აფხაზეთში ახალი რუსული ჯავშანტექნიკა გამოჩნდა
09-06-2014
აფხაზეთში ახალი რუსული ჯავშანტექნიკა გამოჩნდა
უკრაინაში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური კრიზისის ფონზე არა მარტო დასავლეთში, არამედ საქართველოშიც კი ზოგიერთმა ყურადღება არ მიაქცია იმას, რომ რუსეთი კვლავ აძლიერებს და აუმჯობესებს თავის შეიარაღებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

ამის დადასტურებად იქცა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ჯარების მე-7 სამხედრო ბაზა აფხაზეთში ზაფხულის ბოლომდე 80-ზე მეტ БТР-82АМ ტიპის მოდერნიზებულ ჯავშანტრანსპორტიორს მიიღებს.
2013 წლის ბოლოს ამ საოკუპაციო სამხედრო ბაზაზე რუსეთიდან უკვე ჩაიტანეს ასეთივე БТР-82АМ-ის 30-მდე ერთეული. გამოდის, რომ ორიოდ თვეში ოკუპირებულ
აფხაზეთში რუს სამხედროებს უკვე 110 გაუმჯობესებული ჯავშანტრანსპორტიორი ეყოლებათ.

ჯავშანტრანსპორტიორების რიცხვისა და ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების გაზრდა რუს ოკუპანტებს უფრო მობილურს გახდის, თუმცა მათი მთავარი მიზანი მაინც შეიარაღების სერიოზული მოდერნიზაციაა.
რუსეთმა 2012-13 წლებში საბჭოთა კავშირის დროინდელი 150 ცალი БТР-82  კაპიტალური რემონტისა და მოდერნიზაციის შედეგად БТР-82АМ -ის დონემდე გააუმჯობესა.
14,5 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევი 30 მმ-იანი ავტომატური ქვემეხით შეიცვალა, რამაც ჯავშანტრანსპორტიორს საშუალება მისცა, მოწინააღმდეგის ქვეითები 4 კმ-მდე, მსუბუქად შეჯავშნული ტექნიკა - 2 კმ-მდე, ხოლო შვეულმფრენები 1,5 კმ-მდე მანძილზე დააზიანოს.
ასევე გაუმჯობესებულია ჯავშანტრანსპორტიორის ნავიგაციისა და კავშირგაბმულობის საშუალებები, ხოლო ჯავშანკორპუსის შიდა ნაწილი დაფარულია ნამსხვრევების შემაკავებელი საშუალებით.

მართალია, ტანკებისგან განსხვავებით, ჯავშანტრანსპორტიორის დაზიანება ადვილია, მაგრამ ახალი БТР-82АМ -ზე კუმულაციურქობინიანი რაკეტების საწინააღმდეგო რკინის ბადეების დაყენების შემთხვევაში მათი დაცულობა მნიშვნელოვნად იზრდება, ხოლო ბორბლებიანი შასი მათ ასფალტიან გზაზე მაქსიმალური 90-100კმ/სთ სიჩქარის განვითარების საშუალებას აძლევს.

საქართველოს წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის განახლების შემთხვევაში მე-7 საოკუპაციო ბაზა აფხაზეთიდან და მე-4 - ცხინვალის რეგიონიდან ეცდებიან სწორედ მოდერნიზებული
giorgi
30 ივნისი 2014 12:01
ჩვენს უპასუხისმგებლობას საზღვარი არ აქვს, ვინ რა დროს რა უნდა გააკეთოს არავინ იცის. გადაწყვეტილების მიმღები, არავინ არის.ის უთავმოყვარო სამხედროები, შაშკინი რომ მინისტრად მიიღეს გასაგდებნი არიან.
muki
16 ივნისი 2014 00:16
სდი ხარ თუ ვინცხა ინტრიგანი ჩემს წინაპრებს რომ ახსენებ შენებს რატომ გვიმალავ თუ ისინიც შენნაირები იყვნენ ცარიელი ლაყბები, მიდი ძმაო ეძგერე ოღონ მშვილდი არ დაქრჩეს მშვილდი
.
13 ივნისი 2014 10:28
გაშლილი დროშებით არ შემოვა, მაგრამ კადიროველებს და ოსებს და კაზაკებს გამოგვიგზავნის, როგორც უკრაინის სამხრეთში ხდება ან სულაც სომხებს... მარნეულის უკანასკნელი მოვლენებიც გასათვალისწინებელია ასე რო სრული მზადყოფნა ყველა მიმართულებით, თუნდაც იმიტომ რომ უკეთესი პირობები მივიღოთ საბოლოოდ....

რედაქტორის რჩევით