ანტიტერორისტულიდან ფართომასშტაბიანი ომისკენ...
09-06-2014
ანტიტერორისტულიდან ფართომასშტაბიანი ომისკენ...
უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე შეტაკებები ყოველდღიურად მძაფრდება და ემსგავსება ჩეჩნეთის ომებს, როდესაც ბრძოლებში არტილერიასთან ერთად ტანკები და მოიერიშე თვითმფრინავები ერთვებიან.
გასულ კვირას უკრაინის ხელისუფლებამ ინტენსიურად დაიწყო Т-64 ტიპის ტანკებისა და Су-25 მოიერიშე თვითმფრინავების გამოყენება, რადგან მან პრორუს სეპარატისტ-დივერსანტებთან თითქმის ორთვიანი დაპირისპირებისას ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებით მნიშვნელოვანი უპირატესობა ვერ მოიპოვა.
ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, უკრაინის აღმოსავლეთში დღეს შეიძლება 10 ათასამდე შეიარაღებული ადგილობრივი სეპარატისტი, რუსეთის სპეცდანიშნულების დანაყოფების სამხედრო მოსამსახურე და დაქირავებული კაზაკი და ჩრდილოკავკასიელი
იბრძოდეს.

უკრაინის ანტიტერორისტულ ძალებში 18-20 ათასი მებრძოლია. აქ არიან როგორც უკრაინული სპეცდანიშნულების რაზმების მეომრები, ისე - ეროვნული გვარდიისა (ყოფილი შინაგანი ჯარების) და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. ორმაგი უპირატესობა ამ შემთხვევაში საკმარისი არ გახლავთ, თუმცა, მარტო ეს არ არის წარუმატებლობის მიზეზი.

უკრაინის ხელისუფლებამ ვერ მოახერხა რუსეთთან სახელმწიფო
საზღვრის საიმედოდ ჩაკეტვა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების მონაკვეთზე, ამის გარეშე კი წარმატებაზე საუბარი არ ღირს, რადგან პრორუსი სეპარატისტ-დივერსანტები მუდმივად იღებენ დახმარებას რუსეთიდან თანამედროვე და ეფექტური შეიარაღების სახით.
სწორედ რუსეთიდან შეტანილი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით - "იგლებით" მოახერხეს ტერორისტებმა უკრაინული შვეულმფრენების დაზიანება და ჩამოყრა, 6 ივნისს კი ორძრავიანი სატრანსპორტო Ан-26 ტიპის თვითმფრინავიც კი ჩამოაგდეს. მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებით პრორუსი ტერორისტები უკრაინელების ჯავშანტექნიკას წარმატებით უპირისპირდებიან.

ბრძოლებში მძიმე საბრძოლო ტექნიკის ჩართვის გარეშე საეჭვოა, რომ უკრაინელმა გენერლებმა რაიმე წარმატებას მიაღწიონ, თუმცა ტერორისტების დაპყრობილი ქალაქების (მაგალითად, კრამატორსკისა და სლავიანსკის) გასათავისუფლებელ ოპერაციებში ტანკების, მსხვილკალიბრიანი არტილერიის, მოიერიშე და ბომბდამშენი თვითმფრინავების მასობრივად გამოყენება უკრაინის ამ ქალაქებს, ალბათ, 1995 წლის გროზნოს დაამსგავსებს.
ნორმანდიაში სახელმწიფო მეთაურების შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტი თავის ფრანგ კოლეგას გამოუტყდა, რომ ის გავლენას ახდენს უკრაინის აღმოსავლეთით მოქმედ პრორუს მებრძოლებზე.

რა თქმა უნდა, რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია, რამდენიმე დღეში შეაჩერებინოს საბრძოლო მოქმედებები პრორუსულ ძალებს, მაგრამ სურს კი ეს მას? რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სისხლის ღვრა უკრაინის აღმოსავლეთით, მით უფრო განმტკიცდება კრემლის ძალაუფლება ანექსირებულ ყირიმში და მისი ოკუპაციის საკითხი მეორე პლანზე გადაიწევს.

