ისრაელს ბომბავენ, ისრაელი ბომბავს
14-07-2014
ისრაელს ბომბავენ, ისრაელი ბომბავს
ებრაელების "რკინის გუმბათი" არაბების ნასროლ "კატიუშებს" იგერიებს

მსოფლიოს ორ ცხელ წერტილს - უკრაინასა და ერაყს - რამდენიმე დღის წინ მესამე - ისრაელი-პალესტინა - დაემატა.
ებრაელებისა და არაბების მორიგი შეიარაღებული დაპირისპირება არავისთვის არის მოულოდნელი, თუმცა, ამჯერად სიტუაცია ისე იძაბება, რომ ტრადიციული სარაკეტო სროლები შეიძლება ფართომასშტაბიან სახმელეთო ოპერაციაში გადაიზარდოს.

ყველაფერი 12 ივნისს დაიწყო, როდესაც მდ. იორდანეს მარცხენა სანაპიროზე სამი ებრაელი მოზარდი დაიკარგა, რომლებიც გამვლელ მანქანაში ჩასხდნენ. თვის ბოლოს დიდი ძებნის შემდეგ მათი
გვამები აღმოაჩინეს და გამოაცხადეს მათ მოტაცებაში ეჭვმიტანილი ორი პალესტინელის ძებნა, რომლებიც ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" წევრები არიან.

2 ივლისს იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილიდან 16 წლის არაბი ყმაწვილი გაიტაცეს (სავარაუდოდ, სამაგიეროს გადახდის მიზნით), რომლის ნახევრად დამწვარი გვამი პოლიციამ აღმოაჩინა. მალევე ისრაელის პოლიციამ დააკავა ექვსი ებრაელი ეჭვმიტანილი, რომლებიც ნაციონალ-დემოკრატების
ფრთას მიეკუთვნებიან.
ეს კრიმინალური გარჩევები თითქოს ამით უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ "ჰამასმა" უმართავი რაკეტებით ისრაელის ტერიტორიის დაბომბვა დაიწყო, ისრაელის თავდაცვის არმიამ კი მაშინვე საჰაერო დარტყმებითა და საარტილერიო ცეცხლით უპასუხა.

"ჰამასმა" პირველად გამოიყენა 140 კმ-მდე მფრენი უმართავი რაკეტები, რომლებიც თელ-ავივისკენ იყო მიმართული, თუმცა ისრაელის თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემამ "რკინის გუმბათმა" მათი ჩამოგდება მოახერხა.
ივლისის დასაწყისიდან "ჰამასმა" ღაზის სექტორიდან, ასევე პალესტინელთა დაჯგუფებებმა სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 500-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს. დაახლოებით ამდენივე საჰაერო დაბომბვა და საარტილერიო დარტყმა განახორციელეს ღაზის სექტორზე ებრაელმა სამხედროებმაც.

თუკი სარაკეტო თავდასხმები არ შეჩერდება, ისრაელი სახმელეთო ოპერაციის დაწყებას გეგმავს, რისთვისაც უკვე გამოძახებულია 40 ათასი რეზერვისტი. სახმელეთო ოპერაციის დროს ღაზის სექტორში ებრაელი სამხედროები "ჰამასის" ბაზებს ანადგურებენ, თუმცა ამას ხშირად მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი მსხვერპლი მოჰყვება ხოლმე.
როგორც ჩანს, საქმე ახლაც აქეთ მიდის, თუკი "ჰამასი" ისრაელის სარაკეტო დაბომბვას არ შეწყვეტს.
იკა
12 აგვისტო 2014 10:59
ისრაელს, თუ უნდა გაუსწორდნენ, არ მაღელვებს! ებრაელები გულზე არ მეხატებიან. მთავარია, მაცხოვრის საფლავი არ შეურაცხყონ. ვიღაც წერდა; ისრაელი 5 მოწინააღმდეგეს გაუსწორდაო! საქართველო, დიდგორში და ბასიანზე დაახლოებით 50-60 სახელმწიფოს ერთად გაუსწორდა. 50-60 სახელმწიფოს, რომელსაც მთელი თავისი ძალა ქონდათ.
fuuu
31 ივლისი 2014 15:13
გაზაში ბავშვებს ხოცავენ, ებრაელი ხალხი ქუჩაში დარბის და მრერიან:"ხვალ გაზაში სკოლა არ იწყება, ბავშვები აღარ ყავთ, დავხოცეთო" და სანამ ბომბებს ისვრიან ცეკვავენ და მრერტიან!ქუჩაში ტაქსს აჩერებენ და თუ არაბი მძღოლი ზის აგინებენ და შეურაცყოფენ!აგინებენ საწყალ პალესტინელებს, ტანჯავენ, ლავენ, 40% მეტი ტერიტორია ააღლიტეს ახლა გაზას და თქვენ კიდე ისრაელს გაუმარჯოსო იძახით??ფუუ ცხოველი ხალხი ხართ რაა!
...
22 ივლისი 2014 22:37
ჩემო გაგა, ისრაელს მოწინააღმდეგედ ჰყავს საკმაოდ მწირი სამხედრო არსენალის მქონე პალესტინა, თავად კი ატომური ქობინებით აღჭურვილი რაკეტები "იერიჰონიც" გააჩნია. ჩვენ კი პირსისხლიანი გიჟი გვყავს ჩრდილოეთით, რომელსაც ადამიანის კი არა, ქვეყნის განადგურება არად უღირს. რაც არ უნდა სამხედრო პოტენციალი ვაგროვოთ, ნიფხავიც რომ გავყიდოთ, სუ-27-ების ავიადარტყმებს საქართველო და მისი ინფრასტრუქტურა ვერ გაუძლებს. საქართველო ჩეჩნეთი არაა, ხალხი ტყე-ღრე-მთაში რომ გაიხიზნოს და იქიდან დაიწყოს პარტიზანული ომი. ბოლობოლო, ჩეჩნებიც მიხვდნენ შამილივით, რომ წყდებოდნენ, როგორც ერი და მოლოდინის რეჟიმში ჩAდგნენ. აქ დიპლომატია და სიბრძნე უფრო გვჭირდება და რუსსეთის შინაგან წინააღმდეგობებზე თამაში და არავითარ შემთხვევაში - მცდარი ნაბიჯი. ცეცხლთან თამაში კარგს არაფერს მოგვიტანს.

რედაქტორის რჩევით