უკრაინა რუსეთთან საზღვარს კეტავს
23-06-2014
უკრაინა რუსეთთან საზღვარს კეტავს
რაც უფრო საიმედოდ ჩაკეტავენ საზღვარს, მით უფრო მალე დაამარცხებენ უკრაინელები შეიარაღებულ სეპარატისტებს

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც მესამე თვეა, ბრძოლები მიმდინარეობს, ამ ხნის განმავლობაში უკრაინა-რუსეთის საზღვრის თითქმის 200კმ-იანი მონაკვეთი, ფაქტობრივად, გაუკონტროლებელი რჩებოდა. ამით კარგად სარგებლობდნენ პრორუსი სეპარატისტ-დივერსანტები და რუსეთიდან განუწყვეტლივ იღებდნენ დახმარებას როგორც ცოცხალი ძალის, ასევე შეიარაღების - ცეცხლსასროლი იარაღის, ნაღმსატყორცნების, "გრადებისა" და ტანკების სახითაც კი. ამიტომაც უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციების ხელმძღვანელების ტაქტიკური სვლა - ჯერ რუსეთთან ჩაკეტოს საზღვარი და შემდეგ ალყაში
მოქცეული შეიარაღებული სეპარატისტ-დივერსანტების ნელ-ნელა განადგურება დაიწყოს - სრულიად გასაგებია, თუმცა, რამდენად ეფექტურად ჩაიკეტება და გაკონტროლდება საზღვარი რუსეთთან, ძნელი სათქმელია.

არ არის გამორიცხული, პრორუსი სეპარატისტების დასახმარებლად უკრაინასთან საზღვრის გარღვევისთვის კრემლმა რუსეთის რეგულარული ჯარებიც კი გამოიყენოს.
ამჟამად უკრაინის საზღვრისკენ მიემართება რამდენიმე რუსული სამხედრო კოლონა, რომელთა გადაადგილებას მოსკოვი
წვრთნების ჩატარების აუცილებლობით ხსნის.

თუკი ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში მოქმედ პრორუსულ ძალებს დახმარება შეუწყდებათ, მათი საბრძოლო შესაძლებლობები სწრაფად ამოიწურება და ისინი განწირული იქნებიან დამარცხებისთვის.
ეს მოსკოვშიც კარგად იციან და რამდენიმე დღეში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დადგება დილემის წინაშე - ან გაწიროს პრორუსი სეპარატისტები და რუსი დივერსანტები, ან ბოლომდე მიიყვანოს თავისი მასშტაბური ავანტიურა და უკრაინის ტერიტორიაზე ოფიციალურად შეიყვანოს რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალები, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ჩაიდინა.
ზაზა
28 ივნისი 2014 11:39
სახელების ჩამოთვლას არ დავიწყებ... ყველა იმპერიალისტ რუსს (თუმცა, სხვანაირები ფაქტიურად აღარც არსებობენ), მათთან დაახლოებულ სხვა მონღოლოიდური სულისკვეთების სუბიექტებს (მათ შორის არმენებს), სულგაყიდულ ე.წ. ქართველ უჯიშოებს... რბილად რომ ვთქვა, მოგიკითხავთ "ვალინკებიან, უნიფხვო დედიკოებს და ექსკლუზიურ უფლებას გაძლევთ, ემთხვიოთ უკრაინულ ქათქათა თეთრბალნიან და ქართულ შავბანჯგვლიან უკანალებს...
vasia potiomkin
25 ივნისი 2014 15:22
კახა დარაგოი, მალადეც. გდე ტი ჟივიოშ ბრატ (სად ცხოვრობ ბიჩო?). გრუზინი ვ მესტე რუსკიმი, აბეზატელნო პობედიმ ვრაგა უკრაინო-ამერიკანსკოგო. სპასიბა დარაგოი ბრატ ი ტავარიშ, გრუზინჩიკ კახა (კახაბერ). მი მესტე სოზდავალი რასისკუიუ იმპერიუ ი ნადეიუს, ეშიო რაზ პაპიტაემსია ზანოვო საზდატ. ეტო აბეზატელნო დელაემ მესტე სვამი ი ნაშიმი ბრატიამი არმიანამი.
კახა
25 ივნისი 2014 11:50
უკრაინამ გაიმარჯვაო ))) რა გამარჯვებაზეა საუბარი ამხელა ტერიტორია კრიმი წაიღო რუსეთმა და ეს მხარე კიდევ ან აინტერესებს და ან არა, კრიმზე კაციშვილი ხმას რომ არ იღებს უკვე ესაა მაგარი ((

რედაქტორის რჩევით