ეს ძალიან წააგავს 1993 წლის ოქტომბრის დასაწყისის მოვლენებს, როდესაც სოხუმის დაცემის შემდეგ მოწინააღმდეგე ჯერ გალის რაიონში შეიჭრა, შემდეგ - სამეგრელოს ნაწილშიც და უფრო დიდი საშიშროება შეიქმნა.
ეს სიტუაცია გვაგონებს 2008 წლის აგვისტოსაც, როდესაც იმაზე ვფიქრობდით,  მტერი როგორმე გორიდან გაგვეყვანა და თბილისისკენ არ წამოსულიყო, ცხინვალისა და მისი მიმდინარე გადამწვარი ქართული სოფლების ბედი კი აღარც გვახსოვდა...

პუტინი ელოდება, რომ უკრაინის ხელისუფლება დიდ შეცდომას დაუშვებს (მაგალითად, პრორუსი ტერორისტების პროვოკაციების შემდეგ ძლიერ საარტილერიო და საავიაციო დარტყმას მიაყენებს რომელიმე დასახლებულ პუნქტს, რასაც მოქალაქეთა მსხვერპლი მოჰყვება), რის შემდეგაც, არ არის გამორიცხული, ბრძოლებში ჩაერთონ რუსეთის რეგულარული სამხედრო დანაყოფები, პირველ რიგში კი - რუსული საბრძოლო ავიაცია.
glaxuna
16 ივნისი 2014 14:35


ნაპოლოენი,როგორც ძლიერი სტრატეგი, ამბობდა ,,მოწინააღმდეგეს ხელი არ შეუშალო შეცდომები დაუშვას,,...

პუტინი და მთელი მისი ამალა,ერთი პრიმიტიული,გონებაშეზღუდული,იმპერიულ-შოვინიზმით იდეებით ავსებული და დაავადმყოფებული,შუა საუკუნეობრივი მენტალიტეტის მქონე ხალხია...
ვინც, რუსი ხალხი,ისედაც საუკუნეების მანძილზე მ ო ნ უ რ ი ფსიქიკით და მენტალიტეტით,მენტალურად და ფსიქიკურად კიდევ უფრო დაავადმყოფა...

ამას შედეგები მალე მოყვება...

რომელიც რუსეთს დაშლისაკენ მიიყავს...

დასავლეთში ანგარიშს კი არ უწევენ, ,,კაკ ვსეგდა,ივან დურაკ,, ,ასე მოიხსენებენ...სასაცილოდ არის ქცეული...რა არ ყოფნით?!,ტერიტორია,რესურსები,მოსახლების დიდი რაოდენობა,წყალი არა აქვთ,ტყე,ოქრო,გაზი...თუ რა?!...რომ სოციალურად და ფინანსურად დასავლეთზე უზრუნველყოფილის მოქალაქეები ყავდეთ ?!
და
პროგრესირებული საზოგადოება შექმნან,რომელიც ს ა მ ა რ თ ლ ი ა ნ ო ბ ა ზ ე ,ე.ი მშვიდობაზე ორიენტირებულნი იქნებიან,ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ამღიარებელი და მტკიცედ დამცველი,ყოველგვარი აგრესიის უარმყოფი,ურთიერთ პატვისმცემელი და ურთიერთდამფასებელი,თანაბარ უფლებრივი ურთიერთობების დამცველი, განსაკუთრებით მეზობლებთან...

