მაპ-ის ზღაპარს "მთავარი მოკავშირეობა" გვერჩივნოს...
28-07-2014
აშშ-ში მსჯელობენ საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთისთვის მთავარი მოკავშირის სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ...

5 მაისის "კვირის პალიტრაში," სტატიაში - "ვინ და რა დაგვიცავს ჰაერიდან და ხმელეთიდან" - გამოვთქვით მოსაზრება, რომ  ერთადერთი გზა საქართველოს გასაძლიერებლად არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის - აშშ-ის სწრაფი დახმარება და საბედნიეროდ, მას არ დასჭირდება NATO-ს დანარჩენ 27 წევრ ქვეყანასთან შეთანხმების ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა.

ჩვენ მაშინ ნამდვილად არ ვიცოდით, რომ ამერიკელი სენატორები ამზადებდნენ კანონპროექტს, რომელიც პრეზიდენტს სთავაზობს, საქართველო, უკრაინა
და მოლდავეთი აშშ-ის მთავარ მოკავშირეებად გამოაცხადოს, რაც ამ ქვეყნების სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას გააიოლებს.

სპეციალური სტატუსი - "NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირე" - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, 1987 წლიდან დღემდე, 15 ქვეყანას მიანიჭა. მათ შორის არის: ავღანეთი, ავსტრალია, არგენტინა, ბაჰრეინი, ეგვიპტე, იორდანია, ქუვეითი, მაროკო, ახალი ზელანდია, პაკისტანი, ტაილანდი, სამხრეთი
კორეა, ფილიპინები, იაპონია და რა თქმა უნდა - ისრაელი.

მნნა (major non-nato ally)-ს სტატუსი გულისხმობს ორმხრივ ურთიერთობას - ერთობლივი თავდაცვითი ღონისძიებების გამართვას, სამხედრო კვლევების ჩატარებას, შეზღუდულ ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობასა და რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია - გარკვეული სახეობის იარაღისა და აღჭურვილობის მოწოდებას.

აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ  MNNA-ს სტატუსი არ ითვალისწინებს  NATO-ს წესდების მე-5 მუხლის მსგავს ვალდებულებას, აუცილებლად დაიცვას ალიანსის წევრი, რომელსაც თავს დაესხნენ.

ალბათ, ყველა ხვდება, რომ საქართველოს უელსის სამიტზე არ მისცემენ MAP-ს (ალიანსში გაწევრების გეგმას) და სამწუხაროდ, ეს სიტყვა ტკბილ ზღაპარს დაემსგავსება, რადგან  NAთO-ს წევრი ზოგიერთი სახელმწიფოს (პირველ რიგში კი - საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის) ლიდერს არ ჰყოფნის არც პოლიტიკური გამბედაობა და არც გამჭრიახობა, რომ რუსეთის შიში დასძლიოს.

სიმართლე რომ ითქვას, სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დახმარების იმედი NAთO-ს წევრი ევროპული ქვეყნებისგან მაინც არ უნდა გვქონდეს, რადგან მათ ფინანსური პრობლემები აქვთ სამხედრო ბიუჯეტის მუდმივი შემცირების გამო, რაც ლიბიის ომშიც კარგად გამოჩნდა.
ამიტომ ამ ეტაპზე ყველაზე მომგებიანი სწორედ "NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის" სტატუსის მონიჭება ჩანს, რაც გვაძლევს შანსს, მივიღოთ რეალური სამხედრო-პოლიტიკური დახმარება.
mzirali
03 აგვისტო 2014 15:14
ეს უფრო მნისვნელოვანია ვიდრე მაპი, იმიტომ რომ მტავრი სუბიექტია დგევანდელ საერთაშორისო პოლიტიკაში სწორედ აშშ-ა. ასე რომ როცა ურემი გადაბრუნდება გზაც გამოჩნდებაო. მადლობა ღმერთს რომ ეს გზაც გამოჩნდააა
reRo
29 ივლისი 2014 18:28
მაპი არასდოს აღარ გვექნება!!!!!!!!! და ერთი ნატოსი--ც!!!!!
kaxi
28 ივლისი 2014 13:00
ეჭვი მაქვს რომ მაპს არ მოგვცემენ,ისევ რუსეთის შიშით.რაც შეეხება მთავარ მოკავშირეობას აქ გამოჩნდება რამდენად უღირს ამერიკას საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. თუ ესე არ გადაწყდა მაშინ ჩათვალეთ რომ ეს ქვეყნები გაწირა აშშ-მ.

რედაქტორის რჩევით