სად არის აგვისტოს ომის მოკვლევა?
07-07-2014
სად არის აგვისტოს ომის მოკვლევა?
გასცემს თუ არა მოკვლევა პასუხს, თუ რატომ დავუტოვეთ რუს ოკუპანტებს რამდენიმე ასეული ძვირად შეძენილი ამერიკული M4?

მიუხედავად დაპირებისა, თავდაცვის უწყებამ აქამდე არ გააცნო საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული უწყებრივი მოკვლევის ის ნაწილი, რომლის გასაჯაროება შეიძლება.

თავდაცვის სამინისტოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ორი თვის წინ განაცხადეს, რომ ამ მოკვლევის ნაწილს მაისის ბოლოს გააცნობდნენ საზოგადოებას, თუმცა უკვე ივლისია და ჩვენთვის ისევ უცნობია ის ძირითადი დასკვნები, რაც აგვისტოს ომის მოკვლევის შედეგად მიიღეს გენშტაბმა და
თავდაცვის სამინისტრომ.
ჩვენ შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რა წერია მოკვლევის საბოლოო დასკვნაში. ამ დოკუმენტში, ცხადია, არ იქნება პოლიტიკური შეფასება, რადგან უწყებრივ ორგანიზაციებს არ აქვთ უფლება, რაიმე მოვლენა პოლიტიკურად შეაფასონ.

ასეა თუ ისე, ამ მოკვლევაში, სავარაუდოდ, უნდა გამოჩენილიყო 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს შეიარაღებული ძალების უმთავრესი პრობლემები
- ჯარების არაეფექტური მართვა, ბრძანებების შესრულება დიდი დაგვიანებით, კავშირგაბმულობის სისტემის ხარვეზებით მუშაობა, საჰაერო თავდაცვის სისტემის ნაკლოვანებები, ჯავშანტექნიკისა და ქვეითების შეუთანხმებელი მოქმედება ცხინვალის ქუჩებში, არტილერისტებისთვის სამიზნე ობიექტების ზუსტი კოორდინატების დადგენის სირთულე, საბრძოლო ავიაციის შესაძლებლობების არასრული გამოყენება; ასევე სათადარიგო თავდაცვის ზღუდეების მოუწყობლობა, სხვადასხვა ძალოვანი ტრუქტურის საბრძოლო დანაყოფების შეუთანხმებელი მოქმედება (განსაკუთრებით ცხინვალის ქუჩებში, რამაც რამდენჯერმე, მათ შორის "მეგობრული ცეცხლის" გახსნაც გამოიწვია, რასაც სამწუხაროდ, მსხვერპლიც მოჰყვა), რეზერვისტების დანაყოფებისთვის კონკრეტული დავალების მიუცემლობა და მათი დეზორგანიზაცია, ფოთის პორტში სამხედრო-საზღვაო ძალების ინფრასტრუქტურისა და კატარღების მიტოვება, სენაკისა და გორის სამხედრო ბაზებში შეიარაღებისა და საბრძოლო საჭურვლის დატოვება (მიუხედავად იმისა, რომ საკმარისი დროც იყო და საშუალებაც მათ გასატანად) დაბოლოს, რა თქმა უნდა, კოდორის ხეობის (რომლის საფორტიფიკაციო საშუალებებით გამაგრებასა და იქ დიდი რაოდენობის საბრძოლო მასალისა და საწვავის შეტანაზე მილიონები დაიხარჯა) მოულოდნელი და სწრაფი დატოვება...

ეს ჩამონათვალი შეიძლება კიდევ გაგრძელდეს. ჩვენ ვფიქრობთ, თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ჩატარებულ კვლევაში ამ და ბევრ სხვა კითხვასაც პასუხი გაეცა და იმედი გვაქვს, საზოგადოებას მალე გააცნობენ ამ მოკვლევის არასაიდუმლო ნაწილს. გამოქვეყნებული დასკვნა მეტ-ნაკლებად ნათელს მოჰფენს ბევრ საიდუმლოს, ჩვენი დროის საშინელმა ტრაგედიამ - 2008 წლის აგვისტოს ომმა - რომ დაგვიტოვა...
mzirali
13 ივლისი 2014 22:31
2008 წლის ომის სამხედრო თვალსაზრისით იყო ყველაზე მოუმზდებელი და სამარცხვინო ქართული სახელმწიფოს არსებობის ისტორიაში. სამწუხაროდ იმდროინდელ ქვეყნის მმართველებს არმია ჭირდებოდათ როგორც ბუტაფერია და არა როგორც ბრძოლისუნარიანი ორგანიზმი. ნახეთ რა კარიერა გაიკეთეს მთავრობასტან დაახლოებულმა გენერალიტეტმა. სად არისნ ისინი დღეს, რატომ ხმას არ იღებენ. იმიტომ რომ მათაც მიუძღვით ბრალი ქვეყნის დამარცხებაში და ისინი დღესაც მუშაობენ და არხეინად გრძნობენ თავს/ სამხედრო საქმე არის სპეციფიკური და არ შეიძლება ის ანდო დილეტანტებს. არ არის საჭირო ალბათ ამ დოკუმენტის გამოქვეყნება . ეს იქნება ისეთი სამარცხვინო ქმედებების ისეთი კორიენტელი რომ ნორმალურ ადამინიისთვის მისი წაკითხვა იქნება გმირობის ტოლფასი. მთავრია მომავლში რას ვიზამთ ,გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს თუ გამოვიტანთ რაიმე სახის რაციონალურ დასკვნას რომელიც ქვეყნას წაადგება მომავლ ქარტეხილებში
mafioza
13 ივლისი 2014 00:08
ნეტავ საერთოდ რომელიმე საქმე ააქვთ გამოძიებული?უნიათოები!
maia
12 ივლისი 2014 22:57
მიშამ ცხინვალი,რომ დაბომბა,გამწარებულმა პუტინმა,რატომ თქვა მიშაზე: ჩვენ ესე არ შევთანხმებულვართო?

რედაქტორის რჩევით