21-ე საუკუნეში
..ქვეყნის ინტერესებები ,,
საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობისა და ღირსების დაცვა უნდა იყოს,(ასეთი რესურსებისა და პოტენციის მქონე ქვეყნის მოქალეები,მხოლოდ პ რ ა ს ტ ი ტ უ ტ კ ო ბ ე ნ დასავლეთში?!!!),მეზობლებთან უ ა ღ რ ე ს ა დ კეთილგანწყობილი,ათასჯერ ვიმეორებ,მტკიცედ თანაბარ უფლებრივი ურთიერთობებით ,მხადაჭერითა და თანადგომით და მით მიპოვონ პ ა ტ ი ვ ი ს ც ე მ ა მათთან,და არა მარტო.... თუ....ყველა სამართლებრივი ნორმების დარღვევა და მეზობლების კიდევ უფრო ტერიტორიების მიერთება უნდა იყოს ?!

მენტალურად ავადმყოფები თუ არ არიან,რისთვის ჭირდებათ ?!

დღეს უკრაინელებისათვის რუსები.... სლავები არ არიან,დღეს ისინი ,,თათარ-მონღოლების,, ანუ მონღოლების ურდოა,ანუ სრულყოფილი მ ტ ე რ ი !!!,და ეს სრულიად ნ ა თ ლ ა დ დაინახეს,და არანაირად მმართლმადიდებლები ...ორ უძველეს მართლმადიდებელ ერს (საქართველოს და უკრაინას ომი გამოუცხადა და ეთნიკური წმენდები განახორციელეს...) ,21-ე საუკნეში.

აღარ გავაგრძელებ ....
დღეს რუსები,თავიანთი...ცბიერებით,ცინიმით,უსამართლობით,დაუდობლობით...ანუ აზროვნება და გონება შეზღუდულობით... მხოლოდ ზ ი ზ ღ ს იწვევენ და ეს თაობიდან-თაობამდე გადავა !!!

რასაც შედეგები უთუოდ ექნება,ე ტ ა პ ო ბ რ ი ვ დ !!!

რაც შეეხება საქართველოს...ქართველობის მენტალიტეტი ისე დაამახინჯა მაგ მონღოლეთის იმპერიაში 200 წლოვანმა ცხოვრებამ,რომ დღეს მტერს და მოყვარეს ვითომ ,,ვეღარ არჩევს,, და მონური ფსიქიკაც და აქედან წამოსული კრიმინალურ-ფარისევლური მენტალიტეტიც (რუსულ-მონღოლური!!!), მძლავრობს,ამიტომაც არაა დღეს ერი იდეურათ ერთიანი...მტერთან ბრძოლაში...

შ ი შ ე ბ შეპყრობილები, ხედავ ?! დღეს როგორ ,,მსჯელობენ,,?! აი, დასავლეთი არ გვეხმარება (არადა სახელმწიფოებრიობის აღიარების დღიდან პოლიტიკურად და ფინანსურად ,მილარდობით გვეხმარებიან,რომ როგორმე თანამედროვე ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო, საქართველო შედგეს...დღესვე,რომ დასავლეთმა შეწყვიტოს პოლიტიკური მხარდაჭერა,რუსეთი აფხაზესა და სამაჩაბლოს აღიარებინებს მრავალ საელმწიფოს და ...) და ამიტომ რუსეთს ,დავემორჩილოთო,ამას ფუთავენ ,უნდა ,,დავალაგოთო,, ურთიერთობები რუსეთთან-ო...არადა ეს ,,დალაგება,, ანუ მორჩილება ,რ ე ა ლ უ რ ა დ დღეს იგივეა, რაც 1921 წელი...ტერიტორიების დაკარგვა (იურიდიულად-აც!!!) და ფაქტიურად სახელმწიფოებრიობის მე-3-ედ ლიკვიდაცია ,იგივე რუს-მონღოლებისაგან(რაღაც ახალ კავშირის შექმნით მონღოლების მიერ და იქ შესვლით...),რასაც ერთადერთს ითხოვენ...


სიმართლეს ახლა თუ მივჩქმალავთ,მაინც არ დაიმალება...
,,ნაციონალებმა,, თანამედროვე სახელმწიფოს შექმნისათვის უდიდესი ნაბიჯები გადაგეს,სწორედ ამიტომ მტერთან,რუსეთთან დაპირისპირებას ვერ აცდნენ და ვერც აცდებოდნენ...
რუსეთი ხო ვერასოდეს იტანდა და ეგუებოდა საქართველოს სახელმწიფოებრიბას და მის განვითარება-განმტკიცებას დაუშვებდა?! და ამიტომ... ... ....

მაგრამ დღეს ...თავად ქართელობა ...როგორ ეწევიან მაქსიმალურად ,,ნაცების,, დისკრედიტაციას, ყველა ხერხებითა და მეთოდებით ?!
რატომ ?!
ეს სწორედ მტერთან,რუსეთთან მხოლოდ შ ი შ ე ბ ი დ ა ნ და კრიმინალურ-ფარისეველი მენტალიტეტიდან,აქედან ჩამოყალიბებული და განმტკიცებული მეშჩანური ბუნებიდან მოდის,დაუნდობელი მტერთან ცხოვრებით წარმოშობილი და მათთან ურთიერთობებში ჩამოყალიბებული...მტერს მაამებლად მოექცნენ და მათ მიმართ წარმოშობილი შიშებიდან წამოსული დაუნდობლობა,აგრესიულობა,ცბიერება,სიძულვილით საუთარი გაანადგურონ (ვინც მტერს ებრძვის!!! ანუ პატრიოტები) ,მით ერთგულება დაუმტკიცოს მტერს და მით ი ს ა რ ე ბ ლ ო ნ...ე ყოველივე ჭირდებათ,რომ საკუთარი უდიდესი სისუტეები,უსუსურება გადაფარონ...


ამის ყოველივეს გათავისებ-ც კი ძალზე უჭირს თანამედროვე ქართველობას....თორე შეწყვიტავდა სიძუვილით საუბარს,წინა ხელისუფლების დადებითსაც და უარყოფითსაც აღიარებდა,უარყოფითის გამოსწორებას დაიწყებდა და მიზნათ.... ე რ ი ს იდეურ გაერთიანებას დაისახავდა ,ღირსეული ეროვნულ-სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისათვის,მაგრამ...ვიმეორებ...მტრის მიმართ შიშები და კრიმინალ-ფარისევლური მენტალიტეტი,ანუ მესჩანური ბუნება ამის საშუალებას არ აძლევს...

ამიტომ ვერ ,,გაურკვევია,, მტერი და მოყვარე,უფრო სწორედ მტერი გარკვეული ყავს,მაგრამ შიშები არ აძლევს საშუალებას ოდიდგანვე ქართული,ეროვნული მენტალიტეტით იღვაწოს..,,მტერს მტრისას,მოყვარეს მოყვრისას ,,... და ,,თავის დასაცავად,, ანუ ათასჯერ ვიმეორებ, ამ შიშების დასაფარათ (ძირითადად ბრძოლის თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს ა და ღირსებისათვის!!!) თითქოს ,,ვერ არკვევს მტერს და მოყვარეს,, ...

შეძლება ითქვას, დღეს საქართველოში,ძირითადად მ ე ნ ტ ა ლ უ რ ი დაპირისპირებააა!!!

ანუ, საქართველოში ძველი თაობის (საბჭოთა-რუსულ იმპერიაში ცხოვრებით,მონური ფსიქიკიდან ჩამოყალიბებული კრიმინალურ-ფარისეველი მენტალიტეტის ხალხის) და ახალი თაობის (ჯერ კიდევ ეროვნული მენტალიტეტის,ღირსების ,სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის გაცნობისა და გათავისების პ რ ო ც ე ს შ ი მყოფი თაობის ) დ ა პ ი რ ი ს პ ი რ ე ბ ა ა ,ამდავარ დაპირისპირებაში უთუოდ ახალი თაობა იმარჯვებს,მაგრამ თანამედროვე ეპოქაში,21-საუკუნეში,მე-16 საუკუნის (პოლიტიკური სისტემითაც..) მლავრი იმპერია ძველი თაობის ინტერესებებისავის იბრვის,ყველა ხერხებითა და საშუალებებით,მხოლოთ ამ ხალხით შეძლებენ რუსულ-მონღოლური იმპერიის დღეგრძელობას...


