პრიორიტეტი საქართველოს დაცვაა თუ ავღანელებისა და აფრიკელების?
30-06-2014
პრიორიტეტი საქართველოს დაცვაა თუ ავღანელებისა და აფრიკელების?
ქართველი სამხედროები მეხუთე წელია, ავღანეთში  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის
შემადგენლობაში იბრძვიან


საქართველოს შეიარაღებული ძალები კიდევ ერთ საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში ჩაერთვნენ. ამჯერად ქართველი სამხედროების პირველი ჯგუფი საქართველოდან 4 ათას კმ-ზე შორს, აფრიკის კონტინენტზე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც ევროკავშირი სამშვიდობო მისიას ასრულებს.
ასევე გახდა ცნობილი, რომ 2015 წლის 1-ლი იანვრიდან, მიუხედავად ISAF-ის მისიის დასრულებისა, საქართველო ავღანეთში 700-ზე მეტ სამხედროს დატოვებს.
მოსალოდნელია, რომ ქართველი სამხედროები გაგზავნონ მალიშიც, სადაც შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს.

შეიძლება კი ეს
იყოს პრიორიტეტი იმ ქვეყნისთვის, რომლის ორი რეგიონი მეზობელი ქვეყნის მიერ არის ოკუპირებული და ახალი სამხედრო აგრესიის განახლების დიდი საფრთხე არსებობს? ან რამდენად გამართლებულია, ქართული არმია თავისი ქვეითი მებრძოლების 10%-ს (1600 კაცი ავღანეთში, 170 სამხედრო - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში) მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გზავნიდეს მაშინ, როდესაც აშშ
და  NATO  პირიქით, აღმოსავლეთ ევროპაში, უშუალოდ რუსეთის საზღვართან იწყებენ საბრძოლო დანაყოფების გადმოსროლას? რომელი უფრო მნიშვნელოვანია - საქართველოს მოსახლეობის დაცვა თუ ავღანელებისა და აფრიკელების უსაფრთხოებაზე  ზრუნვა?
ამ კითხვებს მერამდენე წელია, ვსვამთ, მაგრამ თავდაცვის სამინისტრო და ქვეყნის ხელისუფლება მაინც ჯიუტად ზრდიან ქართული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობას საზღვარგარეთ.

რა თქმა უნდა, NATO-სა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ რატომ უნდა გვყავდეს ავღანეთში 1600 სამხედრო, როდესაც  NATO-ს წევრ თურქეთს მხოლოდ 450, ჩეხეთს - 250, ხოლო ესტონეთს, ლატვიასა და ლიტვას ერთად - 150 კაციც კი არ ჰყავთ გაგზავნილი ავღანეთში?!

ან რატომ უნდა გავგზავნოთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის მისიაში 150 სამხედრო, როდესაც ევროკავშირის წევრმა ესტონეთმა ამ ქვეყნის მცხოვრებთა დასაცავად მხოლოდ 45 კაცი "გაიმეტა"?
NATO-ს წევრი რამდენიმე ქვეყანა ავღანეთში სიმბოლურად არის წარმოდგენილი (მაგალითად, საბერძნეთმა იქ მხოლოდ 10 სამხედრო გაგზავნა), თუმცა, ამ ქვეყნების დროშები ამაყად ფრიალებს ISAF-ის შტაბში და ისინი ამ მისიის ისეთივე ვალმოხდილ მონაწილეებად ითვლებიან, როგორც საქართველო, რომელმაც ავღანეთში ორი გაძლიერებული ბატალიონი გაგზავნა...
karTvelis da misnairebis
04 ივლისი 2014 01:00
შენ ენა დაიმოკლე, შე მართლა ვიგინდარავ და ავადმყოფო, როდის ვახსენე ხელფასი წერა-კითხვა არ იცი ბნელო? შენ ჩემს მოთმინებას ნუ ცდი და ნუ სისინებ გველივით. ერთუჯრედიანო შენისთანები აფხაზეთში არ იყვნენ იქ ვაშკაცები იბრძოდნენ და ნუ ლანძღავ იმ ხალხს.შენ ტელევიზორში გაქვს ომი ნანახი, ვიღაც ტიპი ხარ მოკეტე ერთხელ და სამუდამოთ.შენ სად იყავი მაშინ როცა ქვეყანას უჭირდა, გამოვიდა ..მაგარი..ბიჭი. კურდღლები ხართ, კურდღლები.
karTvelo
03 ივლისი 2014 17:01
რამდენიმე თვის წინ ქართულ პრესაში წავიკითხე ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებზე რას წერს ნიუორკ ტაიმსი.
ავღანელებს ქართველი ჯარისკაცები ქალაქში პატრულირების დროს ექცევიან უხეშად მათ როგორც ბატონები ისე უყურებენ,იყო რამდენიმე შემთხვევა როდესაც ავღანელებს(რა თქმა უნდა ვისაც ჰქონდა) წაართვეს საათები და პირადი ნივთები აგრეთვე ფული.ამას ამერიკელები წერენ მათთვის უცნობია დაისაჯენ ეს ჯარისკაცები თუ არა ისევე როგორც ჩვენთვის.შეგიძლიათ გადაამოწმოთ ქართული პრესა.
qartveli
03 ივლისი 2014 11:23
ზოგიერთ ვითომ მამაკაცებს გეტყვით რომ ჯარისკაცი როცა ფორმას იცვამს ის საკუთარი სიცოცხლის ფასად ვალდებულია დაიცვას სახელმწიფო ინტერესები,აქ სპეკულირება იმის ტაობაზე რომ თურმე სხვის ომში იღუპებიან ქართველები ეს არის სპეკულირება და მეტი არაფერი.. საკონტრაკტო სამხედრო სამსახური ნიშნავს იმას რომ ქვეყნის ინტერესების დასაცავად არა მარტო ქვეყნის შიგნიტ ხარ ვალდებული ემსახურო ქვეყანას არამეტ ნებისმიერ ადგილას სადაც საჭიროება მოითხოვს..ამიტომ ყველას მოგიწოდებთ პატივი ეცით საკუთარ ჯარს და ნუ მოიხსენიებთ ისე როგორადაც ზოგიერთი ვიგინდარა აქ უწოდებს ჩვენს ვაჟკაცებს,ისინი საკუთარი სიცოცხლის ფასად ემსახურებიან სახელმწიფო ინტერესებს და თუ ამაში მათ სახელმწიფო ანაზღაურებას აძლევს ეს დასაძრახი არაა,პირიქით მეტის ღირსები არიან ჩვენი მხრიდან..აქ ვიღაც ტიპი ბაზრობს აფხაზეთში იბრძოდა თურმე უხელფასოდ დარაღაც,ყველას ძალიან კარგად გვახსოვს მაშინ რა ქვეყანაში ვცხოვრობდით და მაშინ თუ ხელფასის ჯარს არ ქონდა არაა გასაკვირი,არცარავის ქონდა მაშინ ხელფასი მამაკაცო და ნუ გვაყვედრით რა ამას,თქვენზე ნაკლებად არ უყვარს ქვეყანა ეხლა რო ხელფასი აქ იმ ბიჭებს და რამე რო იყოს თქვენზე მეტსაც გააკეთებენ ქვეყნისთვის,შენი არ ვიცი მაგრამ ბევრი და უმრავლესობა როგორ შოულობდა იქ და რეებს აკეტებდა ყველამ ვიცით,ასე რომ ნიშნის მოგებით საუბარს არ გირჩევთ არავის....

რედაქტორის რჩევით