NATO ან MAP-ს მოგვცემს, ან თავს საბოლოოდ შეირცხვენს?!
02-06-2014
NATO ან MAP-ს მოგვცემს, ან თავს საბოლოოდ შეირცხვენს?!
საქართველოსთვის MAP-ის მიცემა და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა უდავოდ გამოიწვევს კრემლის საპასუხო რეაქციას

30 მაისს  NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა ალიანსის გაფართოების დეკლარაცია, რომლის მე-8 პუნქტში ჩაიწერა, რომ  NATO -ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ალიანსის წევრი ქვეყნების მთავრობებს და პარლამენტს, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად (იმის შესახებ, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი) უელსის სამიტზე საქართველოს მიენიჭოს MAP-ი (ალიანსში გაწევრების სამოქმედო გეგმა).

საპარლამენტო ასამბლეის მოწოდება NAთO-სთვის არ არის სავალდებულო, თუმცა, ძალიან
მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, როდესაც რუსეთი მეზობელი უკრაინის ნახევრად ოფიციალურ ოკუპაციას ახორციელებს, ანუ იმეორებს იმას, რაც 2008 წელს გააკეთა საქართველოში.

მიუხედავად იმისა, რომ MAP-ის მინიჭება არ ნიშნავს საქართველოსთვის NAთO-ს პირდაპირ სამხედრო  მხარდაჭერას, ალიანსში გაწევრების სამოქმედო გეგმის შესრულება საქართველოსთვის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება NATO-ს სრულფასოვანი წევრობის გზაზე.

თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოსთვის MAP-ის მიცემა და მანამდე ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, უდავოდ გამოიწვევს კრემლის საპასუხო რეაქციას, რაც საქართველოზე როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ, ასევე, შესაძლოა, სამხედრო ზეწოლაშიც გამოიხატოს.

უკრაინის მოვლენებმა მნიშვნელოვნად დააჩქარა პროცესები და გამოაჩინა რუსეთის ხელისუფლების რეალური მიზანი - აღადგინოს საბჭოთა კავშირის მსგავსი იმპერია. კრემლის ჩანაფიქრი გამჟღავნდა 2008 წელს საქართველოზე თავდასხმის დროს, მაგრამ მაშინ დასავლეთმა ამჯობინა, ეს არ დაეჯერებინა, თუმცა, ყირიმის ანექსიამ და უკრაინის აღმოსავლეთით მიმდინარე პროცესებმა NATO-ს წევრ ქვეყნებს საშუალება აღარ მისცა, სირაქლემას პოზაში დარჩენილიყვნენ.

უელსის სამიტზე გამოჩნდება NATO-ს წევრი ქვეყნების მეთაურების ნამდვილი სახე - NATO საქართველოს ან მისცემს MAP-ს ან საბოლოოდ შეირცხვენს თავს და დაკარგავს არა მარტო საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერას, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკური წრეების კეთილგანწყობასაც - აღმოსავლეთ ევროპაში ხომ ყველაზე უკეთ იციან, რა საშიშია ახალ იმპერიად აღზევების მოსურნე რუსეთის მეზობლობა...
datokutaiseli
09 ივნისი 2014 14:17
თუ გვინდა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და ქვეყანაში საშუალო ფენამაც იარსებოს მხოლოდ რუსეთთან კავშირში ჩანს გამოსავალი,ძალიან არ მინდა ასე რომ არის,მაგრამ სხვა გამოსავალს მსოფლიო გეოპოლიტიკურ პოლიტიკას რომ ვუყურებ ვერ ვხედავ.
დათა ბატონო
06 ივნისი 2014 19:10
1)სსფ–საერთშორისო სავალუტო ფონდი.აწარმოებს ეგრეთწოდებული მსხერპლ–ქვეყნების წინაამღდეგ ფინანსურ ომს,ნერგავს ვითომ "თავისუფალი ბაზრის"სახით,არაეფექტურ ეკონომიკურ მოდელს,თავს ახვევს კრედიტებს,და ნელ ნელა აქცევს სახელმწიფოს მუდმივ მევალედ .2)მსო–მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია.ტრანსნაციონალური კორპორაციების დამრტყმელი ძალა,საკუთარ ინტერესებისათვის ქვეყნის საბაჯო სისტემის , შრომის დაცვისა და ბუნებრივ რესურსების შენარჩუნების კანონების თავის სასარგებლოდ"გადამტეხი". ფაქტიურად ანადგურებს სახელმწიფო სუვერენიტეტს.და ბოლოს3) ნატო– სამხედრო ძალის მეშვეობით ახშობს სახელმწიფოებისა და ხალხების წინააღმდეგობებს.
giorgi
06 ივნისი 2014 13:42
რა გავუჩმახეთ საქმე?:) ხომ ვხედავთ რომ არ გვიღებენ და არც მიგვიღებენ არასდროს და შევიგნოთ ჩვენც და ჩვენმა მთავრობამაც. ისე ერთხელ ერთმა მამაომ მითხრა, ღმერთი არ დაუშვებსო, რომ საქართველო ეგეთ ორგანიზაციებში გაწევრიანდესო. ქვეყნები რომლებიც ცისფერებს გაჯენენ თავზე და ტრადიციების შელახვას გვთხოვენ, ისე იმათთან ჩვენ არაფერი არ უნდა გვესაქმებოდეს, მაგრამ ეს რუსეთიც რომ არ გვემეზობლობოდეს მთლად უკეთესი ისქნებოდა.

ისე ნატოში ჩვენ ვერასდროს ვერ შევალთ:)

რედაქტორის რჩევით