როცა ეს ძველი თაობა დაძლევს (შეძლებს კი,საკითხავი ეს არის?) შ ი შ ს მტერთან დამოკიდებულებაში...მაშინ შეწყვიტავს სიძულვილის ენით საუბარს,ბოღმისა ნთხევას და მით იმპერიის ინტერესებების განხორციელებას...და თაობათა შორის კეთილგანწობის,მიმტევებლობის და მხარდაჭერის ატმოსფერას შექმნის,ვიმეორებ...ერის იდეური გაერთიანებისათვის...რაც ერთადერთი ფუნდამენტია თანამედროვე ღირსეული სახელმწიფოს შექმნისათვის...

ისე,ისიც არ დაგვავიწყდეს...მოსემ ებრაელები ეგვიპტის მონობიდან დაიხსნა,და 40 წელი,ანუ მხოლოდ ახალი თაობით შეძლო,საკუთარი ხალხის ე რ ა დ ჩამოყალიბება და აღთქმულ მიწაზე მისვლა და დამკვიდება!!!
SDI
13 ივნისი 2014 21:34
ფაშისტებმა ჩვენი ძმები კუთხეში მიამწყვდიეს!!!! მათ რა უნდა გააკეთონ?შეუძლებელია ამას შეეგუო.მწამს,რომ ბევრი პატრიოტი გამოჩნდება,ათასობით,რომლებიც ნამდვილ სტალინგრადს მოუწყობენ მტერს,დაასუსტებენ და გააქცევენ!ამაშია ერის ძალა-მტერს მიუზღონ,სისხლად არწყევიონ პატრიოტთა დაღვრილი სისხლი!!!
პატრიოტა
12 ივნისი 2014 04:51
ლოთი ქობალია-ს!!!!
........ ამ სიტუაციაში ძნელია შევაფასოთ ის შედეგები,რასაც მოიტანს თავაწყვეტილი რუსეთის გაუმაძღარი პრლიტიკა ხვალ–ზეგ და ვინ იქნება საბოლოოდ მოგებაში ან წაგებაში!!!ჯერ–ჯერობით რუსეთი მოგებაშია და სწორად რომ სწორი პოლიტიური გათვლებით შეძლო ამ ქვეყანამ მსოფლი ო პოლიტიკურ რუკაზე ყველაზე დიდ ტერიტორიულ ერთეულად დამკვიდრება, რომელსაც ანგარიშს უწევს მთელი მსოფლიო!
..და ეს იმიტომ რომ მედლის თავიაანთი მხროიდან ყველა რუსეთი, პრზიცია თუ ოპოზიცია, გლეხი თუ ინტელიგენტი,პიანიცა თუ პრასტიტუტკა ერთ მუშტად იკვრება თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე!!
მე ვიძახი იმას რომ, ჩვენი ერთი მუჭა საქართველო, მისი მოსახლეობა და პოლიტიკრსები, რომლებიც ერთმანეთის წეწვა–გლეჯვაში საქართველოს ინტერესებს ფეხებზე იკიდებენ და ამით ქვეყანას არა თუ აძლიერებენ და აერთიანებენ, არამედ განადგურება–გადაშენებამდე მიჰყავთ. ყველა ქართველი და საქართველოს პატრიოტი ასეთი შემართებით უნდა იქცეოდეს მაშინ, როდესაც ჩვენ შაგრენის ტყავივით დაპატარავებულ საქართველოს გარეშე მტრებიდან რეალური საფრთხე ემუქრება და ერთმანეთის ჭამა–ხვრის, ცემა–ტყეპვის დადანაშაულება–გინების მაგივრად ქვეყნის ბედზე ისეთივე თავდადებით იმოქმედრნ, როგორც ამას რუსეთი აკეთებს საუკუნეების მანძილზე!

რედაქტორის რჩევით