრება!!!

ესეც კი რთული გასაგებია რუსეთუმეებისათვის!!!
mindia-s marikosagan
15 ივნისი 2014 15:19
ცდები მინდია, ეგ 5 მილიარდის ამბავი მე პირადად გერმანიის პრესაში წავიკითხე, აგრეთვე იმასაც ამბობენ, რომ ამჟამად თეთრი ფოსფორის ბომბებს იყენებენ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ! აქ უკრაინელი მეგობრები მყავს, ეზიზღებათ პუტინი, მაგრამ სიმართლეს არც ესენი არ მალავენ!ერთს საერთოდ მთელი ოჯახი დაეღუპა ფოსფორის იარაღით და თუ შეიძლება შეეშვი დემაგოგიას, ყველამ კარგად იცის 5 მილიარდის შესახებ, რომელიც ოფიციალური ვერსიით გაზპრომის ვალებიდან ამოსვლის მიზნით გადაეცა სარშან უკრაინის ოპოზიციას! რაც არ იცი უნდა გაჩუმდე!
მინდია
13 ივნისი 2014 17:19
"მინდიებს, გლახუნიებს და ვეფხ-იებს ვერაფერს შეაგნებინებ, ყველა სტატიაზე ასე რუსების ლანძღვა-გინებაში არიან"

"ამერიკამ 5 მილიარდი ჩადო უკრაინის რევოლუციაში"

არა ქართველი რუსეთუმეები გამოუსწორებელნი არიან, საკენკივით კენკავენ ყოველნაირ დეზინფორმაციას რუსული პრესის მიერ გაჟღერებულს. "უკრაინის რევოლუციაში ჩადებული 5 მილიარდიც" ამის ნათელი დადასტურებაა. ამაზე საუბრის გაგრძელებაც უთავმოყვარეობა იქნება მოაზროვნე ადამიანისათვის.

რაც შეეხება ვლანძღავთ თუ არა რუსეთს. არ ვლანძღავთ.როგორც ბენჯამინ ფრანკლინი იტყოდა: "არ ვიტყვი ვინმეზე ცუდს, უბრალოდ მოვყვები იმას რაც შესახებ ვიცი." ჩვენც უბრალოდ ვყვებით რუსეთისა და მისი ნამოქმედარის შესახებ იმას, რაც ისედაც ყველამ იცის, თუკი თვალით და გონებით ბრმა არ არის.
shoda-s
13 ივნისი 2014 09:10
შოდა ცემო კარგო ტყუილად იღლი თავს ამ მინდიებს, გლახუნიებს და ვეფხ-იებს ვერაფერს შეაგნებინებ, ყველა სტატიაზე ასე რუსების ლანძღვა-გინებაში არიან ! საერთოდ აზრზე არ არიან თუ რა ხდება მსოფლიო პოლიტიკასი! ამერიკამ 5 მილიარდი ჩადო უკრაინის რევოლუციაში და იმ ფულს ასე ჰაერზე აჩუქებენ??ჩაეფუშათ გეგმა, ახლა ყველანაირად ცდილობენ რუსების პროვოცირებას! 2006 წელს დაიწყო ეგ ტეატრი, რუსებმა უარი ტქვეს ამერიკული დოლარის ვალუტით ექსპორტ-იმპორტზე და 2008 წელს მივირეთ ცხვირში მიშიკოს მეთაურობით!მოამზადა მიშომ ნიადაგი, აჩვენა ჩვენი სისხლის ხარჯზე, თუ რა "დაუნდობელია" რუსეთი! ამას მოყვა ჩინელების უარი ამერიკული დოლარის კურსზე ვაჭრობაზე და ამას მოყვა უკრაინის აოხრება რუსების შემოსაღბად!

პუტინს შეიძლება სულაც არ უნდა საქართველოს მიჩმორება, მაგრამ საკუთარი ქვეყნის გასაძლიერებლად ყველაფერს იზამს, ამიტომაც უნდა ტრაკები დააყენონ ქართველებმა და უკან დაუბრუნონ ევროკავშირს ის 5 მილიონი, თორემ უკრაინაში რაც ხდება, იგივეს გაგვიმეორებენ!
vep1963
10 ივნისი 2014 13:00
ლოთი ქობალია-ძამიკო ვერ აღგიწერ თუ როგორ გამახარე შენი კომენტარით.რადგან ცხადად დავინახე რომ კიტოვან-ჯაბა-წითელაშვილ და აშ უამრავი გველი ვითომმეომარი ვაიქართველი არა ხარ და არც ქართული სისხლითა გაქვს ხელები გასვრილი მაგრამ შეიძლება ჩვენი უბედურების სათავეც აი ეს არის რადგან ძირშივე არ ჩავკალით კიტოვნების და ჯაბაჯუბების თარეში.მე პირადად იარაღი არ ავიღე მოვერიდე ქართული სისხლის დაღვრას მაგრამ როგორც შემდეგ გამოჩნდა შევცდი და ამას ალბათ სიცოცხლის ბოლომდე ვინანებ,რადგან დამპალი სისხლი უნდა დაიღვაროს რათა სისხლი მთლიანად არ მოიწამლოს და სწორედ ასე დაგვემართა ჩვენ.და სამწუხაროდ სწორედ ამიტომ გვაჯობეს გველებმა და სწორედ ამიტომ გადაგიწვეს სახლკარი რომ მე შენს გვერდში არ ვიდექი რადგან ასე რომ გამეკეთებინა ჯერ ქართველისათვის უნდა მესროლა,სწორედ რომ ამ ცვენი გამოუშვები დამპალი სისხლის ბრალია რაც ჩვენ გადაგვხდა ეს დამპალი სისხლი კიდევ არ ისვენებს.გადახედე ძამიკო ვიღაც შოდებისა და მისნაირების კომენტარებს და ყველაფერს დაინახავ.არ ასვენებთ გამჩენი და ვერ ირგებენ იმ ბოროტებებს რაც შერჩათ ჰოდა თუ ასე გააგრძელეს მაგატი სისხლიც დაილევა.იმ აფხაზს კი ვინც შენი სახლი დაიკავა ცოდვა არ მოასვენებს და არ გაახარებს მანამდე სანამ შენ და ჩვენ არ დავბრუნდებით ხოლო მერე კი თავად შენი გადასაწყვეტი იქნება თუ რას იზამ და რითი გადაუხდი ამ "პატივისცემას"ასე რომ ძამიკო გული ნუ გაქვს გატეხილი ყველაფერი რაც მოხდა უნდა მომხდარიყო რადგან გამოჩენილიყო სინამდვილეში ყველაფერი ვინ ვინ იყო.რაც შეეხება უკრაინელებს ისინი თავისას მიაღწევენ რადგან მიუხედავად იმისა რომ მათაც ჩვენი არ იყოს უამრავი გველი ურევიათ მენტალურად ჩვენზე უფრო დალაგებული არიან და მიზანმიმართულად მოქმედებენ.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები