კადიროვის ჩეჩნები უკრაინას შეესივნენ...
02-06-2014
კადიროვის ჩეჩნები უკრაინას შეესივნენ...
მაისის ბოლოს უკრაინიდან ჩეჩნეთში 40-მდე ჩეჩენის გვამი ჩაასვენეს, რომლებიც დონეცკის აეროპორტთან ბრძოლებში უკრაინელმა სამხედროებმა დახოცეს.

ეს ყველაზე ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, არა მარტო ადგილობრივი პრორუსი სეპარატისტები, არამედ რუსეთიდან შეგზავნილი შეიარაღებული რაზმებიც იბრძვიან.

ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ირწმუნება, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძვის მხოლოდ 14 ჩეჩენი, რომლებიც ადრე არიან წასული რესპუბლიკიდან, თუმცა, დონეცკის ქუჩებში გადაღებულ ფოტო და ვიდეოკადრებში კარგად ჩანს ათეულობით ჩეჩენი მებრძოლი, რომლებიც ინტერვიუებსაც
კი იძლევიან და არც მალავენ, რომ კადიროვის მხარდამჭერნი არიან. დაჭრილ და დახოცილ ჩეჩნებს აღმოუჩინეს დოკუმენტები, ასევე მობილურებზე გადაღებული ფოტოები, რომლებიც ადასტურებს, რომ ისინი კადიროვის შეიარაღებული რაზმების წევრები არიან.
ისინი ათიოდე დღის წინ რუსეთის ტერიტორიიდან "კამაზებით" შეიჭრნენ უკრაინაში. მართალია, უკრაინელმა მესაზღვრეებმა მოახერხეს რამდენიმე მანქანის შეჩერება, მაგრამ
ჩეჩნების დიდმა ნაწილმა მაინც შეაღწია დონეცკში.
რუსეთ-უკრაინის საზღვრის საიმედოდ ჩაკეტვა და გაკონტროლება უკრაინის ახალი პრეზიდენტის - პეტრე პოროშენკოს უმთავრეს ამოცანად უნდა იქცეს, რადგან ანტიტერორისტულ ოპერაციას შედეგი არ მოჰყვება, თუკი პრორუსი სეპარატისტ-დივერსანტები რუსეთიდან მომავალშიც სისტემატურად მიიღებენ დამხმარე ძალასა და შეიარაღებას.
მოსკოვმა უკრაინის საზღვართან თავმოყრილი რუსული საბრძოლო დანაყოფების დიდი ნაწილი უკან გაიყვანა, რამაც თითქოს შეამცირა პირდაპირი რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხე, თუმცა, პრეზიდენტ პუტინის სხვა მეთოდი - უკრაინას ჩეჩენი, ოსი და აფხაზი შეიარაღებული მებრძოლები შეუსიოს - კვლავ მოქმედებს.

მინდია
17 ივნისი 2014 18:17
p.s.-ს

"რაც შეეხება მაიდნის აქტივისტებს იქ მხოლოდ 10 000 ადამიანი იდგა, რაც სასაცილოა, როცა მარტო კიევს ყავს 1 მილიონი მოსახლეობა, ტან ამ 10 000-დან ძალიან ბევრი გარშემო ქვეყნებიდან ჩაყვანილი ხალხი იყო, მათ შორის საქართვეოდანაც გაშვებული ნაციონალები, რამდენიმე მოკლეს კიდეც, ის ხალხე ამდენი ხანი მაიდანზე რომ იდგა, სამსახურებში ვინ მუშაობდა??მარტო შეიარაღება ქონდათ მგონი თვითონ უკრაინის პოლიციაზე უკეთესი.ამისთანა რევოლუციის მოწყობა ძვირია ცემო მინდია და გოგოშკა დედაშენს დაუძახე სახლში ამისთანა უზრდელი რომ გაგაჩინა! "
---------------------------------------

აი კიდევ ერთიც გამოჩნდა შეთქმულებათა თეორიებით გატაცებული.

ჯერ ერთი, კიევში 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მეორეც, 10 000 მაიდანზე მარტო ღამეს ათევდა, აქციებზე ასეულ ათასობით ადამიანი მონაწილეობდა, ბოლოსდაბოლოს ტელევიზორისთვის მაინც გეყურებინა და შეიძლება საკუთარი თვალებისთვის მაინც დაგეჯერებინა. დემონსტრანტებს "პოლიციაზე უკეთესი" შეიარაღება სად დაუნახე (ასევე უკრაინაში მილიციააა და არა პოლიცია, როგორც შენ ეძახი)? და თუ ჰქონდათ რატომ დაეღუპათ პოლიციაზე გაცილებით მეტი - 110 ადამიანი? გარდა ამისა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება აქციის მონაწილე რამოდენიმე ათეული ადამიანი, განსაკუთრებით აქტიური აქტივისტები. საქართველოს 3 მოქალაქე დაიღუპა. მხოლოდ ერთი იყო საქართველოდან ჩასული - თბილისელი დავით ყიფიანი, დანარჩენი ორი ბოლო 15 წელი კიევის მაცხოვრებელი იყო. კიდევ ვიმეორებ - რომ თითქოსდა მაიდანზე დგომაში ხალხს ფულს უხდიდნენ სისულელეა, ეს არავის დაუდგენია, არავის უნახავს. შენ მაგალითად რამდენი ათასი დოლარის სანაცვლოდ მიუშვერდი სნაიპერის ტყვიას მკერდს? თუ უბრალოდ ტყვიის გარეშე მოკვდებოდი შიშით, სროლის ხმაზევე?

საქმე იმაშია გულნამცეცა მერკანტილური ადამიანები რომელთაც საკუთარი ლანდისაც ეშინიათ, ვერასდროს დაიჯერებენ რომ არსებობენ მათგან განსხვავებული პიროვნებები, რომლებსაც შეუძლიათ საერთო სიკეთისთვის თავის გაწირვა, უანგაროდ. რადგან ფიქრობენ რომ ყველა მათნაირია, ადგენენ ათასგავარი შეთქმულების თეორიას ან სხვის მოგონილს იჯერებენ იმ 5 მილიარდი დოლარისა არ იყოს.

რაც შეეხება იმას ვარ თუ არა უზრდელი. არ ვარ. უბრალოდ, როდესაც ვხედავ რომ ადამიანი მიედ-მოედება იმ საკითხზე, რომელზედაც წარმოდგენა ჭორების დონეზე აქვს და თუთიყუშივით იმეორებს წინასწარგანზრახვით გავრცელებულ სიცრუეს, მჩვევია ცივი წყალი გადავასხა, გამოფხიზლების მიზნით. მაგრამ ზოგიერთებს ცივი წყალიც არ შველის. ფაქტები სახეზეა.
vep1963
17 ივნისი 2014 15:56
mariko-პატივცემულო გეშლებათ ნამდვილად ფოსფორის კი არა და ატომურ ბომბებს აყრიან მოსახლეობას უკრაინაში:)და საერთოდ თქვენნაირების მსჯელობას თუ დავუჯერებთ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში სადაც ჭეშმარიტი დემოკრატია და ჭეშმარიტი მართლმადიდებლობაა ეს პუტინის რუსეთია ხოლო მისი მეგობარი ქვეყნები სირია,ირანი,ჩრდილოეთკორეა დემოკრატიის შყქურებია და მათ როგორ შეიძლება შევადაროთ ამერიკა ევროპა სადაც ხალხი მონობაშია და დიქტატურის პირობებში უწევთ არსებობა.თქვენ როგორცა სჩანს გერმანიაში ბრძანდებით და ალბათ საქმის კურსში იქნებით რომ სწორედ რომ გაჭირვებული გერმანელი ხალხის დასახმარებლად და გასართობად გაზპრომმა ბუნდესლიგის პირველობაში მილიონები ჩადო აბა სხვანაირად როგორ შეიძლებოდა მოქცეულიყო რუს პენსიონრებს იმდენი ფული აქვთ რომ აღარ იციან სად წაიღონ.გიქებთ გამძლეობასა და გამბედაობას რადგანაც დაჩაგრულ გერმანელებს გვერდში უდგეხართ და დემოკრატიულ რუსეთში განცხრომით ცხოვრების ნაცვლად მათ ეხმარებით.აფერუმ თქვენს ქალობას.
p.s.
17 ივნისი 2014 03:30
რაც შეეხება მაიდნის აქტივისტებს იქ მხოლოდ 10 000 ადამიანი იდგა, რაც სასაცილოა, როცა მარტო კიევს ყავს 1 მილიონი მოსახლეობა, ტან ამ 10 000-დან ძალიან ბევრი გარშემო ქვეყნებიდან ჩაყვანილი ხალხი იყო, მათ შორის საქართვეოდანაც გაშვებული ნაციონალები, რამდენიმე მოკლეს კიდეც, ის ხალხე ამდენი ხანი მაიდანზე რომ იდგა, სამსახურებში ვინ მუშაობდა??მარტო შეიარაღება ქონდათ მგონი თვითონ უკრაინის პოლიციაზე უკეთესი.ამისთანა რევოლუციის მოწყობა ძვირია ცემო მინდია და გოგოშკა დედაშენს დაუძახე სახლში ამისთანა უზრდელი რომ გაგაჩინა!

რედაქტორის რჩევით